ხშირად დასმული კითხვები 💬😊

Natia Pashurishvili
Sadme
Published in
3 min readNov 12, 2020

📍 მდებარეობა: სადმე თიანეთის რაიონის დაბა სიონში, წყალსაცავის პირას მდებარე 2 ღუნღულა კოტეჯია, იდეალური ადგილი მათთვის, ვინც განტვირთვას და ქალაქგარეთ დროის მშვიდად გატარებას გეგმავს https://goo.gl/maps/uQwQHek8QynEdw84A

🚗 ტრანსპორტირება: საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ აპირებთ სარგებლობას, თბილისიდან სიონის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები გადიან სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან 11:00 და 18:00, ხოლო სიონიდან სამგორის მიმართულებით 08:00 და 16:00 საათზე. ღირებულება — 7 ლარი.
არასეზონზე სამარშრუტო მოძრაობა დიდუბიდან სიონის მიმართულებით დროებით შეწყვეტილია.

🏡 გზა კოტეჯამდე : კოტეჯამდე მისასვლელად მანქანით 2–3 წუთი, ფეხით 7–10 წუთი დაგჭირდებათ, დაშორება ცენტრალური გზიდან (სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან -კოტეჯამდე) დაახლოებით 450 მ, google map-ს არ ენდოთ, კოტეჯამდე მისასვლეად ეს ვიდეო გამოიყენეთ: https://www.youtube.com/watch?v=X7th9veck2E

⛈️ უამინდობის (ძლიერი წვიმა, დიდთოვლობა, ა.შ) პერიოდში, კოტეჯამდე მისასვლელ გზაზე გუბეები ჩნდება და გაგიჭირდებათ დაბალი გამავლობის მანქანით მისვლა, ასეთ შემთხვევაში მანქანის დატოვება შეგიძლიათ კოტეჯიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით, სანამ გრუნტიანი გზა დაიწყება და კოტეჯამდე მისვლა ფეხით (3 წუთის გზა)

👫 სტუმართა დასაშვები რაოდენობა: თითოეული კოტეჯი 2 სტუმარზეა გათვლილი,“იატაკზე დავიძინებთ”, “გამხდრები ვართ დავეტევით” და სხვა მსგავსი თემები არ მოსულა 😳

👶 ბავშვების შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია ანტრესოლზე ასასვლელი დამრეცი კიბე, ყურადღებით უნდა იყოთ მუდმივად, რომ არ აცოცდნენ, რადგან არსებობს ჩამოვარდნის რისკი.

🛏 ტექნიკა / ავეჯი: კოტეჯებში ყველაფერია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ: მინი მაცივარი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, ჭურჭელი, 2 ადამიანისთვის განკუთვნილი თეთრეული და პირსახოცები.

🚿 სველი წერტილი: აბაზანა და საპირფარეშო გაერთიანებულია და პატარაა — 3 კვ.მ

🔥 გათბობა: კარმა

💨 კონდიციონერი: ✅

🔗 ინტერნეტი: Mercyus — გაითვალისწინეთ, რომ არ მოგვეწოდება მაღალი სიხშირით და არაა ძალიან სწრაფი, განსაკუთრებით ნისლიან დღეებში.

🍳 კვება: ჩვენ არ უზრუნველვყოფთ კვებას, შეგიძლიათ სიონშივე შეიძინოთ პროდუქტები და კოტეჯში მოამზადოთ თქვენთვის სასურველი საუზმე თუ ვახშამი. თუ ეზოში გსურთ მომზადება- შეგიძლიათ გამოიყენოთ მაყალი (გაითვალისწინეთ, რომ უნდა მოიმარაგოთ შეშა, ნახშირი ან წალამი).

📣 მაღაზიები: სიონის ცენტრში 4 მაღაზიაა, აქედან მხოლოდ ერთშია შესაძლებელი ტერმინალით სარგებლობა, ამიტომ კარგი იქნება ქეში თუ გექნებათ თან.

🕓 Check-in 15:00 ხოლო Check-out 12:00 საათზე. ადრეული Check-in შესაძლებელია თუ წინა ღამეს კოტეჯი დაკავებული არ იქნება და late check out თუ იმ დღეს სტუმრები არ გვეყოლება — No additional Charges.

💰 კოტეჯის გაქირავების დღიური ღირებულება:
✅ 1–2 ადამიანის შემთხვევაში — 150 ლარი

ჯავშნის გაკეთებამდე გთხოვთ, წაიკითხეთ ინფორმაცია სრულად, დარწმუნდით, რომ ყველაფერი მისაღებია თქვენთვის, რათა ავირიდოთ ნებისმიერი შესაძლო გაურკვევლობა თავიდან 🙏💙

📩 დაჯავშნა და ანგარიშსწორება:

➡️ დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე ან მოგვწერეთ და გადაამოწმეთ არის თუ არა თავისუფალი კოტეჯი თქვენთვის სასურველ თარიღებში
➡️ გარანტირებული ჯავშნისთვის გთხოვთ ჩარიცხოთ სრული ღირებულების 30% ჩვენს მიერ გადმოგზავნილ ანგარიშის ნომერზე.
➡️ დარჩენილი 70 % ის გადახდა ჩექინამდე 7 დღით ადრე, შესაბამისად თანხა სრულად — თუ ჩექინამდე დარჩენილია 7 ან ნაკლები დღე.
➡️ თანხა სრულად თუ სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენა გსურთ, ღია ან დახურული თარიღით.
➡️ გთხოვთ გაითვალისწინეთ, ავანსის მიღებამდე ჯავშანი გარანტირებულად არ ითვლება.
➡️ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, თანხის სრულად დაბრუნება — მხოლოდ ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში.

👇 გთხოვთ გაითვალისწინოთ:

🔵 ყველაფერი რასაც სადმე ნახავთ, არის თქვენი კომფორტისთვის, გამოიყენეთ და გთხოვთ გაუფრთხილდით ისე, როგორც საკუთარს, თუ იცით რომ არ გაუფრთხილდებით, ნუ გვიდასტურებთ რომ გაეცანით წესებს, გთხოვთ უბრალოდ ნუ დაჯავშნით 🙏💙

🔰 სადმე — ესაა სოფლის სახლი ტბის პირას, მყუდრო კოტეჯი, სიწყნარე და მშვიდი გარემო. მზად იყავით იმისთვის, რომ წვიმიან ამინდში ფეხი დაგესვრებათ ტალახში და არ გაგიკვირდეთ თუ ზღარბები და ციყვები გესტუმრებიან (განსაკუთრებით წვიმის დროს, სახურავზე), ან მეზობლის ძაღლები და ფისოები მოინდომებენ თქვენს გაცნობას 🥰

🐕 სამწუხაროდ აღარ ვართ pet friendly 😔

📹 ეზოში მიმდინარეოს ვიდეო კონტროლი.

ჩვენი (მო)თხოვნაა:

არ დაურღვიოთ ერთმანეთს სიმყუდროვე, არ ვმასპინძლობთ წვეულებებს, სადმეს კოტეჯები წყნარი და მშვიდი დასვენების მოყვარულთათვისაა
✅ დაიცავით სისუფთავე და ფეხსაცმელი კართან დატოვეთ.
✅ კოტეჯში არ მოწიოთ, დეტექტორი გააქტიურდება და ჭერიდან წამოსული წყალი კოტეჯს და ავეჯს დააზიანებს
✅ ეზოს კუთხეში დატოვებულ ნაგვის ურნაში ჩაყარეთ სიგარეტის ნამწვავები და სხვა ნარჩენი. ჩვენ ვზრუნავთ, რომ სუფთა გარემოში ვიცხოვროთ, ვასუფთავებთ მიმდებარე ტერიტორიებს, გაგვიხარდება თუ თქვენც შეიტანთ საკუთარ წვლილს.
✅ საკვები ნარჩენები გთხოვთ, არ გადაყაროთ, ეზოში დაგვიტოვეთ, მეზობელ ფისოებს და ძაღლებს დავაპურებთ 🐈🐕
✅ თუ დიდი ხნით აპირებთ სადმე დარჩენას, გაგვახარებთ თუ ყოველ მეხუთე დღეს წყალს დაუსხამთ ეზოში ჩვენს პაულონიებს და კოტეჯში დრაცენას 🥰🍃

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე.

📲 +995555307100 | 📲 +995571234321 | 📩 sadmecottages@gmail.com

ბევრი მადლობა 🥰

--

--

Natia Pashurishvili
Sadme
Editor for

🌍 Entrepreneur, freelance copywriter, adventure seeker, red wine lover 🍷😊