გილოცავთ WhiteBIT-ის 5 წლის იუბილეს!
1800 დღე — 43 200 საათი — 2 592 000 წუთი — 155 520 000 წამი — ეს მხოლოდ დასაწყისია!
ხუთი წელი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ WhiteBIT-ის მიერ დროის ამ მონაკვეთში განვლილი გზა — ეს ჩვენი საერთო მოგზაურობის, უწყვეტი განვითარებისა და წარმატების ნაწილია. ამ ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ მხოლოდ ბლოკჩეინის განვითარების საერთაშორისო კომპანია კი არ დავაარსეთ, არამედ ჩამოვაყალიბეთ ქომუნითი, რომელიც დღითი დღე ცვლის ინდუსტრიის სახეს და აძლიერებს მას მაღალი პროფესიონალიზმით.
2018 წელი — დრო, როდესაც კრიპტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ბევრისთვის რთულ ტერმინებად აღიქმებოდა და მათი გაგება მხოლოდ IT პროფესიონალებს შეეძლოთ. ამ სირთულის საპასუხოდ, მოხერხებულობა, სიმარტივე და უსაფრთხოება გახდა ხარკოვში, ჩვენი პატარა სტარტაპის პირველი პროდუქტის — სპოტით ვაჭრობის სერვისის შექმნის საფუძველი, საიდანაც დაიწყო ის, რასაც ახლა WhiteBIT-ი წარმოადგენს. სახელი WhiteBIT მიზანმიმართული არჩევანი იყო სადაც „White” ნაცრისფერი და შავი ბაზრის საპირწონეა. ეს სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს ერთგულებას პატიოსნების, ღიაობისა და გამჭვირვალობისადმი. მას შემდეგ ჩვენ ამ წესების დაცვით ვვითარდებით და წინ მივიწევთ გლობალურ კრიპტო ბაზარზე.
2023 — ეს წელი WhiteBIT- ისთვის მნიშვნელოვანი მოგზაურობაა. კრიპტო ენთუზიასტების ჯგუფიდან WhiteBIT-ი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანიად 1000-ზე მეტი თანამშრომლით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დეველოპერების გუნდით — მსოფლიოში დეველოპერების ყველაზე გავლენიან გუნდებს შორის. მომავლის ტექნოლოგიების სფეროში ნამდვილი ექსპერტების შემადგენლობით, ამ თავდადებულ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი მოვლენები გავიარეთ, მათ შორის ბიტკოინის მესამე ჰალვინგი, ცვლილებები ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებში, პანდემიის გამოწვევები და კრიპტოზამთარი. ძალიან ვამაყობ, რომ გუნდის თითქმის მთელი ბირთვი, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო, ისევ ჩვენთანაა.
დღეს WhiteBIT-ი არის ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო ბირჟა ევროპაში, რომელსაც აქვს ლიცენზიები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სპოტით ვაჭრობის ერთი სერვისიდან, რომელშიც 20 პოპულარული სავაჭრო წყვილი შედის, ჩვენ გადავიზარდეთ მთლიან ეკოსისტემაში, რომელიც WhiteBIT კრიპტო ბირჟის გარდა მოიცავს: Whitepay — კრიპტო პროცესინგის სერვისს, WhiteSwap — დეცენტრალიზებულ ბირჟას, WhiteEX — ფიზიკურ ბარათებს ბალანსის შესავსებად, GN Crypto — კრიპტო ინდუსტრიის ახალი ამბების პორტალს, ByHi Show — მსოფლიოში პირველ გასართობ შოუს ბლოკჩეინის ინდუსტრიის შესახებ, white.market — ინოვაციურ P2P ბაზარს CS:GO სქინებით ვაჭრობისთვის, WhiteBIT Coin-ს (WBT) და საკუთარ ბლოკჩეინს, WB network.
WhiteBIT- ის ყოველი ნაბიჯი აწესებს დონეს და ჩვენი ხუთწლიანი მუშაობის განმავლობაში დავისახეთ პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს წარმატებას:
- მომხმარებლები. ჩვენმა მომხმარებლებმა მთელს მსოფლიოში 4 მილიონს გადააჭარბა, რაც ჩვენს მიმართ დამსახურებული ნდობის დასტურია. მუდმივი დიალოგი ჩვენს აუდიტორიასთან საშუალებას გვაძლევს გარდავქმნათ მათი მოთხოვნები და იდეები ხელშესახებ ინოვაციებად და ამავე დროს ვიყოთ საიმედო, გამჭვირვალე და კომფორტული.
- უსაფრთხოება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების გარანტია და ფინანსური ტრანზაქციების დაცვა. CER.live-ის მიხედვით, WhiteBIT მესამე ადგილს იკავებს ყველაზე უსაფრთხო კრიპტოვალუტის ბირჟებს შორის, ხოლო Hacken-ის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა აუდიტმა WhiteBIT-ს პრესტიჟული AAA რეიტინგი მიანიჭა, რაც მას მეორე ყველაზე უსაფრთხო ბირჟად აქცევს მსოფლიოში.
- ტექნოლოგიები. ჩვენ ვქმნით პლატფორმის ხარისხის უმაღლეს სტანდარტს მილიონობით მომხმარებლისთვის — In-house გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების შექმნის გზით. რეალურად, ეს არის მთლიანი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგი კვირების და ზოგჯერ ათობით კვირის, თვეების და ათობით თვის განმავლობაში.
- პარტნიორობა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ ძლიერი პარტნიორობა, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ WhiteBIT- ის ისტორია, არამედ დაეხმარა მსოფლიოს, კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან მიახლოებაში. ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს გავლენას სპორტულ საზოგადოებაში: ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ბილეთების კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობიდან დაწყებული, ისეთ საკულტო კლუბებთან პარტნიორობით დამთავრებული, როგორიცაა „ბარსელონა“ და „ტრაბზონსპორი“. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან და ეროვნულ უნივერსიტეტთან „კიევ-მოჰილა აკადემიასთან“ ექსკლუზიური თანამშრომლობა ხელს უწყობს უკრაინაში კრიპტო-საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას.
- უკრაინისთვის — უკრაინა ჩვენი ინიციატივების სათავეშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერის სწრაფვას თავისუფლებისკენ. სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, კომპანიამ უკრაინას 415 მილიონზე მეტი გრივნა გადასცა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით განვახორციელეთ ინკლუზიური ინიციატივა სმენადაქვეითებულ პირთათვის, გავუშვით საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრი, ჩატბოტი და ასევე გადავეცით სასწრაფო დახმარების ნაკრები ქვეყნის გარეთ მყოფ უკრაინელებს. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ზრუნვას საქველმოქმედო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებზე, რაც აძლიერებს ჩვენს ერთგულებას უკრაინის კეთილდღეობისა და წარმატებისადმი.
ჩვენი გეგმები
ვიცი, რომ მომავალში კრიპტოვალუტა გახდება ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება მისი მასობრივი ინტეგრაციისთვის.
ჩვენ ვაშენებთ ხიდს ტრადიციულ ფინანსურ სისტემებსა და ბლოკჩეინს შორის. WB Network, WB Soul ეკოსისტემა და საგრანტო პროექტები მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე მნიშვნელოვანი — ჯერ კიდევ წინაა.
რა შესანიშნავი ხუთი წელი გავიდა! მადლობა ჩვენს წარმოუდგენელ გუნდს, ძლიერ კრიპტო ქომუნითის და ძვირფას პარტნიორებს. ჩვენ აქ ვართ დონის დასაწესებლად!
პატივისცემით,
ვოლოდიმირ ნოსოვი
WhiteBIT-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი