მოიგეთ კრიპტოვალუტა ივლისის აქტივობებში

ცხელი ზაფხული გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს აღფრთოვანებას საინტერესო და მომგებიანი აქტივობებით. წაიკითხეთ მომავალი გამოწვევების მიმოხილვა, აირჩიეთ ყველაზე შესაფერისი და შემოუერთდით მთელი თვის განმავლობაში!
5000 $ პირადობის ვერიფიკაციისთვის
ეს ჩვენი ბირჟის ტრადიციული აქტივობაა, თქვენ შეგიძლიათ 5000 $-ის საპრიზო ფონდის წილი მოიგოთ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ პლატფორმაზე რეგისტრაცია, ვერიფიკაიის პროცედურის გავლა და ფორმის შევსება. ეს ძალიან მარტივია!
ხანგრძლივობა: 1-დან 31 ივლისამდე (16:00 UTC)
საპრიზო ფონდი: 5000 USDT
გამარჯვებულები: 500
მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე.
მოიგეთ კრიპტოვალუტა ბირჟაზე რეგისტრირების პირველივე ნაბიჯებზე
რა არის იღბლიანი სტარტი კრიპტოვალუტის ბირჟაზე? ეს არის თითოეული გადადგმული ნაბიჯისთვის ჯილდოს მიღება! ციფრული აქტივების სამყაროში მოგზაურობა იწყება რეგისტრაციითა და ვერიფიკაციით, ჩვენ მზად ვართ ამისთვის პრიზები გავცეთ! და არა მხოლოდ ამისთვის. პირველი დეპოზიტი, პირველი ორდერი ან რეფერალური ბმულის გამოყენება, ყოველი „პირველი“ მოქმედებისთვის ჩვენს ბირჟაზე, მოგცემთ უფლებას მოიგოთ 5 $-ის ექვივალენტი ბიტკოინში. ამ უპირატესობით სარგებლობისთვის პირველ რიგში უნდა შეასრულოთ სულ მცირე ორი ნაბიჯი.
ხანგრძლივობა: 6-დან 31 ივლისამდე (16:00 UTC)
საპრიზო ფონდი: 1000 $
გამარჯვებულები: 500 შემთხვევითი მომხმარებელი
მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე.
ტოპ-ტრეიდერი
ეს აქტივობა მათთვისაა, ვისაც უყვარს ბლომად მოგება! გამოსცადეთ თქვენი ვაჭრობის უნარები, გაზარდეთ სავაჭრო მოცულობა სულ მცირე 5000 $-მდე ორი კვირის განმავლობაში. სამი მონაწილე უდიდესი სავაჭრო მოცულობით ამ დროის განმავლობაში დაჯილდოვდება 800, 500 და 200 $-ით, მათი შედეგების შესაბამისად. სხვა მომხმარებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ პირობებს, გაინაწილებენ 3500 $-ის საპრიზო ფონდს!
ხანგრძლივობა: 11-დან 24 ივლისამდე (16:00 UTC)
საპრიზო ფონდი: 5000 $
გამარჯვებულები: 3 მონაწილე უდიდესი სავაჭრო მოცულობით და ყველა მომხმარებელი, ვინც აკმაყოფილებს აქტივობის მოთხოვნებს.
მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე.
შეუერთდით ამ თვის ყველაზე მოთხოვნად აქტივობებს, მიიღეთ მეტი გამოცდილება და ჯილდოები.
WhiteBIT-ის გუნდი