წიქარა, ხუთკუნჭულა და სხვა ზღაპრები Software Development-ის შესახებ

Merab Tato Kutalia
ka_GE
Published in
3 min readApr 22, 2020

შენიშვნა: პოსტი განკუთვნილია შედარებით დამწყები დეველოპერთათვის.

ფოტო ეროვნული არქივიდან

მიზანი

სამოტივაციო ხასიათის პოსტი რათა ამ სფეროში მოგიყვეთ საით მიდის გზა, რას შეიძლება ელოდეთ და როგორ მოემზადოთ ზღაპრის ენაზე.

შესავალი

წიქარა და ხუთკუნჭულა ორივე ქართული ზღაპარია, რომელიც საკმაოდ ცნობილია და მემგონი ყველა ვიცნობთ ბავშვობიდან. უცებ რომ გადავხედოთ ასე ვითარდება სიტუაცია: წიქარას უწევს დედინაცვალთან გამკლავება და შემდგომ ღორისგან თავის დაღწევა, გზად კი სხვადასხვა საგნების გადაყრა თავის დასაცავად, ხოლო ხუთკუნჭულამ კი ბევრი დავალება შეასრულა, რომლიც გაკეთება სულაც არ ეპიტნავებოდა, ბოლოს კი დევზეც გაიმარჯვა.ეს ცოტა მერე დაგვჭირდება.

მოდელი

დეველოპმენტის ერთ-ერთი ძირითადი ხიბლი, ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად არის პრობლემებთან გამკლავება. ვინაიდან პროგრამების უმეტესობა ჭრის რაღაც პრობლემებს რეალურ სამყაროსთვის და ადამიანებისთის, ხოლო გარესამყარო არ არის რობოტი რომ ქონდეს ორი მდგომარეობა ან 1 ან 0, ყველაფერი რაც პროგრამამ უნდა გააკეთოს ხდება იმ სამყაროსთვის სადაც 0-დან 1-მდე ნებისმიერი მდგომარეობა შეიძლება არსებობდეს. უბრალოდ რომ ვთქვათ ჩვენი პროგრამები არ არის მარტივი იმიტომ რომ არ ემსახურება იდეალურად მოწყობილ სამყაროს და არც ადამიანები არიან შეუცდომელნი რომლებიც წერენ პროგრამებს.

შესაბამისად ყველა ის ნორმიდან გადახვევა, შეცდომა თუ მოთხოვნები რაც გხვდება პროგრამაში არის დამახასიათებელი ზოგადი გარესამყაროს მოდელისა. ხიბლი კი სწორედ ამის კვლევა და გამკლავების გზების პოვნაა.

კარიერა

კარიერის განმავლობაში გელით ძალიან ბევრი დაბრკოლება საკუთარ თავთან და გარემოებასთან, ცუდ მენეჯერებთან, ცუდ HR-თან, შეხვდებით შესანიშნავ ლიდერებს, ნახავთ ძალიან კარგ კოდს, დაიწუნებთ ბევრ ცუდ პროექტებს, დაწერთ უთვალავ უაზრო ხაზს, ეცდებით brute-force მეთოდით გაუმკლავდეთ პრობლემებს, ეცდებით “ხერხი სჯობია ღონესა” მიდგომას, გექნებათ ფუსტრაცია, გექნებათ “აჰაა, ევრიკა!” მომენტები, გექნებათ გათენებული ღამეები, გექნებათ აღფრთოვანების წამები წარმატებული ბრძოლის მერე, გაგიჭირდებათ დაძინება როდესაც გაგეფიქრებათ იმ ამოცანაზე რომლითაც შეპყრობილი ხართ, დაკავებული იქნებით შენებით, კეთებით, შემეცნებით, კვლევა-ძიებით და თუკი ამის მერე დღის ბოლოს რაღაც წამს გაიფიქრებ რომ ბედნიერი ხარ ესეიგი იმას აკეთებ რაც გიყვარს და არცერთი წამით არ უნდა გაჩერდე!

რატომ მოვიყვანე ზღაპრის მაგალითები?

წიქარას მიუხედავად რთული დასაწყისისა, დედინაცვალთან უთანხმოებისა და შემდგომ გზაში დაბრკოლებებისა გავიდა ფონს. ცხოვრობდა ბედნიერად. გამოყენებული ინსტრუმენტები რაც ზურგს უკან გადაყარა ჩვენთვის შეგვიძლია გადმოვთარგმნოთ როგორც რაღაც ბაგების hotfix-ით, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარით და შეუპოვრობით.

ხუთკუნჭულა კი სიმბოლოა როგორც კარგიკომუნიკაციის უნარ-ჩვევების მქონე, სხარტი, fail-fast იდეოლოგიის მატარებელი და გარემოებაზე სწრაფად ადაპტირების შესაძლებლობის გმირი.

ეს ჩამოთვლილი ის უნარ-ჩვევებია რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება, მზად უნდა გვქონდეს როგორც პასიური ისე აქტიურ მდგომარეობაში და საჭირო მომენტში გამოვიყენოთ შესაბამისად. როგორც MMORPG თამაშებში გმირებს გააჩნიათ აქტიური და პასიური შელოცვები.

კოვზი არ არსებობს

ნეო ჩითერი(cheater) იყო მატრიცაში.

თუმცა ერთ დღეში არ მიუღწევია ამისთვის. თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა. ნელ-ნელა მიზანმიმართული შრომით შესაძლებელია მრავალფეროვანი განვითარება. ამოიღეთ მიზანში რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ, თავიდან ბუნდოვნად ჩანს და არ იკვეთება კონტურები, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გასწორდება. ტექნიკური უნარ-ჩვევების გარდა მოგიწევთ soft-skill-ებზე მუშაობა, რომელიც უფრო ცოტა რთული დასამუშავებელია თუმცა შეუძლებელისგან შორსაა. იმიტომ რომ დადგება დრო კარიერაში, როდესაც ტექნიკურ მახასიათებლებზე დიდ როლს სწორედ ეს ითამაშებს.

კოვზს რაც შეეხება და რატომ იყო ნეო ჩითერი? იმიტომ რომ პროგრამის შიგნით იყო თვითონაც, მატრიცის წესებს უვლიდა გვერდს. სახეცვლილ ინფორმაციას აწოდებდა პროგრამას იგივე პროტოკოლით რაც სჭირდებოდა ფუნქციონირებისთვის. პირდაპირი ანალოგია თუკი თამაშებში როდისმე ჩითი გქონიათ. თქვენ იყავით ვიდეო თამაშის მონაწილე და იმ კონკრეტულ მომენტში იმ გმირისთვის ვიდეო თამაში რეალობაა თუმცა მოთამაშემ იცის რომ ეს სიმულაციაა. გონიერ მოთამაშეს შეუძლია რაღაცების შეცვლა თამაშის კონფიგურაციაში ან ჩატვირთულ მახსოვრობაში კონკრეტულ მისამართზე მნიშვნელობების შეცვლა. ეგ იყო ნეო. თქვენ შეგიძლიათ რომ იყოთ გონიერი მოთამაშეები სისტემაში, დააკვირდეთ სხვებს და რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოთ უკვე სხვების არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იექსპერიმენტოთ და ცადოთ ახალი მნიშვნელობები.

ძველი cheat engine, რომელიც მახსოვრობაში კონკრეტულ მნიშვნელობებს ეძებდა და ცვლიდა. შედეგი თამაშში აისახებოდა

იყავით თავქარიანები და არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს

მადლობა ყურადღებისთვის.

https://tatocaster.me

debugger podcast

ტექნოლოგიური პოდკასტი ქართულ ენაზე, ყოველ ორშაბათს დილით შეგიძლია შემოუერთდეთ საინტერესო თემებს.

debuggerpodcast.ge

--

--

Merab Tato Kutalia
ka_GE
Writer for

Android GDE, Software Engineer, specializing in Android