12 საუკეთესო აპლიკაცია, რომლებიც უფრო მეტის მიღწევაში დაგეხმარებათ 2021 წელს.
გიჭირთ იყოთ ფოკუსირებული და პროდუქტიული? ეს მხოლოდ თქვენი პრობლემა არაა, სწორედ იმიტომ რომ უამრავ ჩვენგანს იგივე საკითხი აწუხებს, შეიქმნა სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც იყენებენ ფსიქოლოგიურ კვლევების მიხედვით გამოვლენილ საუკეთესო მეთოდებს და გვეხმარებიან ვიყოთ უფრო პროდუქტიულები.
გიზიარებთ 12 საუკეთესო აპლიკაციას, რომლებიც უფრო მეტის მიღწევაში დაგეხმარებათ 2021 წელს.
Todoist
აპლიკაცია რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩამოწეროთ ყველა საქმე რაც გასაკეთებელი გაქვთ, მიუთითო როდემდე გაქვთ შესასრულებელი ე.წ “deadlines” და თხოვოთ აპლიკაცია შეგახსენოთ ამა თუ იმ საქმისა შესახებ.
ღირებულება: უფასო
Evernote
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია ჩანაწერების გასაკეთებლად. აპლიკაციის უპირატესობა ისაა რომ ის საშუალებას გაძლევთ რა მარტო ჩანაწერები გააკეთოთ, არამედ შეინახოთ ინფორმაცია როგორც ფოტო, აუდიო, ილუსტრაციები და სკეჩები და PDFs დოკუმენტებიც კი. ამ ყველა ინფრომაციის მოძებნა კი , მათ შორის ფოტოები, ძალიან მარტივად შეგიძლიათ სპეციალური ფუნქციის დახმარებით.
ღირებულება: უფასო
Forest
გქონიათ შემთვევა, რაღაცას აკეთებთ, თუმცა უცებ ჩერდებით და თქვენს ტელეფონს და სოციალურ მედიას ამოწმებთ? ამ პრობლმეას გადაჭრის აპლიკაცია Forest.
ღირებულება: $1.99