სურათი: www.unsplash.com

ტექნოლოგია, ანუ რამ შეგვქმნა ადამიანად

მთავარი მიღწევები კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენს განვითარებაში

5 min readJul 7, 2020

--

ადამიანის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო (კორონა ვირუსის მიუხედავადაც კი), როგორიც ჩვენს ეპოქაშია . წარმოდგენაც კი გვიჭირს, როგორ ვცხოვრობდით 10–20 -30 წლის წინ. კოდევ უფრო წარმოუდგენელია როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები და მითუმეტეს ჩვენი ადრეული წინაპრები.

ამ ბლოგში შევეცდები მოგიგიყვეთ, ჩემი აზრით, რა არის კაცობრიობის ტექნოლოგიური მიღწევები, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს განვითარებაზე.

მოდით გავყვეთ ქრონოლოგიურად:

ცეცხლი ~ 1 მილიონი წლის წინ

მეცნიერები თვლიან, რომ პირველი ადამიანები დაახლეობით 2,8 მილიონი წლის წინ გაჩდნენ დედამიწაზე. თუმცა მათი განვითარება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა. სხვა სახეობებთან შედარებით ადამიანები იყვნენ შედარებით გონიერები, შეეძლოთ უკეთესად კომუნკაცია და ჰქონდათ მარტივი ხელსაწყოები, ეს იძლეოდა თვითგადარჩენის შესაძლებლობას, მაგრამ ვერ იძლეოდა მნიშვნელოვან უპირატესობას დედამიწაზე არსებულ სხვა სახეობებთან შედარებით.

დაახლეობით მილიონი წლის წინ, კი ადამიანმა გადადგა თავისი პირველი ნაბიჯი, იმისაკენ, რომ გამხდარიყო დომინანტი სახეობა დედამიწაზე, ისწავლა რა ცეცხლის მართვა. ეს მარტივი ტექნოლოგია ნიშნავდა სითბოსა და სინათლეს ცივი კლიმატის პირობებში, ბუნებრივ დაცვას ნადირსაგან და რაც მთავარია, შესაძლებელს ხდიდა ხორცის მომზადებას, რომელიც ასე უფრო გემრიელი და სასარგებლო იყო. ითვლება, რომ ევოლუციურად სწორედ მომზადებული ხორცით კვებამ განაპირობა ადრეული ადამიანის ტვინის განვითარება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცეცხლის გარეშე დღესაც მაიმუნები ვიქნებოდით.

მიწათმოქმედება ~ 10,000 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე

ამ დროისთვის ჩვენი წინაპრები მცირე დაჯგუფებებად ცხოვრობდნენ. ქონდათ მარტივი ხელსაწყოები და შეეძლოთ ცეცხლის მართვა. თუმცა ძალიან ნელი ტემპით ვითარდებოდნენ, რადგან მათი მთავარი საზრუნავი თვითგადარჩენა იყო, შესაბამისად ამ ადრეული ტომის ყველა წევრი საკვების მოპოვებით (ნადირობითა და შეგროვებით) იყო დაკავებული.

12,000 წლის წინ კი ადამიანმა პირველად შეძლო თავად შეექმნა საკუთარი საკვები. მიწათმოქმედების შედეგად, გადაიჭრა საკვების მოპოვების პრობლემა, გაჩნდა საკვების დიდი მარაგები, რომელსაც შენახვა და დაცვა სჭირდებოდა. ამით, დასრულდა მომთაბარე ცხოვრება და საჭირო გახდა ერთ ადგილას დასახლება. ალბათ სწორედ ეს მომენტი უნდა ჩავთვალოთ მომენტად როდესაც დაიწყო ჩვენი ცივლიზაცია, რადგან სწორედ ამ მიღწევამ მისცა ჩვენს წინაპრებს საშუალება გაეკეთებინათ სხვადასხვა საქმიანობაზე სპეციალიზაცია, ეშენებინათ სოფლები, გამოეგონებინათ ახალი ხელსაწყოები, მოეშინაურებინათ გარეული ცხოველები...

სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი სწრაფი და შეუქცევადი განვითარება. სოფლები გადაიქცა ქალქებად, ქალქები კი იმპერიებად. შესაძლებელი გახდა სამყაროს შეცნობა, მოგზაურობა, ვაჭრობა და ცოდნის გაცვლა.

ბორბალი ~ 3,500 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე

პირველი ბორბალი მესოპოტამიაში გამოიგონეს, თუმცა ის არა ტრანსპორტირებისათვის, არამედ თიხის დასამუშავებლად გამოიყენებოდა. კაცობრიობას ამის შემდეგ დაახლოებით 300 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ის ტრანსპორტირებისათვის გამოეყენებინა.

ბორბალმა ძველ სამყაროში აბსოლუტურად შეცვალა ტრანსპორტირება, რომელიც გაცილებით უფრო მარტივი და სწრაფი გახდა, ეს კი ნიშნნავდა, რომ გაცილებით ეფექტური გახდა სამშენებლო მასალების გადაზიდვა (მაზიდა ე.წ. “ტაჩკა”) და მნიშვნელოვნად აასწრაფა მშენებლობის პროცესი. შესაძლეებელი გახდა საკვების და სხვა მარაგების გადაზიდვა დიდი მანძილებზე, რამაც ხელი შეუწყო ომის წარმოებას, მოგზაურობას, ახალი ტერიტორიების ათვისებას და ვაჭრობას. არანაკლებ ნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბორბლის პრინციპი დგას მექანიკური ინჟინერიის უკან (მაგ. საათის მექანიზმი, სტამბა).

ბორბლის გენიალურობა მის სიმარტივეშია და დღესაც კი - 5,000 წლის შემდეგ მისი გამოგონებიდან, ის რჩება ტრანპორტირებისა და მექანიკური ინჟინერიის საბაზისო ტექნოლოგიათ, რომელსაც ვფიქრობ ჩანაცვლების სართხე ჯერ კიდევ დიდი ხანი არ ემუქრება.

გუტენბერგის ბეჭდური სტამბა ~ 1440 წ.

ამ მოკლე სიაში ალბათ გაგიკვირდებათ სტამბის ხილვა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კაცობრიობის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევა სიაში ვერ მოხვდება.

სწორედ სტამბამ გახადა შესაძლებელი ცოდნის გამრავლება, გავრცელება და ხელმისაწვდომობა. ეს კი ნიშნავდა, რომ რიგით ადამიანს უკვე შეეძლო მიეღო განათლება, რომელიც მანამდე მხოლოდ დიდგვაროვანთა პრივილეგიას წარმოადგენდა. უძველესი ნაბეჭდი მასალები ჩინეთშია ნაპოვნი და IX-X საუკუნით თარიღდება, თუმცა ტექნოლოგიურად არ იძლეოდა ე.წ. ინდუსტრიული ბეჭდვის საშუალებას.

ბეჭდური პრესის ტექნოლოგიის გაუმჯობესება, მისი ევროპაში ჩამოტანის შემდეგ მოხდა, ოქრომჭედელი იოჰანეს გუტენბერგის მიერ. ითვლება, რომ სწორედ გუტენბერგის სტამბამ ჩაუყარა საფუძველი სამეცნიერო რევოლუციას (1543–1687), განმანათლებლობის ეპოქას (1715–1789), ინდუსტრიულ რევოლუციას (1760–1840) და შეიძლება ითქვას თანამედროვე, თავისუფალ ადამიანს. სწორედ განათლების ხელმისაწვდომობის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომ მეტ ადამიანს მიეღო მონაწილეობა კაცობრიობის განვითარებაში და სწორედ განათლების ხელმისაწვდომამ გახადა შესაძლებელი თანასწორობა ადამაინებს შორის.

ინტერნეტი

მიღებული განმარტების თანახმად, ინტერნეტი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერების ქსელს, რომელიც ინფორმაციის გაცვლისათვის იყენებს სტანდარტიზებულ კომუნიკაციის პროტოკოლებს.

ინტერნეტის იდეის ავტორად, შეგვიძლია ნიკოლა ტესლა ჩავთვალოთ, ვისაც ეკუთვნის პირველი “მსოფლიო უკაბელო სისტემის” კონცეფცია 1900-იან წლებში. თუცა, მისი პირველი პრაქტიკული გამოყენება 1969 წლის 29 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ARPAnet-ის მეშვეობით მოხდა პირველი მესიჯის გაგზავნა ერთი კომპიუტერიდან მეორეზე. ჩვენთვის ნაცნობი სახე კი ინტერნეტმა 1990 წელს მიიღო, როდესაც ტიმ ბერნერს-ლიმ გამოიგონა World Wide Web (www).

ინტერნეტი უდავოდ, ერთერთი უდიდესი მიღწევაა კაცობრიობის ისტორიაში, მისი მნიშნვლობა ყოველდღიურად იზრდება და ახალი თაობისათვის, ვისაც არ ახსოვს ცხოვრება ამ ტექნოლოგიის გარეშე, უკვე წარმოუდგენელია, როგორ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია ფაქტობრივად ნებისმიერ სფეროში. ინტერნეტმა ხელმისაწვდომი გახადა ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერი ადამიანისათვის, რაც ხელს უწყობს საერთო განათლების დონის ამაღლებას დედამიწაზე და სწორედ მისი წყალობით, დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერი რამის გაგება თუ სწავლა სახლიდან გაუსვლელად. თავად ტექნოლოგია კი ჯერ კიდევ იმდენად ახალგაზრდაა, რომ შეუძლებელია შევაფასოთ მისი რეალური ზეგავლენა კაცობრიობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტექნოლოგიამ ფუნდამენტალურად შეცვალა კაცობრიობა.

სხვა დიდი ტექნოლოგიური მიღწევები

ბევრი დიდი ტექნოლოგიური მიღწევა თუ გამოგონება ძირითად სიაში ვერ მოხვდა, თუმცა ვფიქრობ, უამრავმა სხვა გამოგონებამ იქონია უზარმაზარი ზეგავლენა ადამიანის განვითარებაზე, სხვადასხვა მიმართულებით. სიაში ვერ მოხვდა ისეთი გამოგონებები, როგორიცაა ნავი, კომპასი, შიდა წვის ძრავი,ნათურა, ელექტრო ტრანზიტორი, რადიო, ტელეფონი და პენიცილინი.

თქვენი აზრით, რომელი ტექნოლოგია იმსახურებდა ყველაზე მეტად ამ ხუთეულში მოხვედრას? და რომელი არა?

რა იქნება შემდეგი?

საინტერესოა რა იქნება კაცობრიობის შემდეგი დიდი მიღწევა, რომელსაც ასეთივე გარდამტეხი მნიშნელობა ექნება ჩვენს მომავალ განვითარებაზე, ან იქნებ ეს ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები უკვე არსებობს და მხოლოდ დროა საჭირო, რომ მოვახერხოთ მისი განვითარება, რომ ვნახოთ მისი რეალური სარგებელი და პოტენციალი.

იქნება ეს მიღწევა, კომპიუტერულ მეცნიერებებში, რობოტიკაში, ფიზიკაში, გენურ ინჟინერიასა თუ ბიოტექნოლოგიებში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის ან კომუნიკაციის სფეროში, ან იქნებ ფიზკაში. ამაზე ჩვენს შემდეგ ბლოგში ვისაუბრებთ ერთი კვირის შემდეგ.

--

--