Deploy to App Store Connect — Application Loader, API Key and Issuer ID

Shota Ioramashvili
TBC Engineering

--

Bitrise ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული CI/CD გადაწყვეტაა მობილური აპლიკაციების თანამედროვე დეველოპმენტში. თიბისიში აქტიურად ვიყენებთ ბიტრაისის ინფრასტრუქტურა, რომელიც სწრაფი და ხარისხიანი იტერაციების საშუალებას გვაძლევს. მინდა მოგიყვეთ iOS-ის პროექტში არსებულ ერთ-ერთ ფუნდამენტურ გამოწვევაზე, .ipa ფაილის დისტრიბუცია App Store Connect-ზე.

ამ ეტაპზე Bitrise გვთავაზობს ორი ტიპის საფეხურს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია .ipa-ს ატვირთვა App Store Connect-ზე.

კატალოგში საფეხურები გავფილტორთ itunes-ით

ყურადღება მინდა გავამახვილოთ შედარებით ახალ Deploy to iTunes Connect — Application Loader საფეხურზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავტვირთოთ .ipa ფაილი ორი კატეგორიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პირველი გვთავაზობს Apple ID, Password და App Specific Password მითითებას. აღსანიშნავია, რომ სამივე ინფორმაცია სენსიტიურია, ამიტომ აღნიშნული მიდგომა 100%-ით არ არის რეკომენდირებული.

Apple ID, Password და App Specific Password მისათითებელი ველები

მეორე კატეგორია კი API Key-სა და Issuer ID-ის საშუალებით გვაძლევს .ipa-ს ატვირთვის საშუალებას.

საიდან ავიღოთ API Key და Issuer ID?

API Key არის App Store Connect API-ის Key, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ App Store Connect-ის სხვადასხვა სერვისები. იმისათვის, რომ დავაგენერიროთ API Key საჭიროა შევიდეთ App Store Connect-ის Users and Access ჩანართში. მანამ სანამ API Key-ის დაგენერირების უფლებას მოვიპოვებთ, საჭიროა Account Holder-ის დასტური.

დააჭირეთ Generate API Key

აღსანიშნავია რომ API Key უვადოა, მაგრამ შექმნისას მითითებული Access-ის რედაქტირების საშუალება აღარ გვექნება.

დავარქვათ სახელი და ავირჩიოთ წვდომის დონე
გასაღების დაგენერირების შემდეგ გადმოწერეთ .p8 ფაილი და საგულდაგულოდ შეინახეთ

განვლილი ოპერაციების შედეგად მივიღეთ API Key(Key ID და .p8 ფაილი) და Issuer ID.

ეხლა უკვე შეგვიძლია დავასრულოთ Bitrise-ის საფეხურის შევსება საჭირო ინფორმაციით:

API Key URL და Issuer ID მისათითებელი ველები

სურათზე ორივე მათგანი შევსებულია შესაბამისის Environment ცვლადებით.

API Key URL-ში მითითებული Environment ცვლადი უნდა დავამატოთ ჩვენი ბიტრაის პროექტის Code Signing ჩანართში. Code Signing-ის ბოლოს გვაქვს საშუალება GENERIC FILE STORAGE-ში ავტვირთოთ ჩვენი კუთვნილი .p8 ფაილი. საბოლოოდ უნდა მივიღოთ ბიტრაისის Environment ცვლადი შემდეგი ფორმატით:
$BITRISEIO_(KEY ID რომელიც დაგენერირებისას მივიღეთ)_URL

რაც შეეხება $APPSTORE_CONNECT_ISSUER_ID, აღნიშული ცვლადი დავამატოთ Secret Environment Variables-ად პროექტის Secrets ჩანართში.

Deploy to iTunes Connect — Application Loader-ის მომზადება დასრულებულია.

ასევე აღსანიშნავია რომ ჩვენ მიერ დაგენერირებული Key ID და Issuer ID შეგვიძლია გამოვიყენოთ Bitrise-ის ანგარიშისა და Apple Developer ანგარიშის დასაკავშირებლად, რომელიც მომავალში მოგვცემს iOS Auto Provision with App Store Connect API საფეხურის გამოყენების საშუალებას.

დაკავშირებისთვის გადავიდეთ Account Settings-ებში, შემდეგ Apple Developer Account-ში და დავაჭიროთ Add an Account ღილაკს.

დასაკავშირებლად შევიყვანოთ ჩვენ ხელთ უკვე არსებული ინფორმაცია

--

--