რა არის ატომი და საიდან ვიცით რომ არსებობს ?

--

აბა, როგორ ვართ ხალხო? ხომ კარგად? მეც ვარ რა, არ ვუჩივი. იმ დღეს მოვდიოდი, ვფიქრობდი, საერთოდ სად ვართ? ვინ ვართ? რატო ვართ? რანი ვართ? ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერაფერს რო ვერ მივხვდი, პატარა წავგუგლე, რანი ვართ მეთქი და ყველაფერი ატომებისგან შედგებაო ესე ეწერა, მეთქი ატომი რაღააამეთქი და ბრახ- დამარტყა, მოდი, დავწერ ატომზე და გავიგებთ, რა ბაზარიამეთქი.

მოკლედ, ჩვენი სამყარო, სადაც ვართ, არის სულ მატერია, ანუ რაღაც, რასაც შეგიძლია შეეხო და ა.შ. მატერია შედგება სხვადასხვა სახის ატომებისგან. აი, ქიმიის გაკვეთილებზე დაფის ზემოთ ცხრილი რო ეკიდა, რაღაც ლათინური ასოები რო ეწერა ზედ, ეგენი ყველა ატომებია სხვადასხვანაირი და ვეძახით პერიოდული ელემენტების ცხრილს. მეცნიერებს დღემდე 118 ელემენტი აქვ ნაპოვნი.

აი, საერთოდ ყველაფერი, რაც არსებობს, მაგ ატომებისგან შედგება. ატომი ისეთი პატარაა, რომ თვალით დანახვა შეუძლებელია. მაგალითად, თმის 1 ღერი ატომზე 500 000 ჯერ უფრო განიერია. ეხლა შეიძლება ფიქრობ, რეებს მიედ-მოედება, რაღაც ატომებზე მელაპრაკება, რომლებიც შეიძლება სულ არ არსებობს. აი, ზუსტად აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ამისთვის ცოტა ისტორია უნდა მოვიხმაროთ და დავბრუნდეთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წლით ადრე. ეგ რა დროა იცით? აი ჯერ წყლის წისქვილი და ნალიც რო არ გამოუგონებიათ და უმარტივეს რაღაცეებზე რო სამასი კაცი ფიქრობდა, როგორ გაეკეთებინათ. აი, მანდ იყო ერთი ადამიანი, სახელად დემოკრიტუსი. ხოდა, ბევრი მეცნიერი ირწმუნება, რომ ეს ადამიანი იყო პირველი, ვინც ატომის თეორიას მიადგა. მოკლედ, ამ დემოკრიტუსმა იფიქრა, იფიქრა და მიხვდა, რო მაგალითად ვაშლი ორად რო გაეჭრა , მერე კიდე შუაზე გაეჭრა, მერე კიდე, კიდე, კიდე, კიდე, უსასრულოდ არ გაიჭრებოდა ორად და მიადგებოდა იმ დონეს, რომ უკვე განუყოფელი ნაწილაკი დარჩებოდა სულ ბოლო გაყოფისას.

ამ ნაწილაკს დაარქვა ‘’ატომოს’’, რაც, მაგათ ენაზე, განუყოფელს/გაუჭრელს ნიშნავს. ნუ, რა თქმა უნდა, იმ დროს ჩვენ ძმა დემოკრიტუსს ვერანაირი ფაქტი ან მტკიცებულება ვერ ექნებოდა და არც არავინ მოუსმინა და დაუჯერა. ზოგადად, რამეს თუ მიაგენი და არანაირი კვლევა, ფაქტი ან მტკიცებულება არ გაქვს, ყველა დაიკიდებს, მაგრამ შეიძლება მართალი იყო. ეგრეა, რას იზამ.

ამის მერე ქრისტეს შობიდან 700 წელს ჯაბირ იბნ ჰაიანმა არაბეთში ხილის ქიმიური კომპლექსური ფრაგმენტაცია დაამუღამა, ადუღებით, აორთქლებით, დაშრობით, მოკლედ, ბევრი იწვალა და მიხვდა, რო ერთი და იმავე ხილისგან, ერთი და იგივე სუბსტანციები მიიღებოდა, ანუ ერთი და იმავე ინგრედიენტებად იშლებოდა. მაგალითად, ყურძნიდან წყალი, შაქარი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. იმ დროისთვის ესეც მაგარი მიღწევა იყო და მთელი 1000 წელი არავის არაფერი გაუკეთებია ამ განხრით. ხოლო 1700 წელს მეცნიერმა ცოლ-ქმარმა ანტონ ლაუაზიე და მარიან პულზემ კიდევ ბევრი იჩალიჩეს, რაღაცეები ამ არაბი მეცნიერისგან წაიკითხეს და ამ ინგრედიენტების კიდე სხვა ინგრედიენტებად დაშლა დაამუღამეს. ანუ აი ყურძენი ხო დავშალეთ წყლად, ალკოჰოლად და შაქრად. წყალი ქიმიური ჩარევით კიდევ შეგიძლია დაშალო, ეს ქიმიური ჩარევა ოღონდ რამე ის არ გეგონოთ, უნდა აადუღო უბრალოდ და ორთქლად გადაიქცევა. ეგეც წყალია, მარა ორი აირისგან შედგება, წყალბადი და ჟანგბადი.

მერე ამ ცოლ-ქმარმა იჩალიჩა, იჩალიჩა, იჩალიჩა და ეს ორი აირი ვერაფრად ვეღარ დაშალა და დაასკვნა, რომ ესენი არის ფუნდამენტური ელემენტები, რომელიც სხვა ელემენტებად აღარ იშლება. მოკლედ, მერე, ამავე კონცეფციით, მთელ მსოფლიოში მეცნიერებმა დაიწყეს სხვადასხვა ნივთიერებების დაშლა და რო მიდიოდნენ იქამდე, რო ვეღარ იშლებოდა ელემენტებად, ხვდებოდნენ, რო აი ეგაა უკვე ელემენტი და ესე შეავსეს პერიოდული ცხრილიც. (მენდელეევის რატო ჰქვია ეგ აღარ გამიგია, მერე გავიგოთ) ამ 118 ელემენტებისგან ზოგი აირია, ზოგი მკვრივი და ზოგიც თხევადი. ნუ, მერე საერთოდ ამ ელემენტების ერთმანეთში შერევა რო დაამუღამეს, უკვე ამ ნივთიერებებს შენაერთები დაარქვეს.

მაგალითად, ჟანგბადი და ვერცხლის წყალი (მერკური ელემენტი) რომ შეაერთო, ქიმიურად მომწამვლელ ფხვნილს მიიღებ, მაგრამ მოდი, ნუ შეაერთებ, შეიძლება ვერ გადარჩე. ასევე ამ შენაერთების განცალკევებით ისევ იგივე ელემენტებს იღებდნენ, ზუსტად იმავე რაოდენობით, რაც შეერთებისას. ამ ყველაფრის მერე ჩნდება კითხვა: ეს ელემენტები, რომლების დაშლაც უკვე შეუძლებელია, ესენი რისგან შედგება? აი, მაგალიტად, ელემენტი ოქრო რო აიღო და მიაახლოვო უსასრულოდ სულ ოქროს დაინახავ, თუ რა ბაზარია?

მოკლედ, ბოლოს 1800 წელს მეცნიერმა ჯონ დალტონმა ბევრი ექპერიმენტები ატარა ატარა და მიხვდა, რომ ეს ელემენტებიც იყო რაღაცეების ერთობლიობა, ოღონდ ერთი და იმავე რაღაცების ერთობლიობა, რომლებიც განუყოფელი იქნებოდა, ანუ ატომები. კიდე მიაგნო იმასაც, რომ სხვადასხვა ელემენტების ატომები ზომაშიც განსხვავდებოდა და წონაშიც ერთმანეთისგან. თუ ღრმად გაინტერესებთ, წაიკითხეთ ‘’სხვადასხვა პროპორციების კანონი’’ (law of multiple proportions) წიგნი (new system of chemichal philosophy by john dalton). ტიპმა ატომების სავარაუდო ფორმა და სურათებიც კი გააძრო, მეტი რა ექნა?!

ამის მერე 1905 წელს უკვე ალბერტ აინშტაინმა საბოლოოდ მათემატიკური გამოთვლებით და ექსპერიმენტებით არამარტო მათი არსებობა დაამტკიცა, არამედ მათი ზომებიც, წონებიც და ყველაფერი გამოთვალა. აი, ეს როგორ გააკეთა და რა ექსპერიმენტები ჩაატარა და რა მათემატიკური ფორმულები წერა, ამას ნუ მომთხოვთ, თქვენთვითონ ჩაუღრმავდით, მე მაგდენი უკვე აღარ ვიცი. მოიძიეთ აინშტაინის ნაშრომები და წაიკითხეთ, თუ რამე გაიგეთ დარეკეთ. ისე, აინშტეინის ნაშრომები აი ესე გამოიყურება ძირითადად.

ჟან პერინმა საერთოდ გადააამტკიცა ატომების არსებობა ეინშტეინის თეორიის დახმარებით. ბოლოს და ბოლოს ამდენმა მეცნიერმა რო დაამტკიცა ატომების არსებობა და რამე, დარჩა ერთი საკითხი ადამიანურ პონტში, ეს საკითხია რომ — შე კაცო დაგვანახეთ ეს ატომი და დაგიჯერებთო, მაგრამ ატომი ისეთი პატარაა, როგორც ზევით აღვნიშნე, რომ მიკროსკოპშიც არ ჩანს, მაგრამ აქაც გაიჩითნენ ჭკვიანი ხალხი და 70-იან წლებში ორმა მეცნიერმა ჰენრიხ როჰერმა და გერდ ბენიგმა მიაგნეს მეთოდს, რომ რაღაცნაირად დაენახათ ატომი. ამ მეთოდს ჰქვია ელექტრონული ტუნელინგი, რავი, ესე ჰქვია შეიძლება სხვა სახელითაც იყოს. მოკლედ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რო მიაგნეს. აი, აჰა ესაააა ქვევით რაც სურათია

ამ გამოსახულებაზე მაინც არ გაჩერდნენ მეცნიერები და უკვე 2017 წელს მეცნიერმა არა აპკარიანმა აღმოაჩინა მეთოდი, რომელსაც შეეძლო უკვე ნათლად დაენახა ატომი. და ის ასე გამოიყურება

მოკლედ, ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, ატომი არსებობს! აგერ აშკარად დავინახეთ უკვე და ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რომ ადამიანი ისეთი ცნობისმოყვარე არის და იმდენი იფიქრა, რომ ქრისტეს შობამდე 400 წლით ადრე უკვე მიხვდა რაღაცას და ნელ-ნელა აქამდე მოვედით, დავინახეთ ისეთი რაღაც, რაც იდეაში ისეთი პატარაა, რომ თითქმის არც არსებობს, მამენტ, არ არსებობს, მარა თან არსებობს, მოკლედ, გაგიჟდები. ადიოს…

ბიბლიოგრაფია:

დავგუგლე :)

--

--