მერილ სტრიპი »ოქროს გლობუსის« დაჯილდოვებაზე

Don’t Trust the Naked Bus Driver

მოტვიტერე პრეზიდენტისა და ელეგანტური ექსის შესახებ

ზოგ-ზოგიერთს აღიზიანებს, რომ დონალდ ტრამპი მსახიობებზე არასახარბიელო პირად მოსაზრებებს გამოთქვამს. თუმცა, ორმაგ სტანდარტთან გვაქს საქმე. ბარაკ ობამაც იგივეს აკეთებდა—ტვიტერის გარეშე, რაც ტრამპს მის ამომრჩევლებთან ისეთი უშუალო კომუნიკაციის საშუალებას აძლევს, რომელსაც ობამა ვერანაირად მიუახლოვდება. თუმცა, ობამას მეტყველების სტილიც »ზემდგომი« მხოლოდ ბრჭყალებშია.

მერილ სტრიპმა კრიტიკის პატივი თავად მიიზიდა, რადგან მან »ოქროს გლობუსის« გამოსვლაში მცდარად ამტკიცა, თითქოს ტრამპმა ერთ-ერთი ჟურნალისტი იმის გამო ამასხარავა, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ეს არასწორია. ტრამპმა ეს ჟურნალისტი გააკრიტიკა მისი ცილისწამების გამო. არც თუ ისე მოხდენილი ექსპრესიული ჟესტიკულაცია ამ დროს კი მას სხვა მსგავს გაშარჟებებშიც გამოუყენებია.

ტრამპი ათწლეულების განმავლობაში შოუ-ბიზნესში თავად მოღვაწეობდა, ჯერ ტაბლოიდების საყვარელ თემად, შემდეგ მაღალრეიტინგიანი სატელევიზიო შოუს წამყვანად. სხვა შოუმენებსა თუ მსახიობებს კოლეგებად აღიქვამს — და კონკურენტებადაც; სამართლიანად. თუმცა, ასეთი კომენტარები მხოლოდ მაშინ გახდება პრობლემური, თუ ტრამპი მავანს თავად ცილს დასწამებს; დაარღვევს კანონს ან ეთიკის ნორმებს. მსახიობის თამაშის უვარგისად მიჩნევა, ბოლოს და ბოლოს, შეხედულების საქმეა.

არ აჯობებს ელეგანტურ ობამას, რომელმაც »გადატვირთვის« ბეცი პოლიტიკით უკრაინის კონფლიქტს და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მრავალ სხვა დიდ გასაჭირს გაუხსნა კარი, მოტვიტერე პრეზიდენტი, თუკი ის მართებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს? ამის ნიშნებიც არსებობს. თუმცა, ტრამპის პოლიტიკა საბოლოოდ მხოლოდ ინაუგურაციის შემდეგ გამოჩნდება; მას უკან არ მოუტოვებია ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა. მართებულია ის, რომ ვლადიმირ პუტინის ყოჩობის ლტოლვას ტრამპი, პირად ინტერაქციაში, ნაკლებად დაუშვებს. გამარჯვებულის სტატუსი ტრამპისთვის არსებითია.

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ იყო შემწყნარებლობა. ობამა რუსეთზე მხოლოდ ორი კვირის წინ ალაპარაკდა, როცა აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, კიბერჩარევები რუსეთიდან სპეციფიკურად დემოკრატიული პარტიის საზიანოდ მოხდა. თუმცა, იმავე დაზვერვის სამსახურების მტკიცებით, ასეთი ინტერვენციები ხორციელდებოდა მანამდეც, მაგრამ ადმინისტრაცია სდუმდა. არც უკრაინის კონფლიქტი, არც საქართველოს ომი, არც სირიის კატასტროფა — როცა ჯერ კიდევ რჩებოდა მისი პრევენციის საშუალება — არ გახდა იმის მიზეზი, რომ ობამას რუსეთზე რეალური ზეწოლა განეხორციელებინა.

როცა ობამას მრჩეველი მაიკლ მაკფოლი წერს, რომ “ჩვენ არ ვიყავით მზად შეგვესუსტებინა კავშირები საქართველოსთან [რუსეთთან] შეიარაღების კონტროლის შეთანხმების მისაღწევად და არც ადამიანის უფლებებზე საუბარი შეგვეწყვიტა, რათა მიგვეღწია მოსკოვის თანამშრომლობისათვის ირანის საკითხში (“We were not prepared to weaken ties with Georgia to get an arms control deal, or stop talking about human rights to obtain Moscow’s cooperation on Iran.”), ეს სასაცილოა. სარკოზის გეგმა 2009 წელს ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სწრაფად დაივიწყეს და მას შემდეგ არავის უხსენებია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ირანთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმება კი უაღრესად საზიანოა, საქართველოსთვის ისევე, როგორც, განსაკუთრებით, მისი მოკავშირე ისრაელისათვის.

დაშოშმინების ქცევამ წაახალისა რუსეთის თარეში აღმოსავლეთ ევროპაში და სირიაშიც. რაც შეეხება ტრამპს და მის კაბინეტს, როგორც რუსეთის მიმართ მომავალი პოლიტიკის ინდიკატორს, აქ არიან სამწუხარო არჩევნებიც და კარგებიც. მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მომავალი მეთაური, და ყოფილი სენატორი დენ კოუტსი, ეროვნული დაზვერვის სამსახურის შერჩეული ხელმძღვანელი, ორივე »რუსეთის შევარდენია«. იგივე ითქმის წარსულში მაიკ ფლინზე, მოსკოვში პუტინთან ერთად სადილის მიუხედავად. ჯერ-ჯერობით, ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი მომავალი რუსეთის კურსისა იქნება რექს ტილერსონის კანდიდატურა, რომელიც ასევე საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით tabula rasa არის.

დღეს ტარდება რექს ტილერსონის დამტკიცების მოსმენები კონგრესში. მას კრიტიკულ კითხვებს დაუსვამენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელების დიდი ნაწილი. ეს მაინც არ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ქმედება, მაგრამ მის მიმართულებას რუსეთის საკითხში, სხვებთან ერთად, საგრძნობლად უკეთ წარმოაჩენს.

მთავარია, როგორც ვუდი ალენის ერთ-ერთ ფილმში ითქმის, »ავტობუსის შიშველ მძღოლს არ დაუჯერო!« ჩენისა და ყოფნის დაპირისპირება ობამას პრეზიდენტობამ უკვე გააქარწყლა.