ვინ და რატომ უტევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას

Coda Story
coda წერილი
4 min readJun 11, 2020

როგორ შეგვიძლია, ჩვენი წერილი თქვენთვის უფრო საინტერესო გავხადოთ? გთხოვთ, შეავსეთ ეს მოკლე გამოკითხვა და დაგვეხმარეთ ამის გარკვევაში. მადლობა!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა დოქტორმა მარია ვან კერხოვმა ორშაბათის ბრიფინგზე თქვა, რომ ასიმპტომური COVID-19-ით ინფიცირებულებისგან ვირუსის გავრცელება ძალიან იშვიათია.

თუმცა მალევე უკან დაიხია და აღიარა, რომ ამ განცხადებას შეიძლება შეცდომაში შევეყვანეთ და რეალურად არ ითვალისწინებდა გლობალურ სურათს.

მაგრამ სანამ კერხოვა შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა, ამ განცხადებამ მსოფლიში აჟიოტაჯი გამოიწვია.

სოციალურ მედიაში გავრცელდა პოსტები, რომ ჯანმო ათასგვარ ურთიერთგმაომრიცხავ განცხადებას აკეთებს და რომ ეს განცხადებები ყალბი ინფორმაციის შემცველია და ჩვენი მთავრობები რეკომენდაციებს უმიზეზოდ მიჰყვებიან, რაც ხალხს აზარალებს.

თუმცა, ჯანმო-ს გარშემო ინფოდემია კერხოვის განცხადებამდე ბევრად ადრე დაიწყო და სათავეში მსოფლიო ლიდერებიც აღმოჩნდნენ:

  • პანდემია ჯერ კიდევ საწყის ფაზაში იყო, როცა მარტის ბოლოს იაპონიის პრემიერ მინისტრის მოდგილე ტარო ასომ ჯანმო გაკიცხა და გამოაცხადა, რომ მისი სახელი “ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია” უნდა იყოს და არა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.”

ასო გულისხმობდა, რომ ჩინეთს ზედმეტი გავლენა აქვს ჯანმო-ზე და ჯანმო ამის უფლებას აძლევს მას — მაგალითად, მნიშვნელოვანია, რომ ჯანმო-ში ტაივანი არ შედის, რადგან ჩინეთი მას დამოუკიდებელ ქვეყანად არ აღიარებს, თავის რეგიონად ცნობს და ჩინეთის გავლენის შედეგად ტაივანი საერთაშორისო გაერთიანების წევრი არაა.

  • დასავლეთში ჯანმოს წინაარმდეგ პირველმა ტრამპა გაილაშქრა. ჯერ აპრილში გადაწყვიტა, რომ ორგანიზაციას დროებით შეუწყვიტოს დაფინანსება. მაისში კი ჯანმოს გენერალურ დირექტორს წერილით დაემუქრა, რომ დაფინანსებას სამუდამოდ შეწყვეტდა და შეიძლება, ჯანმოს წევრობაზეც ეთქვა უარი.

ტრამპიც მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, “ჩინეთის ირგვლივ მოქმედებს.” გარდა ამისა, ტრამპი ორგანიზაციას აბრალებს, რომ პანდემიაზე ინფორმაციას სათანადოდ არ აწვდიდა საზოგადოებას და კრიზისული სიტუაცია ვერ დაიმორჩილა.

  • ტრამპის თანამოაზრე სამხრეთ ამერიკიდან, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუც, მალე შეუერთდა ჯანმოს მიმართ მუქარას, რომ ბრაზილია დატოვებს საერთაშრისო ორგანიზაციას, თუ ჯანმო დარჩება ისეთ “პარტიზანულ პოლიტიკურ ორგანიზაციად,” როგორიც ახლაა.

ბოლოსნარუმ მუქარა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ჯანმო-მ ლათინური ამერიკის ქვეყნები გააფრთხილა, რომ იზოლაციების მოხსნა ზედმეტად ადრე იყო. ბოლსონარუ კი მთელი ამ თვეების განმავლობაში საჯარო კამპანიას ეწეოდა, რომ საყოველთაო ქვეყნის ჩაკეტვები ეკონომიკას აზიანებდა და საჭირო სულაც არ იყო. შედეგად, ახლა ბრაზილია ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ადგილზეა და დღითი დღე რეკორდულად იზრდება ეს მაჩვენებლები.

  • იევენ ხოლოდმა, უკრაინის პოლტავას რეგიონული ადმისისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯანმოს პირდაპირ მაფიის სტრუქტურა უწოდა. კორონავირუსს კი დიდი აფერა, რომლის შედეგადაც მთავრობები აყვნენ მასობრივ, ხელოვნურად შექმნილ ისტერიას და შემოდგომაზე “ყველა გავიქცევით ვაქცინის საყიდლად,” საიდანაც ჯანმო დიდ სარგებელს ნახავს.

ფართო სურათი:

ჯანმოს კრიტიკა, რომ ჩინეთის მიმართ ზედმეტად ლმობიერია, ნაწილობრივ რეალობა იყო. გენერალურმა დირექტორმა რამდენჯერმე ჩინეთის, კორონავირუსთან საბრძოლველი სტრატეგია შეაქო და როცა ჯანმო თებერვალში ჩინეთში ჩავიდა, ამასაც ჩინეთის დადებითი შეფასება მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მკაცრი ინფორცმაციული კონტროლის გამო ქვეყნის მთავრობის ეჭვით უყურებენ ხოლმე.

თუმცა სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ანტი-ჯანმო კამპანია ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ხელს უშლის ერთობლივ ბრძოლას პანდემიის დასამარცხებლად.

ჯანმო კი საერთაშორისო გაერთიანებაა და ქვეყნების თანამშრომლობის გარეშე ვერც იარსებებს.

გამოიწერე .coda წერილი

ჯანმო და კონსპირაციები სოციალურ მედიაში

სანამ ქვეყნის და რეგიონების ადმინისტრაციული ლიდერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ, სოციალური ქსელების მომხმარებლებიც კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ:

  • საქართველოში ბოლო დღეებში მეც შემხვდა გრელი სტატუსები, სადაც ნათქვამია, რომ ჯანმო და ბილ გეითსი უდიდესი საფრთხეა და საქართელომ ამერიკას უნდა მიბაძოს. ასევე იყო მოსაზრებები, რომ ჯანმოს გამო (რომლის პარტნიორი ლუგარის ლაბორატორიაა საქართველოში), ცრუობს ვირუსთან დაკავშირებით და მის რეკომენდაციას არ უნდა ვენდოთ.
  • რუმინული მედია Antena 3-ის მიხედვით, გლობალური ორგანიზაციები, როგორიცაა ჯანმო, პოპულაციებით მანიპულირებენ და საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებენ
  • სერბეთის ანტი-ვაქცინაციის კამპანიის ჯგუფში ჯანმოს კრიმინალურ მაფიას ადარებენ. სლოვაკეთის ვაქცინის მოწინააღმდეგეებიც არ ენდობიან ჯანმოს, რადგან მისი ერთ-ერთი დამფინანსებელი ბილ გეითსია, რომელიც ასევე ვაქცინასთან კავშირითაა ცნობილი.

თუ მეტი გაინტერესებთ:

დეზინფორმაციაზე მომუშავე ბრიტანული არგანიზაცია First Draft-ის მიედვით ჯანმო-ს მიმართ ნდობა საფრანგეთში და მსგავს ქვეყნებში კიდევ ერთი ფაქტორის გამო დაეცა:

  • ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან და სანდო სამედიცინო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა კვლევა, რომ ქლოროქინი, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებდა კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ, სახიფათოა სიცოცხლისთვის.
  • შედეგად, ქლოროქინზე კვლევები ბევრგან შეწყდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც წამლის შესწავლა შეაჩერა.
  • შემდეგ გაირკვა, რომ The Lancet-ის კვლევაში ბევრი ხარვეზი და ცდომილებაა, ამიტომ ჟურნალმა კვლევა უარყო.
  • First Draft დააკვირდა სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ქცევას და შეამჩნია, რომ რადგან ჯანმო ქლოროქინის გაუქმების მომხრე იყო და The Lancet-ის კვლევა სინამდვილეში ხარვეზიანი აღმოჩნდა, ჯანმო-ს კომპეტენციის მიმართ ნდობაც დაეცა.

ფართო სურათი:

ამ თვეების განმავლობაში მეცნიერები არნახული სისწრაფით მუშაობენ კორონავირუსთან გამოსაკვლევად. რეზულტეტებიც სასწრაფოდ გვჭირდება, რადგან უამრავი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში.

შესაბამისდ, ხშირად არასრულყოფილი კვლევის პასუხები ხდება ცნობილი ფართო საზოგდოებისთვის, რაც ინფოდემიის წყარო და საზოგადოების დამაბნეველი ხდება. ჩვენმა ჟურნალისტმა წინა თვეში ამაზე სტატიაც დაწერა და თუ უფრო დეტალურად გსურთ გაიგოთ, რა შედეგი აქვს სწრაფ მეცნიერებას პანდემიის პირობებში, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ (ბმული ინგლისურ ენაზე).

გაქვთ კითხვები? კრიტიკა? ან რომელიმე სფეციფიკური თემა გაინტერესებთ? მოგვწერეთ, თქვენი აზრი ძალიან გვაინტერესებს

ჯანმრთელობას გისურვებთ,
მარიამი

--

--

Coda Story
coda წერილი

Coda tells you stories you never heard before, shows you connections you never knew existed, and investigates the nuance and complexity of the world.