რა საერთო გვაქვს აფრიკასთან და კონსპირაცია, რომელიც ჯერ არ გსმენიათ

Coda Story
coda წერილი
4 min readMay 30, 2020

ამ დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ამერიკამ მიიპყრო. ჯერ ტრამპმა გადაწყვიტა სოციალური მედიის რეგულირება დაეწყო. მინეაპოლისში კი პოლიციელის მიერ შავკანიანი კაცის მკვლელობაზე რექაციამ ტალღასავით გადაუარა ამერიკას და გასცდა კიდეც მას.

თუმცა მსოფლიოში ინფოდემია არ შეწყვეტილა და დღეს მოგიყვებთ რამდენიმე ამბავზე, რომელიც შესაძლოა, ახალი ამბების ამ ხმაურიან ციკლში გამოგრჩათ

პანდემია აფრიკაში:

ქლოროქინზე გამართული დისკუსიები, ვაქცინის განსხვავებული მოლოდინები და ბილ გეიტსზე კონსპირაციული თეორიები — აფრიკასთან უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გვგონია.

ვირუსი აფრიკაშიც გავრცელდა და მას სიკვდილიანობასთან ერთად ინფოდემიაც მიჰყვა. ბოლო პერიოდში — როგორც ჩვენთან და ბევრ სხვა ქვეყანაში — აფრიკაშიც იმატა დასავლეთის ე.წ. ელიტების, ბილ გეიტსის ვაქცინის გეგმების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინააღმდეგ განცხადებებმა:

  • როგორც ვიცით, ჯანმო-მ მალარიის საწინააღმდეგო ქლოროქინის კვლევა შეაჩერა. მაროკომ და ალჟირმა გადაწვყვიტეს, რომ თავიანთ ოფიციალურ პროტოკოლში გააგრძელონ ქლოროქინის გამოყენება, რადგან მათი თქმით, ეს კარგად მუშოაბს.
  • გადაწყვეტილებამ ამ ქვეყნების სოციალურ მედიაში გაავრცელა თეორიები, რომ ფარმაცევტული კომპანიების გავლენის ქვეშ მყოფი ჯანმო ქოლოროქინის გამოყენებას აჩერებს სავალდებულო ვაქციანციების გამო. ვაქცინა, რომელიც ჯერ არც კი შექმნილა.

ვაქცინაცია ნიგერიაშიც დავის საგნად იქცა ბოლო დღეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა წარადგინეს სავალდებულო ვაქცინაციის კანონი:

  • ნიგერიის მოსახლეობა თვლის, რომ სავალდებულო ვაქცინაციების შემოღებით ნიგერიელები დასავლური ქვეყნებისთვის საცდელი ბაჭიები ხდებიან.
  • ბევრი სტატიში იწერება, რომ “ამერიკელმა კომპიუტერების მეფემ” ბილ გეიტსმა ნიგერიის მთავრობას $10 მლნ შესთავაზა კანონმდებლობის სწრაფად მისაღებად.

თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ნიგერიაში ანტი-დასავლურ შიშებს მეტი საფუძველი აქვს. ჩვენი წყაროების მიხედვით

  • ინფექციურ დაადაბებეთან საბრძოლველად წარდგენილი ახალი კანონი სწრაფად და ნაკლები ყურადღებით შეიმუშავეს. მთავრობის მიმართ მოსახლეობის უნდობლობა ალტერნატიული თეორიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს..
  • და ზოგჯერ ნიგერიის მაცხოვრებლებზე, მართლაც ისე საუბრობენ, როგორც საცდელ კურდღლებზე.

სულ რამდენიმე დღის წინ მაგალითად, ორი ფრანგი ექიმი ტელევიზიაში განიხილავდა ნიგერიელებზე ტუბერკულოზის ახალი ვაქცინის გამოცდას.

საცდელი ვაქციანცინაციისთის ნიგერიელების კანდიდატურა ერთ-ერთმა შიდსის კვლევებში მეძავებზე დაკვირვებას შეადარა. მისი თქმით, მეძავები ყველაზე მეტად დაუცველები არიან შიდსის ვირუსის მიმართ და ამიტომ არიან კარგი კანდიდატები ცდებისთვის. ნიგერიელებიც, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის გამო, უფრო მოწყვლადი ჯგუფია.

“მართალია, ჩვენ აფრიკაში ცდის დაწყებას ვფიქრობთ,” უპასუხა მეორე ექიმმა.

ეს საუბარი ბევრისთვის დამდასტურებელი გახდა იმისა, რომ დასავლეთი აფრიკაში დაავადებებს ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა კი ფრანგი ექიმების დიალოგს “კოლონიური მენტალობისგან გამოწვეული ნაბახუსევი” უწოდა.

ინფოდემიის პერიოდის ყველაზე ცნობილი მეცნიერები ჩინეთიდან:

თვეებია ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი საფუძვლიანი მტკიცებულებების გარეშე აბრალებენ ერთმანეთის ლაბორატორიებს ახალი კორონავირუსის გამოჩენას.

ამ თეორიების ნაკადში, რასაკვირველია, ლუგარის ლაბორატორიაც მოხვედრილა და საქართველოშიც მოიცვა სოციალური ქსელი იმაზე დავამ, ვირუსი დასავლეთის ლაბორატორიებში შექმნეს ხელოვნურად, თუ ჩინეთის მეცნიერებმა გაავრცელეს.

კრემლის პროპაგანდა ისეთი ძლიერია ჩვენთან, რომ რუსეთმა ისიც მოინდომა, ლუგარის მუშაობას დააკვირდეს.

მაგრამ ყველაზე დიდი ადგილი უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს უჭირავს მსგავს დავებში.

ახლა, როგორც იქნა, ლაბორატორიის მეცნიერები ტელევიზიაშიც გამოჩნდნენ. გასაკვირია არაა, რომ ექსკლუზივი ჩინეთის სახელმწიფო მედია CGTN-მა მოიპოვა.

მთავარი, რაც უნდა იცოდეთ მათგან:

  • სიუჟეტში ლაბორატორიის ვირუსოლოგი ში ჩენლი წარადგინეს, როგორც “ჩინეთის ქალი ღამურა.” მეცნიერი წლებია ღამურებში კორონავირუსებს იკვლევს და პანდემიის დაწყებიდან ხშირად ადანაშაულებენ მას ახალი კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნაში.
  • უჰანის ლაბორატორიის ყველა თანამშრომელი ირწმუნება, რომ ჭორები, რომლებიც მათ ადანაშაულებს ვირუსის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნაში, “სრულიად შეთხზულია”.
  • “როგორც ყველა სხვამ, ჩვენ არც კი ვიცოდით რომ ვირუსის არსებობდა. ჩვენგან როგორ უნდა დაწყებულიყო ვირუსის გავრცელება, როცა არც კი გვქონდა ის ლაბორატორიაში?”, თქვა ლაბორატორიის დირექტორმა ვენგ იანიმ.
  • გარდა ამისა ვენგ იანიმ დეტალურად ისაუბრა ბრალდებებზე, რომ თითქოს Covid-19-ს 2018 წლიდან იკვლევენ. მისი თქმით, სინამდვილეში ლაბორატორიაში სწავლობდნენ სხვადასხვა ინფექციას, რომლებიც გოჭებს აავადებს.

CGTN-ის სიუჟეტი პროპაგანდისტური ტელევიზიის წესების დაცვით არის გაკეთებული, მათ შორის, დადგმული კითხვებით და და პასუხებით. ვისაც ამ სიუჟეტის სჯერა, მაინც ვერავინ გადაარწმუნებს. შესაბამისად გადაბრალებების ნაკადს ეს ინტერვიუ ვერ შეწყვეტს.

გამოიწერე .coda წერილი

თუ მეტი გაინტერესებთ:

სანამ ანტი-5G კონსპირაცია თავისი ბრწყინვალების მომენტს ნახავდა პანდემიისას, 5G ინტერნეტის მოწინააღმდეგე მოძრაობები ნელ-ნელა იპყრობდნენ სოციალურ ქსელებს და ხალხის ყურადღებას.

რამდენიმე თვის წინ Coda-სთვის ფილიპ ბროუქსი შვეიცარიის ანტი-5G ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა და ესაუბრა რატომ და როგორ მოქმედებს ეს მოძრაობა. თუ სტატია გაინტერესებთ, აქ წაიკითხეთ (ინგლისურად).

მაგრამ წაუკითხავად თუ გაინტერესებთ ვინაა ეს ხელმძღვანელი, მეც გეტვით ცოტას, რადგან მასთან მეც მისაუბრია.

ეს ანტი-5G აქტივისტი დაუცხრომელია, უყვარს ძალიან გრძელი წერილების წერა და წერილების ხელმოწერაში ყოველთვის ახსენებს, რომ საკაბელო ინტერნეტით სარგებლობს. და ამ გრძელ წერილებში ხშირად იმასაც ამბობს, რომ დრო არ აქვს და დაკავებულია.

ამასთან, რადიაციის შიშით სახლიდან ძალიან იშვიათად გადის და როცა რისკავს თავისი 5G-სგან დაცული თავშესაფრიდან გამოსვლას, თან ყოველთვის სპეციალურად რადიაციისგან დასაცავი მოწყობილობა დააქვს, რომელიც სათამაშო მობილურს გავს.

ანტი-5G ოწყობილობები უკვე გამოჩნდა ბაზარზე, თქვენც თუ აქ სადმე შეამჩნიეთ, მოგვწერეთ

მარიამი

--

--

Coda Story
coda წერილი

Coda tells you stories you never heard before, shows you connections you never knew existed, and investigates the nuance and complexity of the world.