მეტი პრივილეგია WhiteBIT კოინის დაჰოლდვისთვის

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
3 min readMay 20, 2024

ჩვენი ბირჟის მშობლიური მონეტის დაჰოლდვა მრავალ უპირატესობას გთავაზობს: შემცირებული სავაჭრო საკომისიოებიდან დაწყებული SoulDrop-ის რეგულარულ ჯილდოებამდე. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისიამოვნოს უამრავი პრივილეგიით ჩვენი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობისას, ამიტომ სიხარულით გაცნობებთ დაჰოლდვის კიდევ ერთი დონის შესახებ!

ამრიგად, ჩვენ დავამატეთ WBT დაჰოლდვის კიდევ ერთი დონე, რომელიც არის ხიდი მეორე და მესამე დონეებს შორის და საშუალებას გაძლევს მიიღო მეტი სარგებელი WBT-ის მცირე რაოდენობის დაჰოლდვით.

WBT -ის დაჰოლდვის როგორი დონეები არსებობს?

განახლებამდე WhiteBIT კოინის დაჰოლდვის დონეები ასე გამოიყურებოდა და ჰქონდა შემდეგი უპირატესობები:

დაჰოლდვის ახალი სტრუქტურა და მისი უპირატესობები ასე გამოიყურება: ჩვენ დავამატეთ დაჰოლდვის კიდევ ერთი დონე, რომელიც გულისმობს 1500 WBT-ის შენახვას, ახალი, მესამე დონის ნაწილად.

*გთხოვთ გაითვალისწინო, რომ მეორე დონის ფარგლებში მეიქერის საკომისიოზე ფასდაკლების პროცენტი 30%-მდე შემცირდა.

დაჰოლდვის ახალი დონე გულისხმობს WBT-ის ნახევარზე ნაკლები ოდენობის დაჰოლდვით მეტი სარგებლის მიღებას, კერძოდ, გაზრდილ რეფერალურ განაკვეთს, მეტი ERC20/ETH ტოკენის უფასო გატანას და AML შემოწმებებს.

ტოკენის გატანა და AML შემოწმებები ალბათ გასაგებია, ამიტომ აქვე შეგახსენებთ რეფერალური პროგრამისა და SoulDrop უპირატესობების შესახებ.

WhiteBIT რეფერალური პროგრამის უპირატესობები

მეგობრებთან ერთად ტრეიდინგი ყოველთვის უფრო სახალისოა! სწორედ ამიტომ, ჩვენ დავნერგეთ დაჯილდოების სისტემა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იწვევენ მეგობრებს, მშობლებს, ნათესავებს ან უბრალოდ ნაცნობებს ჩვენს ბირჟაზე დასარეგისტრირებლად.

საკმარისია შენს მიერ არჩეულ პირებს გაუგზავნო რეფერალური ბმული, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ანგარიშის შესაქმნელად WhiteBIT-ზე. და შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივია — შენი რეფერალების მიერ გადახდილი ყოველი სავაჭრო საკომისიოდან შეგიძლია მიიღო თანხის 40%-დან 50%-მდე ყოველთვიურად! შენი რეფერალური ბმულის ნახვა შეგიძლია აქ. WBT-ის დაჰოლდვის გარეშე გარანტირებულად მიიღებ შენი რეფერალების მიერ გადახდილი ყოველი საკომისიოს 40%-ს.

და 40%-ზე მეტის მისაღებად, უნდა დაჰოლდო WhiteBIT კოინი. რაც უფრო მაღალია შენი დონე, მით მეტია პროცენტი, რომელიც ყოველთვიურად ჩაირიცხება WhiteBIT-ის შენს ძირითად ბალანზე!

ამრიგად, WBT Holding-ის და მასთან დაკავშირებული ბონუსების ახალი დონის დანერგვით, ჩვენ ვქმნით ხელსაყრელ პირობებს ჩვენი მომხმარებლებისთვის, რათა მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ინვესტიციები და მიიღონ მეტი სარგებელი WhiteBIT Coin-ით.

როგორ მივიღოთ ჯილდოები SoulDrop-ით?

გარდა სხვადასხვა მოსახერხებელი სავაჭრო მახასიათებლებისა, WhiteBIT ეკოსისტემა გთავაზობს შესაძლებლობას მიიღო ჯილდოები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ბირჟის ყველა რეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ მომხმარებელს შეუძლია შექმნას თავისი ციფრული იდენტობა — WB Soul — ჩვენს Whitechain ბლოკჩეინზე და საკმარისი WBT-ის დაჰოლდვით მიიღოს ყოველთვიური ჯილდოები!

SoulDrop ჯილდოების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, მიჰყევი ამ მარტივ ნაბიჯებს:

1. შექმენი შენი WB Soul ამ ბმულის მეშვეობით.

2. თუ ჯერ არ ჰოლდავ, დაჰოლდე შენი WBT. გახსოვდეს, მინიმალური თანხა SoulDrop-ში მონაწილეობისთვის არის 10 WBT.

რაც უფრო მაღალია შენი WBT დაჰოლდვის დონე, მით უფრო მეტ SoulDrop ჯილდოს მიიღებ.

SoulDrop-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილე დახმარების ცენტრის მასალა.

ამრიგად, WBT დაჰოლდვის ახალი დონის დამატებით, ჩვენ ვქმნით ხელსაყრელ პირობებს ჩვენი მომხმარებლებისთვის, რათა მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ინვესტიცია და მიიღონ მეტი სარგებელი ბირჟის პროდუქტების გამოყენებით.

შეთავაზებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მომგებიანი! თუ ჯერ არ გაქვს WBT, გადადი WBT Boost გვერდზე და შეიძინე იმდენი WBT, რამდენიც გსურს! სწორედ ამ გვერდის მეშვეობით შეგიძლია გადაიტანო WBT დასაჰოლდად და მიაღწიო შენი გამოცდილების ახალ დონეს WhiteBIT-თან ერთად!

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/