CSD International-ი მალე ბანაკების შექმნის ორგანიზებას უხელმძღვანელებს

გახსოვთ ის ფილმი, ,,მახე მშობლებისთვის’’, ლინდსი ლოჰანი რომ ტყუპების როლს თამაშობს, რომლებიც ბავშვობაში დააშორეს და წლების შემდეგ ერთმანეთს ბანაკში შემთხვევით ხვდებიან?

რამდენჯერ გინატრიათ თუნდაც მხოლოდ ამ ფილმის გამო, რომ ერთხელ მაინც მოხვედრილიყავით ბანაკში? მე, მაგალითად, ყოველთვის მთელი გულით მინდოდა ეს გამოცდილება გამეზიარებინა, მაგრამ, როგორღაც, არასდროს მოხერხდა. მერე კი გავიდა ბავშვობა და ნატვრას აზრიც აღარ ჰქონდა.

წინა ზაფხულს, როცა ჩემმა რუმინელმა მენტორმა ბანაკის მოწყობას გაუწია ორგანიზება, ჩვენც (მოხალისეებს) შემოგვთავაზა, წავსულიყავით. ამ ფაქტთან დაკავშირებით გაორებული გრძნობები მქონდა, თან ძალიან მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს მეც გავიგებდი, რას ნიშნავდა ბანაკში ყოფნა, თან გული მწყდებოდა, რომ ასისტენტად მივდიოდი და არა იმ სანატრელი სტატუსით, ბევრჯერ რომ წარმომიდგენია ბავშვობაში.

ჰოდა, მათთვის, ვისაც არ უნდა, რომ ჩემი შეცდომა გაიმეოროს, კარგი სიახლე გვაქვს!

ორგანიზაცია CSD International-ი მალე დაიწყებს ორგანიზების გაწევას ბანაკებისთვის, რომლებიც განხორციელდება ისეთი თემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, როგორიცაა გარემოს დაცვა, ციფრული ტექნოლოგიები, მულტიკულტურალიზმი.

თვალი ადევნეთ ჩვენ მიერ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რათა არ გამოგეპაროთ შესაძლებლობა, საკუთარ თავს საოცარი დღეები, თავგადასავლები, ახალი მეგობრები და გამოცდილება აჩუქოთ.

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

--

--