როგორ შევხვდებით ერთმანეთს პანდემიის შემდეგ? და უცნაური ახალი ამბები ქვეყნებიდან

Coda Story
coda წერილი
3 min readJun 16, 2020
გამოიწერე .coda წერილი

მადლობა, რომ ისევ გახსენით ჩემი მეილი, იმედია, საინტერესო იქნება და მალევე არ შეწყვეტთ კითხვას და თუ შენიშვნები გექნებათ, მომწერთ.

დღევანდელ ჩემს წერილში, საფრანგეთის პრეზიდენტის ბრალდებებზე, ბრაზილიის პრეზიდენტის ახალ ამოჩემებულ მედიკამენტზე და მექსიკის ალტერნატიულ კლინიკებზე მოგიყვებით.

და კიდევ იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ჩვევები პანდემიის შედეგ.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რამდენიმე ვაქცინა სავალდებულო გახადა, ვაქცინის მოწინააღმდეგეები უფრო მეტად რადიკალურები გახდნენ.

ახალა კი ეს ფრანგული რიტორიკა აფრიკის კონტინენტზეც გავრცელდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროპაში მოგზაურებს ვაქცინაციის გარეშე არ დაუშვებს.

  • ათასობით ადამიანმა ფეისბუკში გამოაქვეყნა პოსტი ემანუელ მაკრონის ფოტოთი და თითქოს მისი ციტატით: “ მოქალაქეებს იმ აფრიკული ქვეყნებიდან, რომლებიც უარს იტყვიან COVID-19-ის ევროპული ვაქცინის მიღებაზე, აღარ შეეძლებათ ევროპაში მოგზაურობა.”
  • ზოგიერთ პოსტში ასევე იყო ვიდეო ფრანგული ტელევიზია TV5Monde-დან, რომელშიც რეალურად ჟურნალისტი აფრთხილებს მაყურებელს, რომ მაკრონის ციტირება ყალბია. მაგრამ პოსტებში ვიდეო ისეა დამონტაჟებული, თითქოს ტელეწამყვანი უბრალოდ ხმამაღლა იმეორებს პრეზიდენტის სიტყვებს.
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროკომისიამ დაადასტურეს, რომ ემანუელ მაკრონის მსგავსი არაფერი უთქვამს.
გამოიწერე .coda წერილი

ბრაზილიის პრეზიდენტისა და ქლოროქინის სიყვარულზე პრანდემიის დაწყების დღიდან გიყვებთ. ახლა ჟაირ ბოლსონარუს ახალი ფავორიტი მედიკამენტი აქვს: პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატი ივერმექტინი.

“ვფიქრობ, უკეთესი ეფექტი აქვს ვიფრე ქლოროქინს, რადგან ის კლავს ყველანაირ ჭიას” — თქვა პრეზიდენტმა გასულ კვირას მედიკამენტზე და ყველაფერთან ერთად მისი სახელიც არასწორად თქვა.

ივერმექტინის ეფექტურობა ვირუსთან მიმართებაში არ არის დადასტურებული და არც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში შედის, მაგრამ როგორც ჟურნალი Piauí წერს, ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში ექიმებმა კორონავირუსიანი პაციენტების ივერმექტინით მკურნალობა დაიწყეს.

ბოლო თვეებში, ბრაზილიაში ივერმექტინის წარმოება და მოხმარებაც მკვეთრად გაიზარდა.

ფართო სურათი:
პოლიტიკოსები მთელ მსოფლიოში — ინდოეთიდან ამერიკამდე — ამ ხნის განმავლობაში ხშირად ყალბ ან შეუმოწმებელ სამედიცინო პრეპარატებს უწევენ პოპულარიცაზიას.

მიზეზი მარტივია: ცუდი მეცნიერება შეიძლება, იყოს კარგი პოლიტიკა.

Piauí-ს სტატიაში აღწერილა ბრაზილიის ჩრდილოეთით ერთი პატარა ქალაქის ჯანდაცვის კომისრის ამბავი, რომელიც სწორედ ივერმექტინს უნიშნავდა ყველა კორონავირუსიანს.

მან იმდენად დიდი ყურადღება მიიპრყო, რომ კომისარმა პოლიტიკური კარიერის გაკეთება გადაწყვიტა, “მე უფრო ხშირად ვჩანვარ მედიაში, ვიდრე ქალაქის მერი”, თქვა მან, შემდეგ დატოვა სამსახური და ახლა მერის პოსტზე აპირებს კენჭისყრას.

მექსიკაში, ინფექციის მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, საკარანტინო რეჟიმმა შემსუბუქება დაიწყო და ამასთან ერთად ქვეყანაში, ალტერნატიული მედიცინის ცენტრებმა დაიწყო გახსნა. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატიც კი აღმოაჩინეს.

ერთ-ერთმა კლინიკამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ იგი ქალაქის გადატვირთული საავადმყოფოების ადგილობრივ ალტერნატივას სთავაზობს ხალხს.

მაცხოვრებლების მხრიდან უამრავი საჩივრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა კლინიკა. იქ არსებული თითქოს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების რამდენიმე ქილა კლინიკას ჩამოართვა.

როგორ შევხვდებით ერთმანეთს პანდემიის შემდეგ?

New York Times- ის ჟურნალისტები გაესაუბრნენ მეცნიერებს, სხეულის ენის ექსპერტებს და ფსიქოლოგებს იმის გასარკევად, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ჩვევები და როგორ შევეხებით ერთმანეთს პანდემიის შემდეგ.

ინფექციური დაავადებების ამერიკელი ექსპერტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ პანდემიასთან ერთად ჩვენ ხელის ჩამორთმევას შევწყვეტთ.

მაიამის უნივერსიტეტის სენსორული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ტიფანი ველი ამას ამბობს: ”ვფიქრობ, რომ დიდი ხნით აღარ ჩავეხუტებით ერთმანეთს.”

ინფიცირების შიში უფრო ძლიერია, ვიდრე ხელის ჩამორთმევის სურვილი, განმარტა პოლ ზაკმა, ქლერმონის უნივერსიტეტის ქცევითი ეკონომიკის მკვლევარმა.

ზაკს მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი მისასალმებელი ჟესტების — ჩახუტების, კოცნისა და ხელის ჩამორთმევის ნაცვლად — თანდათანობით თავის დახრით მისალმებას ვისწავლით.

ბოლო 15 თვის განმავლობაში აეროპორტებში ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ დროის უმეტეს ნაწილს ტელეფონში ვატარებთ და სხვა მგზავრებს არ ვესაუბრებით.

შეხების ნაკლებობის დასაკომპენსირებლად შესაძლოა, ემოციურად უფრო ღია გავხდეთ, ამბობს სხეულის ენისა და ქცევის ექსპერტი პატი ვუდი:

”ხელს ჩამორთმევა არის სამსაათიანი პირადი ურთიერთობის ექვივალენტი. კომუნიკაციის იმავე დონის მისაღწევად, რასაც შეხების შედეგად ვგრძნობთ, ჩვენ დიდი დრო უნდა გავატაროთ პირისპირ. ”

ბოლოსკენ, კიდევ ერთი ინფოდემია რუსეთიდან.

“აქ შეგიძლიათ, თავი დაიცვათ კორონავირუსისგან” — ნათქვამია, გუგლის რუკის პინზე, რომელიც რუსეთის ქალაქ ბრატისკიზე მიუთითებს.

ბრატისკი რუსეთში ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. Instagram-ის გვერდი, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები ერთმანეთს ციმბირის ამბებს უზიარებენ, ირწმუნება რომ ბრატსკში ჰაერი იმდენად ტოქსიკურია, რომ ის კორონავირუსსაც კლავს.

რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჰაერის დაბინძურება ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ
სოფიკო

--

--

Coda Story
coda წერილი

Coda tells you stories you never heard before, shows you connections you never knew existed, and investigates the nuance and complexity of the world.