აქციის „სპოტ ტრეიდინგ შეჯიბრი WBT/USDT“ წესები და პირობები

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
6 min readNov 21, 2023

აქციის ორგანიზატორია WhiteBIT (https://whitebit.com).

აქციის პერიოდი: 2023 წლის 19 ნოემბრის 12:00 საათიდან. (UTC) 2023 წლის 1 დეკემბრის 11:59 საათამდე (UTC).

აქციის ტერიტორია: აქცია ტარდება ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა: ავღანეთი, ამერიკის სამოა, აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები, გუამი, ირანი, იემენი, ლიბია, პალესტინა, პუერტო რიკო, სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ჩრდილოეთ მარიანა. კუნძულები, აშშ, კანადა, სირია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, დნესტრისპირეთი, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, მთიანი ყარაბაღი, ჩრდილოეთ კვიპროსი, დასავლეთ საჰარა, ამბაზონია, კოსოვო, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ბელორუსის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.

მონაწილეთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ, რომ მათი მონაწილეობა არ იყოს აკრძალული ან შეზღუდული მათი იურისდიქციის კანონებით ან რეგულაციებით. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს მონაწილეთა უფლებამოსილება და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფლის დამადასტურებელი საბუთი.

აქციის ძირითადი მიზანია WhiteBIT-ის მიერ მოწოდებული სერვისების პოპულარიზაცია.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში და/ ან ორგანიზატორთან კომუნიკაციისთვის, მონაწილეებს შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ ორგანიზატორს ელექტრონული ფოსტით support@whitebit.com ან ჩატის საშუალებით ოფიციალურ ვებგვერდზე https://whitebit.com.

აქცია არ არის იღბალზე დაფუძნებული თამაში, ლატარია, მომსახურება აზარტული ბიზნესის სფეროში ან კონკურსი; ეს წესები და პირობები ჯილდოს საჯარო დაპირებას არ წარმოადგენს.

აქციის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია ორგანიზატორის სარეკლამო უფლებების შესაბამისად.

აქციის მონაწილეები არიან არააკრძალული ქვეყნების (ე.ი. ზემოთ მითითებულის გარდა) სრულწლოვანი მოქალაქეები ან სხვა პირები, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან ამ ქვეყნების ტერიტორიაზე და აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

– პირველად დარეგისტრირდნენ WhiteBIT ბირჟის ოფიციალურ ვებგვერდზე https://whitebit.ge/ ან უკვე რეგისტრირებულები არიან და გავლილი აქვთ KYC ვერიფიკაცია;

აქციის გვერდზე დააჭირეს ღილაკს „მონაწილეობა“;

– აქციის პერიოდში ვაჭრობდნენ WBT/USDT სპოტ სავაჭრო წყვილით WhiteBIT ბირჟაზე.

— აქციის პერიოდში მიაღწიეს ვაჭრობის მინიმალურ მოცულობას 2500 USDT-ის ეკვივალენტს WBT/USDT წყვილში.

მნიშვნელოვანია!

მონაწილეთა ცხრილი — არის აქციის მონაწილეთა სარეიტინგო ცხრილი, რომელიც ფორმირდება სავაჭრო მოცულობის მიხედვით (სადაც პირველ ადგილზეა მონაწილე, რომელსაც ყველაზე დიდი სავაჭრო მოცულობა აქვს). სარეიტინგო ცხრილი ახლდება ყოველ 30 წუთში. საბოლოო მონაცემები სავაჭრო მოცულობის შესახებ შეგროვდება 2023 წლის 1 დეკემბერს 12:30 (UTC). სავაჭრო მოცულობა გამოითვლება აქციის პერიოდში გახორციელებულ მხოლოდ WBT/USDT წყვილის ტრანზაქციებზე.

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას მონაწილე მოხსნას აქციიდან თუ ის:

● იყენებს Wash Trading-ს (საკუთარი ორდერების შესრულება);

● იყენებს 0% სავაჭრო საკომისიოს ანგარიშებს (გარდა სპეციალური სავაჭრო საკომისიოს ფასდაკლებისა, რომელიც განსაზღვრულია WhiteBIT ტოკენის (WBT) მფლობელებისთვის);

● იყენებს API-ბოტებს; იყენებს კორპორაციულ ანგარიშს (მაგალითად, მას, რომელიც შექმნილია გაცვლითი სერვისებისთვის);

● იყენებს მულტი ანგარიშს (თითო მონაწილეზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ანგარიშის გამოყენება);

● ახორციელებს ნებისმიერ სხვა უკანონო საქმიანობას, ან რომელიც ეწინააღმდეგება: User Agreement, AML/CFT Policy, და Privacy Policy.

მონაწილის ერთობლივი მიზანმიმართული ქმედებები სხვა მონაწილეებთან, რომლებიც იყენებენ თავიანთ ანგარიშებს აქციაში მონაწილეობისთვის, ამ ანგარიშების მოქმედებების, სტრატეგიებისა და განზრახვების შესახებ ინსაიდერული ცოდნით ორდერების განთავსება-განხორციელებისას, განიხილება მულტი ანგარიშების მართვად, რაც აკრძალულია და, შესაბამისად, იწვევს აქციიდან ასეთი მონაწილეების მოხსნას.

აქციის პირობები უნდა შესრულდეს მისი განხორციელების პერიოდში.

აქციაში მონაწილეთა მონაცემები დამუშავდება მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მარკეტინგული, სარეკლამო, საგადასახადო და ბუღალტრული ურთიერთობების დამყარებისთვის.

აქციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ორგანიზატორის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს ან აგენტებს ან მათი ნათესავებს (მეორე ხარისხამდე ნათესაობა). თუ პრიზის მინიჭებისას დადგინდა, რომ მონაწილეები არ აკმაყოფილებენ წინამდებარე პირობებში მითითებულ უფლებამოსილების კრიტერიუმებს, მათ არ ექნებათ პრიზის მიღების უფლება.

აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ გახდნენ გამარჯვებულები და მოიპოვონ წილი 5000 USDT საპრიზო ფონდიდან.

30 მონაწილე, ვინც შეასრულებს აქციის ყველა პირობას და აქციის ბოლოს ექნება მეტი სავაჭრო მოცულობა, მიიღებს წილს საპრიზო ფონდიდან, რომელიც შემდეგნაირად განაწილდება:

გამარჯვებულთა მაქსიმალური რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ პრიზი საპრიზო ფონდიდან არის 30 ადამიანი. ერთ გამარჯვებულს შეუძლია მოიგოს მხოლოდ ერთი პრიზი საპრიზო ფონდიდან.

2023 წლის 1 დეკემბერს, 12:30 (UTC), აქციის შედეგების საფუძველზე, ორგანიზატორი ავტომატურად მოახდენს აქციის იმ მონაწილეთა სიის ფორმირებას, რომლებმაც შეასრულეს აქციის პირობები. სიის ფორმირება მოხდება აქციის დასრულების დროისთვის მონაწილეთა სავაჭრო მოცულობის მიხედვით. სიის პირველ ადგილზე მოხვდება მონაწილე, რომელსაც ყველაზე მაღალი სავაჭრო მოცულობა ექნება. სიაში მყოფ პირველ 30 მონაწილეს, რომლებმაც შეასრულეს აქციის ყველა პირობა, აქვთ შესაძლებლობა გახდნენ გამარჯვებულები და მიიღონ პრიზი.

გამარჯვებულების სია გამოქვეყნდება WhiteBIT ბლოგზე 2023 წლის 4 დეკემბერს.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული მთლიანი სავაჭრო მოცულობა გაიზრდება, ორგანიზატორი გაზრდის საპრიზო ფონდს აქციის ყველა მონაწილისთვის.

ცვლილებები საპრიზო ფონდში

იმ შემთხვევაში, თუ აქციის ყველა მონაწილის მთლიანი სავაჭრო მოცულობა მიაღწევს 15,000,000 USDT ნიშნულს, ორგანიზატორი გაზრდის საპრიზო ფონდის მოცულობას 5,000 USDT-დან 7,000 USDT-მდე. საპრიზო ფონდის პრიზები განაწილდება შემდეგნაირად:

იმ შემთხვევაში, თუ აქციის ყველა მონაწილის მთლიანი სავაჭრო მოცულობა მიაღწევს 20,000,000 USDT ნიშნულს, ორგანიზატორი გაზრდის საპრიზო ფონდის მოცულობას 7,000 USDT-დან 10,000 USDT-მდე. ამ შემთხვევაში პრიზები გადანაწილდება შემდეგნაირად:

აქციის გამარჯვებულები:

მნიშვნელოვანია! აქციაში მონაწილეობისას აკრძალულია ბირჟაზე რამდენჯერმე რეგისტრაცია (რამდენიმე ანგარიშის გამოყენება). რამდენიმე ანგარიშის მქონე მომხმარებლები დისკვალიფიცირებული იქნებიან. თუ წერილობით სხვა რამ არ არის შეთანხმებული, თითოეულ მონაწილეს შეუძლია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთხელ (ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში). აკრძალულია რამდენიმე ანგარიშის (მულტი ანგარიშების) გამოყენება ან აფილირებულ მომხმარებლებთან თანამშრომლობა ორდერებით მანიპულირებისთვის და გამოიწვევს ყველა ანგარიშის დახურვას მფლობელის თანხმობის გარეშე. რამდენიმე ანგარიშის შექმნის გამოვლენის შემთხვევაში, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას დახუროს მეორედ და ნებისმიერი შემდგომ შექმნილი ანგარიშები.

ორგანიზატორი გამარჯვებულებს პრიზებს ჩაურიცხავს WhiteBIT ბირჟის ძირითად ბალანსზე, გამარჯვებულების გამოცხადების მომდევნო კალენდარული დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულებს მოგების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ წერილობით, https://whitebit.ge/ რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტის საშუალებით. პრიზების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ გამარჯვებულებმა არ შეასრულეს წინამდებარე პირობები, ისინი დაკარგავენ გამარჯვებულის სტატუსს, რომელიც გადაეცემა სიის შემდეგ გამარჯვებულს.

გამარჯვებული პრიზს იღებს უფასოდ. პრიზის დაბრუნება ან შეცვლა შეუძლებელია და აქციის გამარჯვებულს არ აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი კომპენსაცია ორგანიზატორისგან.

პრიზის მიუღებლობის, ან რაიმე სხვა სირთულის შემთხვევაში, გამარჯვებული უნდა დაუკავშირდეს ონლაინ მხარდაჭერის გუნდს ვებგვერდზე https://whitebit.com, ან ელ. ფოსტის მისამართზე support@whitebit. .com. არაუგვიანეს 15.12.2023 წლის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული არ მიმართავს ორგანიზატორს მითითებულ ვადაში, მათ შორის პრიზის მიუღებლობის საკითხებზე, გამარჯვებული კარგავს პრიზის მიღების უფლებას. მიღებული პრიზის გაცვლა ან დაბრუნება შეუძლებელია.

აქციის შედეგებით განსაზღვრულ გამარჯვებულებს არ შეუძლიათ პრიზის მიღების უფლება მესამე პირებს გადასცენ. აქციის გამარჯვებულს უფლება აქვს უარი თქვას პრიზზე. ორგანიზატორი არ იღებს რაიმე საგარანტიო ვალდებულებას ამ აქციის ფარგლებში მიღებულ პრიზზე წინამდებარე განსაზღვრული პირობებით.

ორგანიზატორი არ ანაზღაურებს გამარჯვებულს პრიზის მიღებასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. პრიზის მიმღები გამარჯვებულების შემოსავლის დაბეგვრა ხდება მონაწილე ქვეყნების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აქციაში მონაწილეობით, მონაწილეს ესმის და ეთანხმება, რომ მის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონაწილის პირადი მონაცემების ჩათვლით, შეიძლება დამუშავდეს ორგანიზატორის ან მის მიერ ჩართული მესამე მხარის მიერ აქციის მიზნებისთვის და განახორციელოს მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება. (კერძოდ, მაგრამ არა ექსკლუზიურად, აქციის შედეგების შესახებ ინფორმირება, როგორც რეკლამირებით, ასევე სხვა გზით), ასევე შემდგომი შესაძლო, განსაკუთრებით სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის გაგზავნა მონაწილისთვის, ასევე შემდგომი ღონისძიებების/კონკურსების ან ორგანიზატორის აქციების/გათამაშების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა.

ამ პირობების მოთხოვნების მიღებით, მონაწილეები ეთანხმებიან პერსონალური მონაცემების ამგვარ დამუშავებას ორგანიზატორის და/ან ორგანიზატორის მიერ უფლებამოსილი სხვა პირების მიერ და ადასტურებენ რომ სრულად იაზრებენ და აქვთ აუცილებელი ცოდნა მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების მიზნების და ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ: https://whitebit.com/privacy-policy.

აქციის მონაწილეები აქციაში მონაწილეობით ადასტურებენ თანხმობას მათი სახელებისა და გვარების მატერიალური ანაზღაურების გარეშე გამოყენებაზე, აგრეთვე თანხმობას აქციის სხვა წესების დაცვაზე.

გამარჯვებულები ადასტურებენ თანხმობას მისცენ სარეკლამო ინტერვიუ აქციაში მონაწილეობის შესახებ მედიაში, მათ შორის, რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე გადაიღონ ფოტოები წარმოებისთვის, ფულადი კომპენსაციის გარეშე. ყველა ექსკლუზიური ინტელექტუალური საკუთრების უფლება ასეთ ინტერვიუებსა და ფოტოებზე ეკუთვნის ორგანიზატორს.

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები აქციის წესებსა და პირობებში. რაიმე ცვლილების შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე https://whitebit.com და ორგანიზატორის სოციალურ ქსელებში.

ორგანიზატორი არ შედის დავაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას აქციის მონაწილეებს შორის პრიზთან დაკავშირებით. ისეთი სიტუაციების შემთხვევაში, რომლებიც იძლევა ამ წესების ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას და/ან ამ წესებით არ რეგულირდება, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აქციის ორგანიზატორი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, აქციის ორგანიზატორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

აქციის ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, საფოსტო სერვისების, კერძოდ ელექტრონული ფოსტის, ნებისმიერი საწარმოს/დაწესებულების/ორგანიზაციის თანამშრომლების შეცდომებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლას აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორს შორის, ან იმ გარემოებების გამო, რის შედეგადაც საფოსტო გზავნილები არ იქნა მიღებული, დაგვიანებული, დაკარგული ან დაზიანებული იყო.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/