CSD INTERNATIONAL გახდა YouthProAktiv გაერთიანების წევრი

მოხარულნი ვართ გამცნოთ რომ CSD INTERNATIONAL გახდა youthProAktiv კოალიციის წევრი და ძალიან მალე შემოგთავაზებთ ერთობლივ პროექტებს.

YouthProAktiv არის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც აერთიანებს 21-ზე მეტ ევროპის ქვეყნის 42 ეროვნულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მეწარმეობის დარგის განვითარებაზე და ამავდროულად, პერსონალური და პროფესიული ზრდის ხელშეწყობაზე.

YouthProAktiv გაერთიანება გახდა ევროპული Forbes 30under30- ის ნომინანტი, სამართალისა და პოლიტიკის სფეროში.

გარდა ამისა, CSD INTERNATIONAL– ის აღმასრულებელი წევრები დაესწრებიან 2020 წლის გენერალურ ასამბლეას. შეხვედრის დროს განხილული იქნება ახალგაზრდული პროექტების მთავარი პრიორიტეტები და სტრატეგიები. ამავდროუალად, განიხილება ერთობლივი სამომავლო პროექტები.

CSD INTERNATIONAL მიზნად ისახავს ჩვენი პლანეტის მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანას.

მიყევით CSD INTERNATIONAL-ის Facebook, Instagram-ისა და Linkedin- ის გვერდებს და გაეცანით სამომავლო პროექტებს.

For English: https://medium.com/csd-international/csd-international-joined-youthproaktiv-a952f0abe12d

--

--