ალაპარაკებული ბილ გეიტსი და რას აბრალებენ ქვეყნის ლიდერები კოვიდთან წარმატებას?

Coda Story
coda წერილი
3 min readJun 6, 2020
გამოიწერე .coda წერილი

დროდადრო კორონავირუსი ჩვენი ერთადერთი ახალი ამბავი აღარ არის, მაგრამ ინფიცირების რიცხვი კვლავ მზარდია მთელ მსოფლიოში და ვირუსის შესახებ დეზინფორმაციაც აგრძელებს გავრცელებას. დღეს მოგიყვებით იმ ამბებზე, რომლებმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო და თქვენსასაც იმსახურებს.

ბილ გეითსი, რომელიც საქართველოში ახლა ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს, საჯაროდ პასუხობს მასზე გავრცელებულ ჭორებს.

BBC-სთან ინტერვიუში მან ისაუბრა შეთქმულების თეორიებზე COVID-19-ის შესახებ და მსოფლიო მოსახლეობაში ჩიპების განაწილების საქმეში მის როლზე.

  • “თუ ყველა ამ ჭორს და ანტი-სამეცნიერო გამონათქვამებს გადავხედავთ, რომელიც ახლა გაჩნდა, მაშინ კი, ეს იწვევს ხალხთაშორის მტრობის გაღვივებას” — უთხრა ბილ გეითსმა ჟურნალსიტს. “მე არასოდეს ვყოფილვარ რაიმე კავშირში ჩიპებთან და რთულიც კი არის ასეთი საკითხების უარყოფა იმდენად დიდი სისულელეა”
  • ამერიკელთა ნახევარზე მეტი, ვინც უყურებს Fox News-ს, თვლის, რომ ბილ გეითსს ვაქცინაციის კამპანიის გამოყენება მოსახლეობის მასობრივი “ჩიპირებისთვის” უნდოდა. რესპუბლიკელთა შორის ასეთი 44%ია.
  • სამი თვის განმავლობაში (თებერვალი-აპრილი), შეთქმულების თეორიები ბილ გეიტსზე, როგორც COVID-19-ის შემქმნელზე, სოციალურ ქსელებში და ამერიკის ტელევიზიაში 1.2 მილიონჯერ იყო ნახსენები.
  • ბილ გეითსის და მისი მეუღლის ფონდი 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ, კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად. თანხა გადაირიცხება ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსში (GAVI). მას ფონდში უკვე გადარიცხული აქვს $300 მილიონი.

წინა წერილში ჩვენ გიამბეთ იმ ჰომოფობიურ ვიდეოზე, რომელიც პუტინს 2036 წლამდე მმართველობის შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდა რეფერენდუმის ჩატარებისას.

ვიდეო, რომელიც კრემლის მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს, ახლა youtube-მა დაბლოკა.

Coda Story-ის რუსულენოვანი სამსახურის რედაქტორი კატერინა ფომინა დაუკავშირდა ერთ-ერთ მსახიობს, რომელიც ვიდეოში მონაწილეობდა და ჰკითხა, თუ რატომ დათანხმდა სიძულვილის შემცველ კამპანიაში მონაწილეობას.

ალექსანდრე ფილიმონენკოს თქმით, ის ძალიან ნანობს და ახლა გადაწყვიტა, კენჭისყრის საშუალებით დაუპირისპირდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს: “წავალ და დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, აქამდე არასოდეს ვყოფილვარ არჩევნებზე” — თქვა ფილიმონენკომ.

მეორეს მხრივ: კარანტიმა რუსეთში, ლგბტქ თემისთვის რაღაც ახალი შექმნა. ქვეყნის ჩაკეტვის პირობებში თემი უფრო იზოლირებული იყო ვიდრე ოდესმე.

შემდეგ? შემდეგ კი Zoom წვეულებები დაიწყო. ჩვენი ჟურნალისტი იზობელ კოკერელი და მაგნუმის პრეზიდენტი თომას დვორჟაკი სწორედ ამ საიდუმლო წვეულებებზე მოხვდნენ. სტატია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე(ინგლისურად).

გამოიწერე .coda წერილი

წინა წერილებშიც, გწერდით პოლიტიკოსების თუ პრეზიდენტების უცნაურ დამოკიდებულებებზე ვირუსთან დაკავშირებით.

“ნუ ტყუი, ნუ იპარავ, ნუ ღალატობ!” მექსიკის პრეზიდენტის თანახმად, ეს საუკეთესო ანტიდოტია კოროვირუსისთვის. კითხვაზე, თუ რატომ არ იცავს ის სოციალურ დისტანცირებას, პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპესი ობბადორი ამბობს, რომ მას ეს არ სჭირდება, რადგან ის კარგი ადამიანია.

მექსიკაში კორონავირუსი კვლავ იზრდება, და მთავრობის მესიჯები ძალიან დამაბნეველია.

მაგალითად: მექსიკაში ნიღბის ტარება სავალდებულოა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი არ ატარებს მას. ამის ნაცვლად, ის ამბობს, რომ ის კორონავირუსისგან თავის დასაცავად იყენებს “ციტრუსზე დამზადებულ ნანომულეკულებს.” მისი თქმით, რამდენიმე წვეთი საკმარისია ვირუსების გასანადგურებლად.

ამასთან ერთად, მექსიკაში ერთი თვის წინ ალეხანდრო ჯოვანი ლოპესი დააკავა პოლიციამ იმის გამო, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ნიღაბი არ ეკეთა. რამდენიმე საათის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს.

ასობით მომიტინგე შეიკრიბა გუშინ ქალაქ გვადალაკარაში, მთავრობის სასახლესთან და აპროტესტებდა ლოპესის მკვლელობას. მომიტინგეებმა მას “მექსიკელი ჯორჯ ფლოიდი” უწოდეს.

იაპონიაში პრემიერ მინისტრის მოადგილემ ასო ტარომ, რასისტულ-კოლონიური ტერმინი “მინდო” გამოიყენა ქვეყანაში სიკვდიალიანობის დაბალ მაჩვენებელზე საუბრისას.

“მინდო” ნიშნავს “ცივილიზაციის მაღალ დონეს” და მას იაპონელები კორეის კოლონიცაზიის გასამართლებლად იყენებდნენ 1910 წლიდან 1945 წლამდე.

ამ სიტყვის გამოყენებისთვის ის მწვავე კრიტიკის ქვეშ მოჰყვა და ეს იმით ახსნა, რომ სურდა იაპოენელებს ემაყათ, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის კონტროლი შეძლეს.

მსგავსი ნარატავი საქართველოშიც ვრცელდებოდა.

მეტიც, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში ასეთი ფრაზაც კი თქვა: “ჩვენი იმუნური სისტემა ამ ვირუსის მიმართ ამ პოპულაციას განაწყობს განსხვავებულად”.

რა თქმა უნდა, მისი, ისევე როგორც იაპონიის პოლიტიკოსის, სიტყვებს არანირი სამეცნიერო საფუძველი არ აქვს.

ბოლოსკენ ცოტა კარგი ამბავიც.

მართალია, თვეები დასჭირდა, მაგრამ Facebook სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი მედიების ანგარიშებისთვის სპეციალური ნიშნის მინიჭებას იწყებს.

კომპანია თვეების განმავლობაში სწავლობდა მედიების სტრუქტურას და ცდილობდა, გაერკვია რას ნიშნავს “სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი.”

ამ ლინკით შეგიძლიათ, იხილოთ კრიტერიუმები, რომლებიც მათ შექმენს.

ინსაიდერის თქმით, “ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, მარტივი აღმოჩნდა სეგმენტირება, მაგრამ გაუჭირდა ისეთი კომპანიის შეფასება, როგორიცაა Al Jazeera, რომელსაც მაღალი სარედაქციო სტანდარტები აქვს მაგრამ არანაკლებ კონტროლირებადია.”

როგორ ჩანს, Al Jazeera-საც მიენიჭება სპეციალური ნიშანი, მაგრამ ამას მოგვიანებით ვნახავთ, როდესაც Facebook “ეტიკეტირებას” შეუდეგება.

თავდაპირველად ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყებენ და საქართველოს ჯერიც, ცოტათი მოგვიანებით, მაგრამ მაინც მოვა.

ჯანმრთელობას გისურვებთ,
სოფიკო

--

--

Coda Story
coda წერილი

Coda tells you stories you never heard before, shows you connections you never knew existed, and investigates the nuance and complexity of the world.