აქციაში „იყიდე WhiteBIT სასაჩუქრე ბარათი და მოიგე“ მონაწილეობის წესები და პირობები

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
5 min readNov 15, 2023

აქციის პირობები:

დარეგისტრირდით WhiteBIT-ის ვებგვერდზე და გაიარეთ ვერიფიკაცია;

● შეიძინეთ WhiteBIT სასაჩუქრე ბარათი FC Barcelona Edition G2A.COM-ზე ან Kinguin.net-ზე;

● გაააქტიურეთ ბარათი თქვენს WhiteBIT ანგარიშზე.

გამარჯვებულთა სია

typical_hedera#0633
mwordboi#0948
Lindviora#8364
Sebtec#5400
sportsdata#7173
leva420#0310
globart#2267
DanteUA#9252
KattyS#1145
STEFFAN#6170
much_gala#6530
spiky_hedera#2549
marked_biconomy#3951
trashy_sun#7324
defeated_theta#5615
parched_chainlink#8344
serap#7799
alpern#0098
proper_hedera#3606
Oleksii_Myr#7079

გამარჯვებულების შერჩევის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე

აქციაში „იყიდე WhiteBIT სასაჩუქრე ბარათი და მოიგე“ მონაწილეობის წესები და პირობები

აქციის ორგანიზატორია UAB Clear White Technologies, რომელიც რეგისტრირებულია ლიეტუვის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად სარეგისტრაციო ნომრით LT-03224. კომპანიის იურიდიული მისამართი: J. Basanaviiaus g. 26, ვილნიუსი, ლიეტუვის რესპუბლიკა.
აქცია დაიწყება 2023 წლის 9 ნოემბერს 17:59 საათზე. (UTC+2) და დასრულდება 2023 წლის 8 დეკემბერს, 17:59 საათზე. (UTC+2). (UTC+2).

აქციაში მონაწილეობა შეუძლია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეს, გარდა შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისა: ავღანეთი, ამერიკული სამოა, აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები, გუამის ტერიტორია, ირანი, იემენი, ლიბია, პალესტინის სახელმწიფო, პუერტო რიკო, სომალი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, აშშ, სირია, რუსეთის ფედერაცია, ბელორუსის რესპუბლიკა, სუდანის რესპუბლიკა, “დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკა”, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, “არცახის რესპუბლიკა”, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, დასავლეთ საჰარა, ამბაზონია, კოსოვო, სამხრეთ სუდანი, კანადა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორია.

მონაწილეთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ, რომ მათი მონაწილეობა არ იყოს აკრძალული ან შეზღუდული მათი იურისდიქციის კანონებით ან რეგულაციებით. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს მონაწილეთა უფლებამოსილება და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფლის დამადასტურებელი საბუთი.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში და/ ან ორგანიზატორთან კომუნიკაციისთვის, მონაწილეებს შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ ორგანიზატორს ელექტრონული ფოსტით support@whitebit.com ან ჩატის საშუალებით ოფიციალურ ვებგვერდზე https://whitebit.com

აქციის ძირითადი მიზანია WhiteBIT-ის მიერ მოწოდებული სერვისების პოპულარიზაცია.

აქცია არ არის იღბალზე დაფუძნებული თამაში, ლატარია, მომსახურება აზარტული ბიზნესის სფეროში ან კონკურსი; ეს წესები და პირობები ჯილდოს საჯარო დაპირებას არ წარმოადგენს.

აქციის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია ორგანიზატორის სარეკლამო უფლებების შესაბამისად.

აქციის მონაწილეები არიან არააკრძალული ქვეყნების მაცხოვრებლები (18 წელზე მეტი ასაკის პირები), რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

დარეგისტრირდნენ WhiteBIT-ის ვებგვერდზე და გაიარეს ვერიფიკაცია (KYC);

● შეიძინეს WhiteBIT სასაჩუქრე ბარათი FC Barcelona Edition-ზე G2A.COM ან Kinguin.net-ზე;

● გაააქტიურეს ბარათი მათ WhiteBIT ანგარიშებზე.

აქციის პირობები უნდა შესრულდეს მისი განხორციელების განსაზღვრულ პერიოდში.

აქციაში მონაწილეთა მონაცემები დამუშავდება მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და მარკეტინგული, სარეკლამო, საგადასახადო და ბუღალტრული ურთიერთობების დამყარებისთვის.

აქციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ორგანიზატორის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს ან აგენტებს ან მათი ნათესავებს (მეორე ხარისხამდე ნათესაობა). თუ პრიზის მინიჭებისას დადგინდა, რომ მონაწილეები არ აკმაყოფილებენ წინამდებარე პირობებში მითითებულ უფლებამოსილების კრიტერიუმებს, მათ არ ექნებათ პრიზის მიღების უფლება.

აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ გახდნენ გამარჯვებულები და მოიპოვონ ერთ-ერთი პრიზი სრული საპრიზო ფონდიდან:

● 1–4 ადგილები — 1 VIP ბილეთი FC Barcelona-ს საშინაო მატჩებისთვის (თითოეულ ადგილზე გასულისთვის);

● 5–14 ადგილები — 1 ბილეთი FC Barcelona-ს საშინაო მატჩებზე (თითოეულ ადგილზე გასულისთვის);

● 15–19 ადგილი — WhiteBIT კოდები , 10 WBT თითოეულისთვის;

● მე-20 ადგილი — 1 FC Barcelona-ს გუნდის მოთამაშეების მიერ ხელმოწერილი 2023/2024 სეზონის მაისური.

აქციას ეყოლება მაქსიმუმ 20 გამარჯვებული. ერთ გამარჯვებულს შეუძლია მიიღოს ერთი პრიზი.

2023 წლის 9 დეკემბრიდან 2023 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში, აქციის შედეგების საფუძველზე, ორგანიზატორი აყალიბებს მონაწილეთა სიას, რომლებმაც დააკმაყოფილეს აქციის ყველა პირობა. სოციალური ქსელების საშუალებით ორგანიზატორი აცხადებს პრიზის გაცემის დროსა და ადგილს და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვებგვერდზე https://whitebit.com.

გამარჯვებულები შეირჩევიან შემთხვევითობის პრინციპით, სანდო შემთხვევითობის მეთოდის — https://www.random.org/-ის გამოყენებით. შემთხვევითი შერჩევა მოხდება იმ მონაწილეებს შორის, რომლებმაც შეასრულეს აქციის ყველა პირობა. გამარჯვებულები გამოვლინდებიან მათი რეიტინგის მიხედვით (ადგილი სიაში random.org service -ის საშუალებით მიენიჭებათ).

თუ გამარჯვებულებთან დაკავშირება შეუძლებელია ან თუ გამარჯვებულებმა არ შეასრულეს წინამდებარე პირობები, ისინი დაკარგავენ გამარჯვებულის სტატუსს, რომელიც გადაეცემა სიის შემდეგ გამარჯვებულს.

გამარჯვებულების გამოცხადება მოხდება 2023 წლის 24 დეკემბერს. გამარჯვებულთა სია ოფიციალურად გამოქვეყნდება იმავე დღეს, ცალკე სტატიაში WhiteBIT ბლოგზე (https://blog.whitebit.com/).

გამარჯვებული პრიზს იღებს უფასოდ. პრიზის დაბრუნება ან შეცვლა შეუძლებელია და აქციის გამარჯვებულს არ აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი კომპენსაცია ორგანიზატორისგან. ორგანიზატორი არ იღებს რაიმე საგარანტიო ვალდებულებას ამ აქციის ფარგლებში მიღებულ პრიზზე წინამდებარე განსაზღვრული პირობებით.

გამარჯვებულები პრიზებს, როგორიცაა FC ბარსელონას საშინაო მატჩის ბილეთი, მიიღებენ 2024 წლის 21 იანვრამდე, ელექტრონული ფოსტით, რომელიც მიბმულია მათ WhiteBIT ანგარიშზე. ორგანიზატორი პრიზებს, როგორიცაა WBT, ჩარიცხავს გამარჯვებულთა საფულეებში, მათ ძირითად ბალანსებზე, გამარჯვებულთა გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. გამარჯვებულებს, რომლებმაც მოიგეს მაისურები, ორგანიზატორი დაუკავშირდება ელექტრონული ფოსტით, რომელიც დაკავშირებულია მათ WhiteBIT ანგარიშთან, რათა დაზუსტდეს მიწოდების ინფორმაცია და გაიგზავნოს იგი არაუგვიანეს 2024 წლის 14 იანვრისა. უფრო მეტიც, ორგანიზატორი გამარჯვების შესახებ ელ.ფოსტით აცნობებს გამარჯვებულებს მათ WhiteBIT ანგარიშებზე რეგისტრირებული მისამართის გამოყენებით, გამარჯვებულების გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

ორგანიზატორი თავის თავზე იღებს მიტანის სერვისის საშუალებით პრიზების გაგზავნის გონივრული ოდენობის ყველა ფინანსურ ხარჯს. ორგანიზატორს შეუძლია ასევე დაუკავშირდეს გამარჯვებულებს პირადად ელფოსტის საშუალებით, რომელიც დაკავშირებულია WhiteBIT ანგარიშთან, რათა შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია პრიზის მისაწოდებლად.

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულები არ მიიღებენ მათ კუთვნილ პრიზს, ან რაიმე სხვა სირთულე შეექმნებათ, ისინი უნდა დაუკავშირდნენ ონლაინ მხარდაჭერის გუნდს https://whitebit.com-ზე, ან ელექტრონული ფოსტით support@whitebit.com ან დაუკავშირდნენ ორგანიზატორის აგენტებს ონლაინ ჩატის მეშვეობით არაუგვიანეს 2024 წლის 28 იანვრისა. თუ გამარჯვებულები პრიზის მიუღებლობის გამო არ დაუკავშირდებიან ორგანიზატორს ზემოთ მითითებული არხებით, მითითებულ თარიღამდე, ისინი დაკარგავენ პრიზის მიღების უფლებას.

აქციის შედეგებით გამოვლენილ გამარჯვებულებს არ აქვთ უფლება გადასცენ პრიზის მიღების უფლება მესამე პირებს.

აქციის გამარჯვებულს უფლება აქვს უარი თქვას პრიზზე.

ორგანიზატორი არ ანაზღაურებს გამარჯვებულის პრიზის მიღებასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. პრიზის მიმღები გამარჯვებულების შემოსავლის დაბეგვრა ხდება მონაწილე ქვეყნების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აქციაში მონაწილეობით, მონაწილეს ესმის და ეთანხმება, რომ მის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონაწილის პირადი მონაცემების ჩათვლით, შეიძლება დამუშავდეს ორგანიზატორის ან მის მიერ ჩართული მესამე მხარის მიერ აქციის მიზნებისთვის და განახორციელოს მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება. (კერძოდ, მაგრამ არა ექსკლუზიურად, აქციის შედეგების შესახებ ინფორმირება, როგორც რეკლამირებით, ასევე სხვა გზით), ასევე შემდგომი შესაძლო, განსაკუთრებით სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის გაგზავნა მონაწილისთვის, ასევე შემდგომი ღონისძიებების/კონკურსების ან ორგანიზატორის აქციების/გათამაშების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა. ამ პირობების მოთხოვნების მიღებით, მონაწილეები ეთანხმებიან პერსონალური მონაცემების ამგვარ დამუშავებას ორგანიზატორის და/ან ორგანიზატორის მიერ უფლებამოსილი სხვა პირების მიერ და ადასტურებენ რომ სრულად იაზრებენ და აქვთ აუცილებელი ცოდნა მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების მიზნების და ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ: https://whitebit.com/privacy-policy.

აქციის მონაწილეები აქციაში მონაწილეობით ადასტურებენ თანხმობას მათი სახელებისა და გვარების მატერიალური ანაზღაურების გარეშე გამოყენებაზე, აგრეთვე თანხმობას აქციის სხვა წესების დაცვაზე. გამარჯვებულები ადასტურებენ თანხმობას მისცენ სარეკლამო ინტერვიუ აქციაში მონაწილეობის შესახებ მედიაში, მათ შორის, რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე გადაიღონ ფოტოები წარმოებისთვის, ფულადი კომპენსაციის გარეშე. ყველა ექსკლუზიური ინტელექტუალური საკუთრების უფლება ასეთ ინტერვიუებსა და ფოტოებზე ეკუთვნის ორგანიზატორს.

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები აქციის წესებსა და პირობებში. რაიმე ცვლილების შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე https://whitebit.com და ორგანიზატორის სოციალურ ქსელებში.

ორგანიზატორი არ შედის დავაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას აქციის მონაწილეებს შორის პრიზთან დაკავშირებით. ისეთი სიტუაციების შემთხვევაში, რომლებიც იძლევა ამ წესების ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას და/ან ამ წესებით არ რეგულირდება, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აქციის ორგანიზატორი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, აქციის ორგანიზატორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

აქციის ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, საფოსტო სერვისების, კერძოდ ელექტრონული ფოსტის, ნებისმიერი საწარმოს/დაწესებულების/ორგანიზაციის თანამშრომლების შეცდომებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლას აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორს შორის, ან იმ გარემოებების გამო, რის შედეგადაც საფოსტო გზავნილები არ იქნა მიღებული, დაგვიანებული, დაკარგული ან დაზიანებული იყო.

აქციაში გამოყენებული მრავალ ენაზე თარგმნის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი შეუსაბამობის ან უზუსტობის შემთხვევაში, ინგლისური თარგმანი ჩაითვლება უპირატესად და ანაცვლებს ყველა სხვა ვერსიას.

კრიპტოაქტივების ეს მარკეტინგული კომუნიკაცია არ არის განხილული ან დამტკიცებული ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს რომელიმე კომპეტენტური ორგანოს მიერ. კრიპტოაქტივის შემთავაზებელი პასუხისმგებელია ამ კრიპტოაქტივის მხოლოდ მარკეტინგული კომუნიკაციის შინაარსზე.

ეს წესები განახლებულია 2023 წლის 29 ნოემბერს. ყველა განახლება ძალაში შედის WhiteBIT ბლოგზე გამოქვეყნების დღიდან.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/