ფინანსური ანგარიშგებების ვალდებულება მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის

გაიგეთ ყველაფერი თქვენს ვალდებულებაზე

EFS Group
EFS Group Georgia
2 min readJun 20, 2021

--

თუ თქვენ IV კატეგორიის საწარმო ხართ, კანონმდებლობით ვალდებულება გაქვთ წარადგინოთ 2018, 2019 და 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებები 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.

იმ შემთხვევაში კი თუ არ წარადგენთ მოთხოვნილ ანგარიშგებებს, მიიღებთ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ამასთანავე წარდგენის ვალდებულება მაინც გრჩებათ.

გაიგეთ რომელი კატეგორიის საწარმო ხართ

საწარმოებს ზომითი კატეგორიების განსაზღვრას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის კანონი 2016 წლიდან ავალდებულებს.

მესამე კატეგორიის საწარმო არის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოცემული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება 10 მილიონ ლარს;
ბ) შემოსავალი არ აღემატება 20 მილიონ ლარს;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 50-ს.
ამ დეფინიციაში შეიძლება მოხვდეს ინდივიდუალური მეწარმეც.

მეოთხე კატეგორიის საწარმო კი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს;
ბ) შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიონ ლარს;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, კი არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

კომპანიის კატეგორიის განსაზღვრა შეგიძლიათ მარტივად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საიტზეც

რომელი ანგარიშგებები უნდა წარადგინონ III და IV კატეგორიის საწარმოებმა?

კომპანიები ვალდებულნი არიან წარადგინონ ანგარიშგებების სრული პაკეტი.

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, შესაბამის განმარტებითი შენიშვნებით
  • შემოსავლების, ხარჯების ანგარიშგება
  • გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება.

ფულადი ნაკადების ანგარიშგების წარდგენა კანონით სავალდებულო არ არის. ასევე, ნებაყოფლობითია მმართველობითი და გადასახადების ანგარიშგებების გამოქვეყნება და ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი.

რადგან IV კატეგორიის საწარმოებს პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა 2021 წელს, EFS Group Georgia გთავაზობთ უფასო 30 წუთიან კონსულტაციას.

აარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო: https://go.oncehub.com/EFS1

--

--

EFS Group
EFS Group Georgia

- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა IV&III კატეგორიის საწარმოებისათვის