რატომ არ ადარდებთ რუსეთში Black Lives Matter?

Coda Story
coda წერილი
3 min readJun 30, 2020
გამოიწერე .coda წერილი

Black Live Matter-მოძრაობამ მთელ მსოფლიოში სააშკარაოზე გამოიტანა სხვადასხვა ადამიანების და ქვეყნების მზაობა (ან არამზაობა) იბრძოლონ ადამიანის უფლებებისთვის. საქართველოში, სოციალურ ქსელებში ამერიკაში მიმდინარე მოვლენებმა აქტიური მწვავე დისკუსიები გამოიწვია.

რუსეთში კი დებატებმა რასიზმი გამოიტანა სააშკარაოზე, იმ ლიბერალურ წრეებში, რომლებსაც ბევრი პუტინის ალტერნატივად მიაჩნევს. გთავაზობთ, რუსი ჟურნალისტის კარინა ორლოვას, Coda Story-თვის დაწერილი სტატიის ქართულ ვერსიას.

Black Lives Matter– ის მოძრაობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მთელ მსოფლიოში გააღვივა სისტემური რასიზმისა და დისკრიმინაციის საპროტესტო ტალღა — დაწყებული ავსტრალიელების დამოკიდებულებით აბორიგენებისადმი თუ, ანტი-ისლამოფობიის და ანტი-კოლონიური მოძრაობები დასავლეთ ევროპაში.

ამ გლობალურ პროტესტში საინტერესოა რუსეთის პოზიცია, სადაც საუცხოო სიჩუმე სუფევდა. თუმცა, ეს სიჩუმე განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთის ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკურ ლიბერალურ წრეებში იყო. იმ წრეებში, რომლებსაც დასავლეთში იმედის თვალთ უყურებენ და იმ წრეებში, რომლებსაც დასავლეთში ბევრი პუტინის ავტორიტარული რეჟიმის ჩამნაცვლებლადაც მოიაზრებს.

სწორედ ამ ადამიანებმა Black Lives Matter– ის პროტესტს სასტიკი დაცინვით უპასუხეს.

რუსეთში საზოგადო მოღვაწეები ზიზღს გამოხატავდნენ პროტესტის მიმართ, შეშფოთებას — ქონების დაზიანების გამო, შავკანიანთა მიმართ აღშფოთებულები იყვნენ და მიესალმებოდნენ პოლიციის “სიმკაცრეს”.

საუკეთესო შემთხვევაში რუსი ლიბერალები მემარჯვენე ამერიკელებს ჰგავდნენ, რომლებმაც ჯორჯ ფლოიდის პერსონას შეუტიეს და Black Lives Matter-ის მოძრაობა ფარისევლობასა და გადამეტებულ რეაგირებაში დაადანაშაულეს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ათწლეულებია პოლიციის სისასტიკის მწარე გამოცდილება აქვს, ძალიან ცოტა ადამიანი აღმოჩნდა სოლიდარული.

2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი ქსენია სობჩაკი, ინსტაგრამზე რასისტული პოსტების გამო ავტომობილების მწარმოებელმა აუდიმ გაათავისუფლა პოზიციიდან. მანამდე სობჩაკი აუდის ელჩი იყო რუსეთში.

სობჩაკმა ბარაკ ობამა და ოპრა უინფრი მოიყვანა იმის მტკიცებულებად, რომ აშშ-ში არ არსებობს სისტემური რასიზმი და დასძინა, რომ ზარმაცი, წარუმატებელი ხალხი ”ყოველთვის იპოვის ვინმეს საკუთარ უბედურებაში დასადანაშაულებლად”.

რუსეთში ძალიან კარგად იციან, რა არის სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევა, მშვიდობიანი პროტესტის დარბევა და პოლიტიკური ოპოზიცია. ლიბერალები არიან ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე ხშირად განიცდის ამ წნეხს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით მაინც ძალიან ცოტა საუბრობს პოლიციის სისასტიკესა და რასიზმზე.

გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. ნავალნიმ სრულად დაუჭირა მხარი ამერიკელთა მიერ ”სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ქმედებებს” და ამასთან, აღნიშნა, რომ აშშ — ში პოლიციის ძალადობა ”მილიონჯერ უფრო მსუბუქია,” ვიდრე რუსეთში.

მაგრამ ამასთან ერთად ნავალნი ცნობილია რუსეთში მუსულმანებისა და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ რასისტული ეპითეტების გამოყენებით და ის რუს ეთნონაციონალისტებთან ასოცირდება.

თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც დიდი ხანია ნებისმიერ პროტესტს “აპროტესტებს,” თქვა, რომ Black Lives Matter ”რადიკალური ნაციონალიზმის და ექსტრემიზმის” გამოხატულებაა.

ის რომ რუსეთში ამაზე არავინ საუბრობს, განსაკუთრებით ტრაგიკულია. იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მის მეზობლებს ხშირად სწორედ ეთნიკურ, რასობრივ, თუ რელიგიურ ნიადაგზე ავიწროებს.
ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ ჩანს ალტერნატიული რეალობის კარი.

სანამ რუსეთი ჩუმად არის ადამიანის უფლებებზე, დაძაბულობა იზრდება ჩინეთსა და ავსტრალიას შორის.

ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მან ავსტრალიელ ჯაშუშთა ოპერაციის შეჩერება მოახერხა.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზეთი The Global Times წერს, რომ ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებმა აღმოაჩინეს ჯაშუშების საწყობი, სადაც იყო სხვადასხვა მოწყობილობა, ფული, ვარდისფერი ხელთათმანები, 10 დოლარად შეფასებული კომპასი, ნიღაბი და შანხაის მეტროს რუკა.
ტვიტერის მომხმარებლებისთვის ეს ამბავი იმდენად სახალისო აღმოჩნდა, რომ მათ ხუმრობა დაიწყეს ამ თემაზე:

“ავსტრალიელი ჯაშუშები კომპასს იყენებენ, რა სასიამოვნოა.”

“აგენტ 007-ის ერთი პოსტერის დამატებაც კიდევ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.”

“ულვაშებიც იპოვნეს” — წერდნენ ტვიტერზე.

ჩვენ ადრეც მოგიყევით იმაზე, რომ ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთს კორონავისურის წარმოშობის შესახებ სთხოვდა მონაცემებს.

ამის საპასუხოდ, ჩინეთის ხელისუფლებამ, ავსტრალიის მინისტრები შეუწყნარებლობაში დაადანაშაულა.

ბრაზილია იმ ქვეყნების სიას უერთდება, რომლებშიც ცრუ ინფორმაციის გავრცელება კრიმინალიზებულია.

დღეს სენატი კენჭს უყრის ახალ კანონს, რომელიც დეზინფორმაციას არეგულირებს. თუმცა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს არაერთი მხარდამჭერი ამ კანონპროექტის წინააღმდეგია.

ქვეყნის უზენაესი სასამართლო უკვე იძიებს პრეზიდენტის, მისი შვილის და მისი რამდენიმე თანამოაზრეს საქმეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ახალი კანონის წინააღმდეგნი არიან უფლებადამცველებიც. Human Rights Watch-მა გასულ კვირას გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონმა შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს სიტყვის თავისუფლებაზე.

შეხვედრამდე
სოფიკო

--

--

Coda Story
coda წერილი

Coda tells you stories you never heard before, shows you connections you never knew existed, and investigates the nuance and complexity of the world.