ფიზიკის სულ პირველი კანონი ვინ იპოვა, იცოდით?

--

გამარჯობა, თქვენი მონა-მორჩილი დაბრუნდა. Ნუ, ახლა ვერ გეტყვით, რომ ისე დავბრუნდი წასვლას აღარ ვაპირებ მეთქი, მაგრამ, მოკლედ, აქ ვარ ჯერჯერობით. ამ ბოლო დროს ძალიაააან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ფიზიკაზე, უფრო სწორად, ფიზიკის კანონებზე.

აი, ხომ არის თეორიები, უამრავი, ათასნაირი, ალბათ მილიონნაირიც, ასევეა კანონებიც. ეს თეორიები წარმოიდგინეთ, რომ რაღაც მონაჩმახია რა, ცოტა უხეშად რომ ვთქვა — ტყუილი, ფარსი, ვიღაცის წარმოსახვა. კანონთან შედარებით ვამბობ, რომ მონაჩმახია, თორემ თეორიიდან იწყება ყველაფერი. ხოდა, მოკლედ, გადავწყვიტე, ქრონოლოგიის მიხედვით დავწერო ფიზიკურ კანონებზე, რომლებიც ვიღაც ცნობისმოყვარე ხალხმა აღმოაჩინა. დავიწყოთ სულ პირველი კანონით, რომელიც არქიმედეს ეკუთვნის (აი, ეურიკა დაიყვირა აღმოჩენისასო, ეგაა) ქრისტეს შობამდე 250 წლით ადრე და დღეს არქიმედეს პრინციპით არის ცნობილი.

არქიმედეს პრინციპი

არქიმედე სირაკუზა იყო ძველი ბერძენი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი და ასტრონომი. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია მისი ცხოვრების რამდენიმე დეტალი, იგი ითვლება კლასიკურ ანტიკურ ერთ-ერთ წამყვან მეცნიერად. ბოლო-ბოლო, კაცმა როდის რაზე ფიქრი დაიწყო და რაც აღმოაჩინა ხომ საერთოდ განსაცვიფრებელია. მან ძალიან ბევრი რამე აღმოაჩინა.

მაგალითად, ხრახნიანი ტუმბო, რთული საკინძები და თავდაცვითი საომარი მანქანები, რათა დაეცვა თავისი მშობლიური სირაკუზა მტრისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში მცოლოდ ერთს განვიხილავთ. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ მერე იხლართება და ბევრს აღარ გავაგრძელებ. არქიმედეს კანონი, ეს არის ამომგდები ძალა სითხეებიდან (გაზებიდანაც), რომელიც მოქმედებს ნებისმიერ საგანზე, რასაც ამ სითხეში ჩავაგდებთ. ანუ, აი, წარმოიდგინეთ წყალში ბურთი რომ ჩააგდო, თუ ხელით არ დააწექი ზემოდან, ის იტივტივებს. ანუ წყლის მსგავსად ყველა სხვა სითხეს გააჩნია სხვადასხვა ამომგდები ძალა, რომელიც განპირობებულია სითხის სახეობაზე და კიდევ ბევრ რამეზე. აი, ზუსტად ამიტომაა, წყალში ყველაფერი უფრო მჩატე რომ არის. რეალურად მაგ დროს წყლის ამომგდები ძალა ამსუბუქებს ყველაფერს იმდენად, რამდენი ძალაც აქვს წყალს. როგორც სურათზეა ნაჩვენები, 5 კილოგრამიანი გირი წყალში 2 კილოგრამით ნაკლებია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში წყლის ამომგდები ძალა 2 კილოგრამის ტოლია.

ასე და ამგვარად, ამომგდები ძალა ყოველთვის იმდენივეა, რამდენი სითხეც გადმოიღვრება მოცემული ჭურჭლიდან.

ეს პრინციპი ასე მარტივად კი ჟღერს, მაგრამ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფორმულა, გრავიტაცია, მასა, წნევა და თუ თქვენი სურვილი იქნება, უკვე შეგიძლიათ თვითონვე ღრმად გამოიკვლიოთ, თუ რატოა ეს კანონი ზუსტად ასე და არა სხვანაირად. ეს თუ შეძელით, ადექით და ჩააბარეთ ფიზიკაზე და გახდით ფიზიკოსები. მე კი ერთი ჩვეულებრივი ენთუზიასტი ვარ ფიზიკის და მარტო პრინციპები მესმის. რეალურად, ფიზიკაში ყველა ძალა აღნიშნულია სიმბოლოებით და მათემატიკურად ითვლება ყველაფერი. მოკლედ, პირველი კანონი რომელიც თეორია არაა და არის კანონი, ანუ უეჭველი ეგრეა, არქიმედემ იპოვა და არქიმედეს პრინციპს ეძახიან.

--

--