ჩვენი მეზობლები პანდემიაში და ყალბი სამეცნიერო ნაშრომები COVID-19-ზე

Coda Story
coda წერილი
3 min readJun 9, 2020
გამოიწერე .coda წერილი

საქართველოში ქალაქები ცოცხლდება და ინფიცირების შიშიც ჩვენს თვალწინ იკლებს, თუ გადავხედავათ შაბათ-კვირას თბილისში ათვისებულ ბარებს. თუმცა არც არავის უთქვამს და ეს არ ნიშნავს, რომ რეალური რისკის წინაშე აღარ ვდგავართ. (ციფები)

არც “დარჩით სახლში” მოწოდება გაუქმებულა ისე, როგორც ჩვენს მეზობელ სომხეთში, სადაც მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

პრემიერ მინისტრი პაშინიანი ამბობს, რომ სომხეთში ინტენსიური თერაპიის ბლოკები სავსეა.

ამავდროულად აზერბაიჯანმა მკაცრად ჩაკეტა ქალაქები ინფიცირების ახალი ტალღის გამო.

აზერბაიჯანის და სომხეთის მეტოქეობა არც კორონავირუსს შეუჩერებია და აზერბაიჯანული მედია ამბობს, რომ სომხეთის პრემიერი, რომელსაც კორონავირუსი 1 ივნისს დაუდგინდა, სინამდვილეში იტყუება ინფიცირების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს მოსკოვში ვიზიტი სამხედრო აღლუმისთვის.

ყველას ძალიან უნდა, მალე დასრულდეს ვირუსი, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს კიდევ უფრო ეჩქარებათ. მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 28 ივნისის საპრეზიდენტო კამპანიისას მისი ხელისუფლება შეაქო, კორონავირუსის კრიზისთან წარმატებით თავის გართმევის გამო. მაგრამ ამავე დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ ინფიცირების შემთხვევების არნახული ზრდა დააფიქსირა.

მთავრობა, რომლის პოპულარობაც საგრძნობლად დაეცა ეკონომიკური ვარდნის შედეგად, საგრძნობლად ჩქარობდა მის გახსნას. დუდა და მისი კონსერვატიული პარტიას “სამართალი და სამართლიანობა” მოულოდნელად სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა — ვარშავის ლიბერალური მერი, რაფალ ტრასკოვსკი.

ინფიცირების შემთხვევების კლება არც ინდოეთში შეინიშნება, მეტიც ქვეყანას რეკორდული მაჩვენებელი აქვს — 24 საათის განმავლობაში 10,000 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მაგრამ მთავრობას აქაც იმედისმომცემი პროგნოზეი აქვს. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ყველაფერი ზედმეტად პოზიტიურად არის დახატული.

კვლევა, რომელიც ეპიდემიოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნდა, მალევე აიტაცა ნაციონალურმა მედიამ და ყველა ჰედლაინი ამბობს, რომ ეპიდემია სექტემბრის ბოლოს დასრუდლება.

პრობლემა კი იმაშია, რომ ნაშრომში არაერთი შეცდომაა და ზოგან პლაგიატის შემთხვევებიც კი არის. ამ კვლევის ანალიზი The Wire Science-მა ჩაატარა.

“ეს ხარვეზები კვლევის დაბალ ხარისხსს და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უსვამს ხაზსს, რომელიც მათ შეიმუშავეს და რომელიც მილიონობით ადამიანს ეხება” — თქვა, მწერალმა ვასუდევან მუკუნტმა.

გამოიწერე .coda წერილლი

გადაბრალებების თამაშები, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კვლავ გრძელდება და თუ ისინი აქამდე ვირუსის წარმოშობის შესახებ ტრიალებდა, ამჯერად, ამ ახალ რაუნდში ვაქცინის თემით არის მოცული.

კვირას რესპუბლიკელმა სენატრომა რიკ სკოტმა თქვა, რომ ჩინეთი ძირს უთხრის ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას ვაქცინის შემუშავებაზე და სადაზვერვოს სამსახურმა მოსალოდნელი დივერსიის შესახებ “ინფორმაცია წარმოადგინა”.

ამის საპასუხოდ კი პეკინის Global Times-მა დაწერა რომ “პოლიტიკოსები, როგორიც სკოტია, უგულებელყოფენ ჩინეთის როლს ვაქცინის შექმნის საქმეში საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის”

პანდემიის გავრცელებულ მრავალ ფოტო და ვიდეო მასალაში, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეკვადორის ვიდეო იყო (ამაზე ადრეც გიამბეთ), სადაც ჩანდა ქალაქ გიაყილის ქუჩებში ათობით ცხედარის შემზარავი კადრები.

ეს მასალა აპრილში საერთაშორისო მედიამ აქტიურად გააშუქა, როგორც პანდემიის ეპიცენტრი ეკვადორში, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ვიდეო ყალბი იყო.

  • საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში წარმოდგენილი ვიდეო, რომელიც ასახავდა ქუჩებში ცხედრების კრემაციას, რეალურად საბურავების დაწვის კადრები იყო.
  • ფოტომასალა, რომელიც ასახავდა კორონავირუსის მსხვერპლთათვის განკუთვნილ მასობრივ სამარხებს, სინამდვილეში პანდემიამდე იყო გათხრილი, ერთ-ერთი ფოტო კი მექსიკიდანაა.
  • ვიდეო, რომელიც ვირუსული გახდა ინტერნეტში და ამტკიცებდა, რომ ეკვადორელები თავიანთ მიცვალებულებს ზღვაში ყრიდნენ, სინამდვილეში 2014 წელს არის გადაღებული ლიბიის სანაპიროზე და მიგრანტების კადრებია.

რა მოხდა სინამდვილეში:

ეს დეზინფორმაცია და ყალბი მასალები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტროლების ქსელმა, რომლის სავარაუდო მოკავშირედ ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კორეა მოიაზრება.

კორეა ბელგიაში გაიქცა საცხოვრებლად და ეკვადორში ძებნილადაა გამოცხადებული კორუფციის ბრალდების გამო.

საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის თანახმად, ყოფილმა პრეზიდენმა ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს შექმნა ტროლების პროპაგანდისტული ქსელი და ახლა ამ ქსელს მის მემკვიდრეზე და მის მთავრობაზე თავდასხმისთვის იყენებს.

თქვენ ტრადიციულად ჯანმრთელობას და ყალბის ამბებისგან შორს ყოფნას გისურვებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც მრავლადაა.

სოფიკო

--

--

Coda Story
coda წერილი

Coda tells you stories you never heard before, shows you connections you never knew existed, and investigates the nuance and complexity of the world.