George Kankia
Z.axis
Published in
2 min readJun 13, 2019

--

5 ვიზუალი სივრცეში ქართველების არათანაბარი გადანაწილების დასანახად

საქსტატის მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 5 ვიზუალს, რომელიც ახსნის როგორ და რა ფორმით არის ქვეყნის 3.7 მლნ მოსახლე სივრცეში გადანაწილებული (ნაწილობრივ, აფხაზეთის ა.რ. და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით).

  1. ეს, პირველ რიგში, გეოგრაფიული საკითხია
მოსახლეობის რაოდენობა 1 კვ.კმ ბადეზე

დასავლეთ საქართველოს განსახლების სიტემა სივრცეში მეტად გაშლილია და ქმნის ერთიანი ორგანიზმის შთაბეჭდილებას, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები მეჩხრადაა დასახლებული და მხოლოდ რამდენიმე, მაღალი კონცენტრაციის მქონე ცენტრი გვხვდება. ალაზნის ველის განსახლების ღერძი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლასტერია სოფლის მეურნეობაში.

2. შევხედოთ გვერდიდან

მოსახლეობის სიმჭიდროვე დასავლეთიდან აღმოსავლეთით 1 კვ.კმ ბადეზე დაყრდნობით

1994–2018 წლებში ქვეყნის მოსახლეობა 1.2 მლნ-ით შემცირდა. ამოყირავებული ვიზუალი სიმბოლურად მოსახლეობის შემცირების ტენდენციას გამოსახავს.

3. კონცენტრაცია და აგლომერაცია

მოსახლეობის მიხედვით სამი უდიდესი ქალაქი — თბილისი ბათუმზე (მოსახლეობის ზომით მეორე) 10-ჯერ (!) დიდია

მოსახლეობის სიდიდით მეორე ქალაქი, დედაქალაქზე თითქმის 10-ჯერ (!) მცირე ზომისაა. მოსახლეობის თბილისში კონცენტრაციის ასეთი მაღალი დონე სოციო-ეკონომიკური პირობებითაა გამოწვეული.

4. არის კი ზომა მნიშვნელოვანი?

ქვეყნის ორი ყველაზე დიდი დასახლებული რეგიონი — 1) შავი ზღვის სანაპირო და კოლხეთის დაბლობი და 2) თბილისი

მიუხედავად იმისა, რომ ყვითელ რგოლში დასახლებული ტერიტორიის ფართობი 10-ჯერ (!) აღემატება წითელ რგოლში დასახლებული ტერიტორიის ფართობს, მის შიგნით მაინც თითქმის 100 000 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს.

5. წონასწორობა?

ეს კარტოგრამა თავად ამბობს სათქმელს. რეგიონების ზომები შეცვლილია მოსახლეობის ზომის პროპორციულად.

--

--

George Kankia
Z.axis
Editor for

Geography and planning. GIS analyst and data visualisation enthusiast