რა არის EOS?

CryptoZ Georgia
ტექნოლოზი
2 min readMay 31, 2020

EOS კიდევ ერთი ბლოკჩეინზე დაფუძნებული საინტერესო კრიპტოვალუტაა, რომელიც შექმნილია დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდასაჭერად. ვალუტა დეველოპერებს საჭირო და მარტივი ფუნქციებით საშუალებას აძლევს, მის პლატფორმაზე შექმნან ე.წ. დაპლები (Dapps), დეცენტრალიზებული აპლიკაციები.

თითქმის ერთწლიანი მონეტების გაყიდვის პერიოდში, EOS-ის მონეტების 20% პირველ ხუთ დღეში გაიყიდა დაახლოებით 185 მილიონ აშშ დოლარად ეთერში. ჟეტონების გაყიდვა ისეა მოწყობილი, რომ 70% გაიყიდება ბაზრის ფასის მიხედვით (დანარჩენი 10% დარეზერვებულია block.one-ის მიერ).

უკვე საკმაოდ ბევრი კრიპტოვალუტა შეიქმნა, რომლებიც დეცენტრალიზებული აპლიკაციების აწყობის საშუალებას იძლევა თავის პლატფორმაზე, მაგრამ მათგან EOS რამდენიმე საინტერესო მახასიათებლით გამოირჩევა. პირველ რიგში, ვალუტა აგვარებს მასშტაბურობის პრობლემას. დამფუძნებლების თქმით, პლატფორმა წამში მილიონობით ტრანზაქციის გატარების საშუალებას იძლევა ასინქრონული კომუნიკაციითა და პარალელური პროცესირებით. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და კრიპტოინდუსტრიაში დიდ წინსვლაზე მიუთითებს. ამასთან, იმის მაგივრად, რომ მომხმარებლებმა საკომისიოები იხადონ, EOS-ის მფლობელობის მოდელი მათ საშუალებას აძლევს, თავიანთი წილის პროპორციულად გამოიყენონ სხვადასხვა რესურსები, როგორიცააა, მაგალითად, გონიერი კონტრაქტების სამუშაოდ გათვალისწინებული GAS-ი. რეალურად, მომხმარებლები საკომისიოს მაგივრად ყიდულობენ მონეტებს და აგროვებენ მათ მეტი შესაძლებლობების მისაღებად.

საინტერესოა EOS-ის წილის მტკიცებულების მოდელიც. პლატფორმა მუშაობს ე.წ. დელეგირებულ წილის მტკიცებულებაზე (delegated-proof-of-stake). ამ მოდელის მეშვეობით ვალუტის შემქმნელები მარტივად, ყოველგვარი მყარი ორკაპების (hard fork) გარეშე ასწორებენ ნებისმიერ წარმოქმნილ ხარვეზს და შეაქვთ საჭირო ცვლილებები უმრავლესობათა კონსენსუსის მეშვეობით. დელეგირებული წილის მტკიცებულებით არჩეულია რამდენიმე მოწმე-ნოდი, რომლებსაც ენიჭებათ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების უფლება. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მოწმე-ნოდები ადასტურებენ ცვლილებების საჭიროებას და პრობლემები მარტივად გვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ერთის მხრივ პლატფორმის დეცენტრალიზაციას ასუსტებს, ის, მეორეს მხრივ, ისეთ უპირატესობებს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც ნამდვილად ღირს მცირე ცენტრალიზაციის სანაცვლოდ.

საერთო ჯამში, EOS-ს პლატფორმა დეველოპერებს საკმაოდ კარგ გარემოს უქმნის ახალი და საჭირო ბიზნეს თუ სხვა აპლიკაციების შესაქმნელად. მონეტების გაყიდვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 140 დღეში დასრულდება. ეს გრძელვადიანი ICO-ს მოდელია, სადაც დამფუძნებლები ნელ-ნელა უშვებენ ვალუტას, რათა ფასი მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყოს. მიღებული თანხის ნაწილით ისინი პლატფორმის განვითარებას აფინანსებენ. წერის მომენტში EOS-ის ღირებულება 9.2 აშშ დოლარია.

--

--

CryptoZ Georgia
ტექნოლოზი

კრიპტო და ბლოკჩეინ საგანმანათლებლო ვებგვერდ კრიპტოზის გუნდი.