გამოიმუშავე პირველი $10 კრიპტოში
გეგმავ პირველ ნაბიჯებს კრიპტო სივრცეში? დაიწყე ბონუსით — 14 აპრილიდან ისარგებლე WhiteBIT-ის Starter Pack ბონუსით. დარეგისტრირდი დღესვე და მოითხოვე შენი პრიზები!
როგორ მიიღო ბონუსი?
- დარეგისტრირდი WhiteBIT Georgia-ზე
- გაიარე ვერიფიკაცია წარმატებით
- შეავსე ანგარიში პირველად მინიმუმ $20-ით
- შეასრულე მინიმუმ $20-ის მოცულობის სავაჭრო ოპერაცია
- თითოეულ მოწვეულ მეგობარზე მიიღე დამატებითი ბონუსი
შეასრულე ყველა დავალება, მიიღე პრიზები თითოეული ქმედებისთვის, შეაგროვე $10+ ბონუსი კრიპტოში!
Starter Pack ბონუსის მისაღებად საჭირო ნაბიჯები:
- მიიღე +$5-ის ექვივალენტი XRP-ში, რეგისტრაციისა და KYC ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში
- მიიღე +$3-ის ექვივალენტი XRP-ში, პირველი $20-ის ექვივალენტით ანგარიშის შევსების შემთხვევაში
- მიიღე +$2-ის ექვივალენტი XRP-ში, პირველი $20-ის ექვივალენტიანი სავაჭრო ოპერაციის შესრულების შემთხვევაში
- მიიღე +$1-ის ექვივალენტი XRP-ში, ყოველი მოწვეული მეგობრის შემთხვევაში
(უკვე ვერიფიცირებულ მომხმარებლებს, შეუძლიათ მიიღონ რეფერალის, პირველად შეტანისა და ვაჭრობის ბონუსები)
როდის აისახება ბონუსი:
რეგისტრაციისა და KYC-ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, +5$ ეკვივალენტი XRP-ში მომხმარებლებს აესახებათ 5-დან 10 სამუშაო დღის ვადაში.
დეპოზიტის ბონუსი +3$ XRP-ში, ვაჭრობის ბონუსი +2$ XRP-ში და მეგობრების მოწვევის ბონუსი +1$ XRP-ში მონაწილეს აესახება ყოველი თვის დასრულებიდან 5-დან 10 სამუშაო დღის ვადაში.
Starter Pack ბონუსის გამარჯვებულებს შეატყობინება მიუვათ ელ-ფოსტაზე, რომელიც whitebit.ge-ზე რეგისტრაციისას გამოიყენეს, ბონუსების ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
“გამოიმუშავე პირველი $10 კრიპტოში!” — საერთო წესები და პირობები
აქციის ორგანიზატორია WhiteBIT Georgia, კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარეგისტრაციო ნომრით 40520217. კომპანიის იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71.
აქცია იწყება 2025 წლის 14 აპრილს, თბილისის დროით 00:00 საათზე (GMT+4).
აქციის ორგანიზატორთან დაკავშირება შესაძლებელია ელ.ფოსტით support@whitebit.ge, ან ვებ-გვერდზე https://whitebit.ge ჩათის საშუალებით.
აქციის ძირითადი მიზანი ბრენდ WhiteBIT Georgia-ს პოპულარიზაციაა.
აქცია არ განიხილება აზარტულ თამაშად, ლატარიად, აზარტული თამაშების სერვისად ან კონკურსად. წინამდებარე წესები და პირობები არ წარმოადგენს ბონუსის შეთავაზებას ან/და ბონუსის დაპირებას.
ინფორმაცია აქციის შესახებ მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ რეკლამის სახით.
მნიშვნელოვანია! აქციაში მონაწილეობისას აკრძალულია ბირჟაზე ერთზე მეტი ანგარიშის რეგისტრაცია, ასევე შიდა ტრანზაქციების განხორციელება ანგარიშიდან ანგარიშზე ხელოვნურად პირველი შევსების ინსცენირებისთვის. აღნიშნული წესის დარღვევა ავტომატურად გამოიწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას აქციიდან.
თუ ამავე წესებით სხვაგვარად არ არის დადგენილი, თითოეულ მონაწილეს შეუძლია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთხელ და ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში.
აკრძალულია ერთზე მეტი ანგარიშის გამოყენება (ერთზე მეტი ანგარიშები და/ან ქვეანგარიშები), მათ შორის თანამშრომლობა სხვა, აფილირებულ მომხმარებლებთან და/ან ქვეანგარიშების მომხმარებლებთან, ანგარიშების გახსნის ინიციირება ერთობლივად აქციაში უპირატესობის მოპოვების ან/და შედეგის მანიპულირების, არაკეთილსინდისიერი უპირატესობის ან/და აქციის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით. ნებისმიერი მსგავსი საეჭვო გარემოებების გამოვლენისას, ორგანიზატორი უფლებას იტოვებს ანგარიშის მფლობელის თანხმობის გარეშე დახუროს ნებისმიერი ასეთი ანგარიში. ამასთან, ანგარიშის დახურვა წარმოადგენს ორგანიზატორის ცალმხრივ დისკრეციას და უფლებას იტოვებს დამატებით არ განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება.
აქციაში მონაწილეობით, მონაწილე თანხმობას აცხადებს დამუშავდეს მისი პერსონალური მონაცემები აქციაში მონაწილეობის და მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად,
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარი გამორიცხავს აქციაში მონაწილეობას.
აქციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ორგანიზატორის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს ან აგენტებს და მათ ნათესავებს(პირველი და მეორე რიგის ნათესავებს).
თუ შედეგების შეჯამებისას ან/და ბონუსის გადაცემამდე დადგინდა, რომ პირი აქციაში მონაწილეობით არღვევდა წესებს, არ შეესაბამებოდა მას ან სხვაგავრად ცდილობდა გვერდი აეარა დადგენილი წესებისგან, ასეთი პირი დისკვალფიცირებულ იქნება და მას არ გადაეცემა ბონუსი. ამასთან, აღნიშნული უფლება წარმოადგენს ორგანიზატორის ცალმხრივ დისკრეციას და ორგანიზატორი უფლებამოსილია დამატებით არ განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება.
ერთ ბონუსის მიმღებს შეუძლია მიიღოს ყველა ზემოჩამოთვლილი პრიზი.
ბონუსის მიმღები იღებს პრიზს უფასოდ და გაცვლის შესაძლებლობის გარეშე. პრიზი არ შეიძლება შეიცვალოს მისი ფულადი ეკვივალენტით. აქციის ბონუსის მიმღებს არ აქვს უფლება მოითხოვოს სხვა კომპენსაცია ორგანიზატორისგან. ორგანიზატორი არ იღებს რაიმე საგარანტიო ვალდებულებას ამ აქციის ფარგლებში მიღებულ პრიზთან დაკავშირებით და წინამდებარე პირობებით განსაზღვრულ პირობებში. მიღებული პრიზი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
იმ შემთხვევაში, თუ ბონუსის გამარჯვებულებმა ვერ მიიღეს მათთვის განკუთვნილი პრიზი ან შეხვდნენ რაიმე სხვა სირთულეს, მათ უნდა დაუკავშირდნენ ონლაინ მხარდაჭერას ვებსაიტზე https://whitebit.ge ან ელ.ფოსტით მისამართზე support@whitebit.ge არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში ზემოთ აღნიშნული პირობების შესრულებიდან.
თუ გამარჯვებულები არ დაუკავშირდებიან ორგანიზატორს პრიზის მიუღებლობის შესახებ მითითებულ ვადაში, ისინი კარგავენ პრიზის მიღების უფლებას.
აქციის შედეგებით გამოვლენილი ბონუსის მიმღებები ვერ გადასცემენ პრიზის მიღების უფლებებს მესამე პირებს თუ მესამე პირი არ წარმოადგენს უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც შესაძლოა იყოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მარწმუნებლის სახელით პრიზის მიღების თაობაზე. აქციის ბონუსის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას პრიზზე. ორგანიზატორი არ ანაზღაურებს ბონუსის მიმღების პრიზის მიღებასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. პრიზის მიმღები ბონუსის მიმღებების შემოსავლის დაბეგვრა ხდება მონაწილე ქვეყნების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აქციაში მონაწილეობით, მონაწილე აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ნებაყოფლობით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონაწილის პირადი მონაცემების ჩათვლით, შეიძლება დამუშავდეს აქციის მზნებიდან და მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე, აქციის მონაწილე ასევე აცხადებს რომ იცნობს და ეთანხმება კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას რომელიც განთავსებულია ვებგ გვერდზე https://whitebit.ge/privacy-policy
ამავდროულად, აქციაში მონაწილეობით, მონაწილეები ადასტურებენ თანხმობას მათი გვარებისა და სახელების გამოყენებაზე ყოველგვარი მატერიალური ანაზღაურების გარეშე, ასევე თანხმობას აცხადებენ აქციის სხვა წესების დაცვაზე. ბონუსის მიმღებები ადასტურებენ თანხმობას, უზრუნველყონ სარეკლამო ინტერვიუები აქციაში მონაწილეობის შესახებ მედიაში, მათ შორის რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე გადაიღონ ფოტოები გრაფიკული მასალების შექმნისთვის, ყოველგვარი ფულადი კომპენსაციის გარეშე. ყველა ექსკლუზიური საკუთრების ინტელექტუალური საკუთრების უფლება ასეთ ინტერვიუებსა და ფოტოებზე ეკუთვნის ორგანიზატორს.
ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს აქციის პირობები და დრო. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მათ შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე https://whitebit.ge და ორგანიზატორის სოციალურ ქსელებში.
ორგანიზატორი არ მონაწილეობს პრიზთან დაკავშირებით აქციის მონაწილეთა შორის წარმოშობილ დავაში. წესებსა და პირობებში ორაზროვნებისას ორგანიზატორი უზრუნველყოფს შესაბამის ინტერპრეტაციას, რაც წარმოადგენს ორგანიზატორის ცალმხრივ დისკრეციას. აქციის მონაწილეთა შესაფერისობის, ასევე აქციის მონაწილეთა ქმედებების ამ წესებთან თავსებადობის დადგენა ასევე წარმოადგენს ორგანიზატორის ცალმხრივ დისკრეციას და არავინაა უფლებამოსილი ეჭვქვეშ დააყენოს იგი, მათ შორის ორგანიზატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონაწილის დისკვალიფიკაციაზე, პრიზის ჩამორთმევაზე და სხვა. ორგანიზატორი უფლებამოსილია მიუთითოს მონაწილეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და არ გააკეთოს დამატებითი განმარტებანი.
აქციაში გამოყენებულ რამდენიმე ენაზე თარგმანებს შორის რაიმე შეუსაბამობის ან უზუსტობის შემთხვევაში, ქართული თარგმანი ჩაითვლება უპირატესად და ანაცვლებს ყველა სხვა ვერსიას.