ახალი წელი — ახალი მიღწევები

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
5 min readDec 21, 2023

ცდილობ მაქსიმალურად აწიო შენი VIP დონე? სანტა აფასებს შენს ძალისხმევას და ნახევარი ძალისხმევით ის დაგეხმარება სასურველ დონემდე მიხვიდე.

ამისათვის საჭიროა:

● იყო WhiteBIT-ის რეგისტრირებული მომხმარებელი და გავლილი გქონდეს ვერიფიკაცია (KYC) თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებია;

● მიაღწიო 50,000–500,000 USDT (ეკვივალენტში) სავაჭრო მოცულობას და გქონდეს 5,000–15,000 USDT ბალანსი (ეკვივალენტში), რათა აწიო შენი VIP დონე 2 დონით;

როდესაც ყველაფერს გააკეთებ, დაელოდე დონის ავტომატურ მინიჭებას.

თუ გაქვს VIP სტატუსი სხვა ბირჟაზე, დაადასტურე ვაჭრობის მოცულობა, რომ მიიღო WhiteBIT-ზე შენს ამჟამინდელ VIP დონეს +2 დონე.

დაწყება: 2023 წლის 13 დეკემბერს,17:00 საათზე (კიევის დროით).

დასრულება: 2024 წლის 30 იანვარს, 17:00 საათზე (კიევის დროით)

წაიკითხე ქვემოთ მოცემული აქციის დეტალური პირობები და აამაღლე შენი შესაძლებლობების დონე!

გამარჯვებულთა სია

SONECHKO#7515

vadimazzz#9528

Enkoff#5517

Salva#8643

sportsdata#7173

AzotQ#1689

აქციის “ახალი დონე ახალ წელს” ოფიციალური წესები და პირობები

აქციის ორგანიზატორია WhiteBIT (https://whitebit.com).

აქციის პერიოდი: 2023 წლის 13 დეკემბრის 14:00 საათიდან (UTC) 2024 წლის 30 იანვარს, 16:00 საათამდე. (UTC)

აქციის ტერიტორია: მსოფლიოს ყველა ქვეყანა, გარდა: ავღანეთი, ამერიკული სამოა, აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები, გუამი, ირანი, იემენი, ლიბია, პალესტინა, პუერტო რიკო, სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, აშშ, კანადა, სირია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, დნესტრისპირეთი, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, მთიანი ყარაბაღი, ჩრდილოეთ კვიპროსი, ესპანეთი, დასავლეთ საჰარა, ამბაზონია, კოსოვო, ბელორუსის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.

მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი მონაწილეობა არ იყოს აკრძალული ან შეზღუდული მათი ქვეყნის იურისდიქციის კანონებით ან რეგულაციებით. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეამოწმოს მონაწილეთა აქციაში მონაწილეობის დასაშვებობა და, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს საცხოვრებელი ადგილის ან მდებარეობის დამადასტურებელი საბუთი.

აქციის ორგანიზატორთან დაკავშირება შესაძლებელია : support@whitebit.com ან ჩეთში https://whitebit.com ვებსაიტზე.

კამპანიის ჩატარების მიზანია WhiteBIT ბრენდის პოპულარიზაცია.

აქცია არ არის აზარტული თამაში, ლატარია, მომსახურება სათამაშო ბიზნესის სფეროში ან კონკურსი; ეს პირობები არ არის ჯილდოს საჯარო დაპირება.

აქციის შესახებ ინფორმაცია მოწოდებულია სარეკლამო უფლებების საფუძველზე.

აქციის მონაწილეები არიან არააკრძალული ქვეყნების სრულწლოვანი მოქალაქეები (ანუ ზემოთ აღნიშნული ქვეყნების გარდა) ან სხვა პირები, რომლებიც ლეგალურად იმყოფებიან ამ ქვეყნების ტერიტორიაზე და რომლებმაც შეასრულეს შემდეგი პირობები:

1.პირველად დარეგისტრირდნენ WhiteBIT ბირჟაზე ან უკვე არიან მისი მომხმარებლები,

2. WhiteBIT ბირჟაზე გაიარეს ვერიფიკაცია ( KYC)

3. მიაღწიეს ქვემოთ მოცემული პირობებიდან ერთ-ერთს, WhiteBIT ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობისა და ბალანსის თვალსაზრისით:

3.1. VIP სტატუსის 0 დონიდან მე-2 დონეზე გადასასვლელად, აქტივობის პერიოდში სპოტით ვაჭრობის მოცულობამ უნდა მიაღწიოს არანაკლებ 50,000 USDT-ს (ეკვივალენტში), ხოლო ძირითადი (დაჰოლდილი WBT-ის ჩათვლით), სავაჭრო და კოლატერალური ბალანსები უნდა შეადგენდეს სულ მცირე 5000 USDT-ს (ეკვივალენტში).

3.2. VIP სტატუსის 1 დონიდან მე-3 დონეზე გადასასვლელად, აქტივობის პერიოდში სპოტით ვაჭრობის მოცულობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 125,000 USDT-ს (ეკვივალენტში), ხოლო ძირითადი (დაჰოლდილი WBT-ის ჩათვლით), სავაჭრო და კოლატერალური ბალანსები უნდა შეადგენდეს სულ მცირე 7,500 USDT-ს (ეკვივალენტში).

3.3. VIP სტატუსის მე-2 დონიდან მე-4 დონეზე გადასასვლელად, აქტივობის პერიოდში სპოტით ვაჭრობის მოცულობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 250,000 USDT-ს (ეკვივალენტში), ხოლო ძირითადი (დაჰოლდილი WBT-ის ჩათვლით), სავაჭრო და კოლატერალური ბალანსები უნდა შეადგენდეს სულ მცირე 10, 000 USDT-ს (ეკვივალენტში).

3.4. VIP სტატუსის მე-3 დონიდან მე-5 დონეზე გადასასვლელად, აქტივობის პერიოდში სპოტით ვაჭრობის მოცულობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 500,000 USDT-ს (ეკვივალენტში), ხოლო ძირითადი (დაჰოლდილი WBT-ის ჩათვლით), სავაჭრო და კოლატერალური ბალანსები უნდა შეადგენდეს სულ მცირე 15, 000 USDT-ს (ეკვივალენტში).

3.5. WhiteBIT ბირჟაზე VIP დონის გასაზრდელად სხვა ბირჟის VIP სტატუსის დონეზე, აუცილებელია WhiteBIT-ის მხარდაჭერის გუნდს მიეწოდოს 30-დღიანი სავაჭრო მოცულობის სქრინები.
მნიშვნელოვანია! ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, მონაწილის VIP დონე გაიზრდება 2 დონით, WhiteBIT ბირჟაზე მისი ამჟამინდელი დონიდან.

4. შეავსეს Google ფორმა, სადაც მითითებულია მათი WhiteBIT ბირჟის ნიკნეიმი და სხვა ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობის სქრინები (აუცილებელია 3.5 პირობის შესრულების შემთხვევაში).

აქციის პირობები უნდა შესრულდეს მისი მიმდინარეობის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია! აქციის დროს აკრძალულია მრავალი ანგარიშის გამოყენება. მრავალი ანგარიშის მქონე მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება. თუ სხვა რამ არ არის წერილობითი შეთანხმებული, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში. აკრძალულია მრავალი ანგარიშის (მულტი ანგარიშების) გამოყენება ან აფილირებულ მომხმარებლებთან თანამშრომლობა შეკვეთების მანიპულირებისთვის და გამოიწვევს ყველა ანგარიშის დახურვას მფლობელის თანხმობის გარეშე. მრავალი ანგარიშის შექმნის შემთხვევაში, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას დახუროს მეორე და ნებისმიერი შემდგომ შექმნილი მულტი ანგარიშები.

აქციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ორგანიზატორის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს ან აგენტებს და მათ ნათესავებს (პირველი და მეორე ხარისხის). თუ პრიზის მიწოდების დროს დადგინდა, რომ პირი, რომელიც მონაწილეობდა აქციაში, არ ჰქონდა ამის უფლება ამ წესების შესაბამისად, ასეთ პირს არ გადაეცემა პრიზი.

აქციის მონაწილეები, რომლებმაც შეასრულეს ყველა პირობა, ავტომატურად ხდებიან გამარჯვებულები და მიიღებენ მათ VIP დონეს 2 დონით გაზრდილი WhiteBIT ბირჟაზე.

აქციის გამარჯვებულთა მაქსიმალური შესაძლო ჯამური რაოდენობა შეუზღუდავია.

ერთ გამარჯვებულს შეუძლია მიიღოს ერთი პრიზი.

აქციის შედეგების საფუძველზე 2024 წლის 30 იანვრიდან 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ორგანიზატორი აყალიბებს გამარჯვებულთა სიას. 2024 წლის 9 თებერვალს გამარჯვებულთა სია გამოქვეყნდება ამ სტატიაში WhiteBIT ბლოგზე (https://blog.whitebit.com/).

ორგანიზატორ პრიზების ჩარიცხვას WhiteBIT კრიპტო ბირჟაზე განახორციელებს WhiteBIT ბლოგზე გამარჯვებულთა სიის გამოქვეყნების დღიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში,2024 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

ორგანიზატორი გამარჯვების შესახებ ელ.ფოსტით აცნობებს გამარჯვებულებს მათ WhiteBIT ანგარიშებზე რეგისტრირებული მისამართის გამოყენებით, პრიზების დარიცხვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

პრიზის შეცვლა შეუძლებელია

გამარჯვებული იღებს პრიზს უფასოდ. პრიზი არ შეიძლება შეიცვალოს მისი ფულადი ეკვივალენტით. აქციის გამარჯვებულს არ აქვს უფლება მოითხოვოს სხვა კომპენსაცია ორგანიზატორისგან. ორგანიზატორი არ ეკისრება საგარანტიო ვალდებულებებს ამ აქციის ფარგლებში მიღებულ პრიზთან დაკავშირებით და წინამდებარე წესების და პირობების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულები არ მიიღებენ მათ კუთვნილ პრიზს, ან რაიმე სხვა სირთულე შეექმნებათ, ისინი უნდა დაუკავშირდნენ ონლაინ მხარდაჭერის გუნდს https://whitebit.com-ზე, ან ელექტრონული ფოსტით support@whitebit.com არაუგვიანეს 2024 წლის 29 თებერვლისა. თუ გამარჯვებულები პრიზის მიუღებლობის გამო არ დაუკავშირდებიან ორგანიზატორს ზემოთ მითითებული არხებით, მითითებულ თარიღამდე, ისინი დაკარგავენ პრიზის მიღების უფლებას.

აქციის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები ვერ გადასცემენ პრიზის მიღების უფლებას მესამე პირებს.

აქციის გამარჯვებულს უფლება აქვს უარი თქვას პრიზზე.

ორგანიზატორი არ ანაზღაურებს გამარჯვებულის დამატებით ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია პრიზის მიღებასთან. პრიზის მიმღები გამარჯვებულების შემოსავლის დაბეგვრა ხდება მონაწილე ქვეყნების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აქციაში მონაწილეობით, მონაწილეს ესმის და ეთანხმება, რომ მის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონაწილის პირადი მონაცემების ჩათვლით, შეიძლება დამუშავდეს ორგანიზატორის ან მის მიერ ჩართული მესამე მხარის მიერ აქციის მიზნებისთვის და განახორციელოს მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება. (კერძოდ, მაგრამ არა ექსკლუზიურად, აქციის შედეგების შესახებ ინფორმირება, როგორც რეკლამირებით, ასევე სხვა გზით), ასევე შემდგომი შესაძლო, განსაკუთრებით სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის გაგზავნა მონაწილისთვის, ასევე შემდგომი ღონისძიებების/კონკურსების ან ორგანიზატორის აქციების/გათამაშების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა. ამ პირობების მოთხოვნების მიღებით, მონაწილეები ეთანხმებიან პერსონალური მონაცემების ამგვარ დამუშავებას ორგანიზატორის და/ან ორგანიზატორის მიერ უფლებამოსილი სხვა პირების მიერ და ადასტურებენ, რომ სრულად იაზრებენ და აქვთ აუცილებელი ცოდნა მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების მიზნების და ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ: https://whitebit.com/privacy-policy.

აქციაში მონაწილეობით მონაწილეები თანხმობას აცხადებენ მათი სახელებისა და გვარების მატერიალური ანაზღაურების გარეშე გამოყენებაზე, აგრეთვე თანხმობას აქციის სხვა წესების დაცვაზე. გამარჯვებულები თანხმობას აცხადებენ, მისცენ სარეკლამო ინტერვიუ აქციაში მონაწილეობის შესახებ მედიაში, მათ შორის, რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე გადაიღონ ფოტოები წარმოებისთვის, ფულადი კომპენსაციის გარეშე. ყველა ექსკლუზიური ინტელექტუალური საკუთრების უფლება ასეთ ინტერვიუებსა და ფოტოებზე ეკუთვნის ორგანიზატორს.

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები აქციის წესებსა და პირობებში. რაიმე ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე https://whitebit.com და ორგანიზატორის სოციალურ ქსელებში.

ორგანიზატორი არ შედის დავაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას აქციის მონაწილეებს შორის პრიზთან დაკავშირებით. ისეთი სიტუაციების შემთხვევაში, რომლებიც იძლევა ამ წესების ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას და/ან ამ წესებით არ რეგულირდება, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აქციის ორგანიზატორი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, აქციის ორგანიზატორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

აქციის ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, საფოსტო სერვისების, კერძოდ ელექტრონული ფოსტის, ნებისმიერი საწარმოს/დაწესებულების/ორგანიზაციის თანამშრომლების შეცდომებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლას აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორს შორის, ან იმ გარემოებების გამო, რის შედეგადაც საფოსტო გზავნილები არ იქნა მიღებული, დაგვიანებული, დაკარგული ან დაზიანებული იყო.

აქციაში გამოყენებული მრავალი ენის თარგმანში რაიმე შეუსაბამობის ან უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ თარგმანს და ანაცვლებს ყველა სხვა ვერსიას.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/