რა არის Polygon (MATIC)?

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
2 min readSep 12, 2023

დღესდღეობით კრიპტო ინდუსტრიაში დაახლოებით 23 ათასამდე კრიპტოვალუტაა, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. მიუხედავად კრიპტოვალუტების დიდი რიცხვისა, არსებობს ციფრული აქტივები, რომლებზე მოთხოვნაც, სხვა ვალუტებთან შედარებით, უფრო მეტად მაღალია. მათ შორისაა Polygon-იც, რომელსაც, სხვაგვარად, MATIC-ადაც მოიხსენიებენ.

Polygon კრიპტოვალუტა და ასევე, ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელებს ერთმანეთთან აკავშირებს. Polygon, რომელსაც სხვაგვარად Ethereum-ის ბლოკჩეინების ინტერნეტსაც უწოდებენ, 2017 წელს, MATIC-ის სახელით შეიქმნა. ამ სტატიაში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ციფრულ აქტივთან დაკავშირებით და გაგაცნობთ მის ძირითად მახასიათებლებს, დადებით და უარყოფით მხარეებსა და სხვ.

რა არის Polygon (MATIC)?

Polygon კრიპტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, რომელიც Ethereum-ის ბლოკჩეინის საშუალებით ოპერირებს და Ethereum-ზე დაფუძნებულ პროექტებს ერთმანეთთან აკავშირებს. Polygon-ის პლატფორმის გამოყენებით, შესაძლებლობა გაქვთ, გაზარდოთ თქვენი ბლოკჩეინ პროექტის მასშტაბურობა და სუვერენიტეტი უსაფრთხო და მაღალსარგებლიანი Ethereum-ის ბლოკჩეინის პირობებში.

MATIC — ეს არის ERC-20 ტოკენი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სხვა Ethereum-ზე დაფუძნებულ ციფრულ ვალუტებთან თავსებადია. MATIC Polygon-ის ქსელის სამართავად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადა და ქსელში ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად გამოიყენება.

Polygon მოდიფიცირებულ Proof-of-Stake კონსენსუსის მექანიზმს იყენებს. აღნიშნული მეთოდი ქსელში ჩართული მონაწილეების შეთანხმებას გულისხმობს. კონსენსუსის მიხედვით, ისინი თანხმდებიან, რომ Polygon-ის ქსელის ტრანზაქციების ვალიდაციის სანაცვლოდ, მონაწილეები აქტივით არ ივაჭრებენ ან არ გაყიდიან მას. ისინი, ვინც Polygon-ის ქსელის ვალიდაციის პროცესს წარმატებით გაართმევენ თავს, MATIC-ით დაჯილდოვდებიან.

Polygon-ის ქსელის მიზანია Ethereum-ის პლატფორმასთან დაკავშირებული პრობლემები, მაღალი სატრანზაქციო საკომისიოები და პროცესინგის დაბალი სიჩქარე, გადაჭრას. პლატფორმა, დღესდღეობით, 7 000-ზე მეტ ბლოკჩეინ პროექტს უჭერს მხარს.

Polygon-ის დადებითი მხარეები

მას შემდგომ, რაც მიმოვიხილეთ, თუ რა არის Polygon და რა მიზანი აქვს მას, დროა, მის უპირატესობებზეც ვისაუბროთ.

  • Polygon მომხმარებლებს ტრანზაქციების სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. კონსენსუსის მექანიზმით, რომელიც ტრანზაქციის დადასტურების პროცესს ერთ ბლოკში ასრულებს, Polygon ტრანზაქციის პროცესინგის სიჩქარეს ინარჩუნებს (საშუალოდ, 2.1 წამი).
  • ტრანზაქციების საკომისიოები ყოველთვის დაბალია. Polygon-ის პლატფორმის გამოყენებისას, მომხმარებლებს, როგორც წესი, იმდენად მინიმალური საკომისიოს გადახდა უწევთ, როგორიცაა 0.01 აშშ დოლარი.

Polygon-ის უარყოფითი მხარეები

მიუხედავად მნიშვნელოვანი უპირატესობებისა, Polygon-ს თავისი სუსტი მხარეებიც აქვს, მათ შორის:

  • Polygon არ არის ავტონომიური ბლოკჩეინი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი Ethereum-ზეა დამოკიდებული და იმ შემთხვევაში, თუ Ethereum-ს რაიმე ტიპის პრობლემა შეექმნება ან არსებობას შეწყვეტს, Polygon-ის ლიკვიდურობის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად შეიცვლება, ფასი კი დავარდება.
  • აქტივის გამოყენების შეზღუდულობა. MATIC, როგორც წესი, არათუ ყოველდღიური გადახდებისთვის, არამედ პლატფორმის მართვისთვის, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად გამოიყენება.

როგორ მივიღოთ MATIC ტოკენი?

გამომდინარე იქიდან, რომ Polygon-ის ქსელი Proof-of-Work (PoW) კონსენსუსით არ ოპერირებს, Polygon-ის მაინინგით მოპოვებას ვერ შეძლებთ. ამის სანაცვლოდ, შესაძლებლობა გაქვთ Polygon-ის ქსელს შეუერთდეთ და შექმნათ ვალიდატორი ნოდი, რომელიც ტრანზაქციების დადასტურებისას კრიპტოს მოპოვების შესაძლებლობას მოგცემთ.

გარდა სტეიკინგისა, არსებობს დეცენტრალიზებული პლატფორმები, რომლებიც კრიპტოს გამომუშავების შესაძლებლობას გაძლევენ. მაგალითისთვის, Ethereum, Polygon, Polkadot და სხვ.

ამასთან, შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ MATIC ტოკენი ისეთ კრიპტო ბირჟებზე, როგორიცაა WhiteBIT ან იმავე მიზნისთვის, გამოიყენოთ WhiteBIT კოდები.

დაიწყეთ ვაჭრობა დღესვე, შემოუერთდით WhiteBIT-ს და დაიწყეთ კრიპტო მოგზაურობა ჩვენთან ერთად!

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/