ვინ ვართ და საიდან მოვედით

არც ბიზნესი ვართ და არც კომპანია, უბრალოდ — ტექნოლოგიითა და მეცნიერებით დაინტერესებული მეგობრები, რომლებსაც ძალიან გვინდა, ეს ინტერესი თქვენც გაგიზიაროთ.

ჩვენი ზემოტივირებული გუნდი რეგულარულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტიპის სტატიებს იმ თემებზე, რომლებიც გვაინტერესებს: სხვადასხვა სამეცნიერო თეორიები და კონცეფციები, აღმოჩენები, ტექნოლოგიური მიღწევები და ა.შ.

ჩვენი ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო: მაშინ, როცა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინისადმი მიძღვნილი პლატფორმა, კრიპტოZი, შევქმენით. სულ რამდენიმე თვეში ის ინდუსტრიის პირველ საინფორმაციო სივრცედ ვაქციეთ საქართველოში. სამწუხაროდ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საიტის დახურვა მოგვიწია.

მაგრამ, ახლა დავბრუნდით და კიდევ უფრო დიდი შემართებითა და სიყვარულით შევეჭიდეთ ჩვენს საქმეს. თანაც, მეტი გამოცდილებით ამჯერად, ბლოკჩეინის ნაცვლად, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე გესაუბრებით. აი, ასე გარდაიქმნა კრიპტოZი და გახდა ტექნოლოZი.

პ.ს. — კრიპტოზის ყველა სტატიის ნახვა შეგიძლია კრიპტოZის კატეგორიაში.

მეორე პ.ს. — თუ საინტერესოდ წერ და გინდა შენი სტატია ჩვენს ბლოგში განვათავსოთ — მოგვწერე!

--

--

ტექნოლოზი
ტექნოლოზი

სიახლეები კოსმოსზე, რობოტიკაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ბიოტექნოლოგიებსა და ბლოკჩეინზე.