როგორ შექმნათ თქვენი საკუთარი დახვეწილი ვებგვერდი?

შექმენით ლამაზი და დახვეწილი ვებგვერდი, რომელიც მორგებულია თქვენს ონლაინ ბიზნეს საჭროებებზე

გაქვთ ონლაინ ბიზნესი ან უბრალოდ პროდუქტი, რომლის აქტიურად გაყიდვაც გსურთ? გაინტერესებთ როგორ შექმნათ ლამაზი და დახვეწილი ვებგვერდი მარტივად და სწარაფად?

ამ ბლოგ პოსტში გიზიარებთ ყველაფერს, რაც ესთეტიურად სასიამოვნო ვებგვერდის ასაწყობად გჭირდებათ.

ისეთი პლატფორმების დახმარებით როგორებიცაა Tonic, Squarespace, Wix და Wordpress, მარტივად შეუძლია ნებისმიერ მსურველს შექმნას და მართოს ვებგვერდი.

1. Tonic

ჩვენთვის გამორჩეულად სასიამოვნოა Tonic -ის გამოყენება ვიზუალურად ლამაზი და მარტივად სამართავი საიტების ასაწყობად. Toniс ის პლატფორმაზე ყველა იმ ფუნქციაა დამატებული, რაც “ნიშე ბლოგერს” სჭირდება.

Tonic-ის თემების ნებისმიერი ელემენტი შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენს საჭიროებას მოარგოთ.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მათი ყველა თემა რომელიმე კოქტეილის ინპირაციითაა შექმნილი. :) შესაძლოა ამიტომაც მოგვწონს ასე.

რატომ მოგვწონს Tonic?

  1. პროგრამირება არ გჭირდებათ, რომ შექმნათ ლამაზი საიტი. მარტივი და მოსახერხებელია ნებისმიერ ადამიანისთვის, მათ შორის Affiliate მარკეტერისათვის.
  2. დიზაინის შეცვლა და თქვენზე მორგება შეგიძლიათ, რათა გახადოთ ის განუმეორებელი.
  3. Tonic ის ვებგვერდები არა მარტო ლამაზი, არამედ შექმნილია ადამიანის ფსიქოლოგიისა და მარკეტინგული სტრატეგიების შესახებ კვლევების გათვალისწინებით.

Tonic თემების სრული კოლექციის ნახვა აქ შეგიძლიათ.

2. Squarespace

Squarespace საშუალებას გაძლევთ შექმნათ ვებსაიტი უკვე არსებული“templates” დახმარებით.

--

--