ყველაზე მოტივირებული და მოხერხებული კლიენტების სტიმულირება: სტიმულირების აქციაში მონაწილეობის პირობები

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
4 min readMay 10, 2023

WhiteBIT საქართველო კრიპტო ბაზრის ყოველწლიური ივენთის გენერალური სპონსორი გახდა. ივენთი ჩატარდება 2023 წლის 20 მაისს. კრიპტო ბაზარმა პირველად გააერთიანა ქვეყნის გარშემო არსებული კრიპტო საზოგადოება. იგი 2021 წელს დაფუძნდა. კრიპტო ბაზარი კრიპტოთი დაინტერესებულ პირებსა და ინვესტორებს, როგორც დამწყებებს, ისე პროფესიონალებს, შესაძლებლობას აძლევს, განიხილონ კრიპტო ბაზართან, ინოვაციებთან, სიახლეებთან დაკავშირებული საკითხები, გაუზიარონ სხვა ინვესტორებს ახალი იდეები, მოსაზრებები და ა.შ.

კრიპტო ბაზრის ბილეთებით კლიენტთა სტიმულირების აქციას ახორციელებს WhiteBIT საქართველო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში,საიდენტიფკაციო ნომრით 40520217. კომპანიის ოფისი რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაჟა ფშაველას 71.

აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ყველა ქვეყნიდან, გარდა შემდგომი ქვეყნებისა: ავღანეთი, ამერიკის სამოა, აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, გუამი, ირანი, იემენი, ლიბია, პალესტინა, პუერტო რიკო, სომალი, ჩრდ. კორეა, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, აშშ, სირია, სუდანი, სამხრეთი სუდანი, დნესტრისპირეთი, დროებით ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, მთიანი ყარაბაღი, ჩრდილოეთი კვიპროსი, დასავლეთი საჰარა, ამბაზონია, კოსოვო, ბელარუსის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და დროებითი ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები.

WhiteBit საქართველოსთან კონტაქტი შესაძლებელია: ლაივ ჩატით ვებ-გვერდზე — https://whitebit.ge

კლიენტების სტიმულირების პირობები:

აქციის პირობების სრულად დაკმაყოფილებისა და შეფასების საფუძველზე, ყველაზე მოხერხებულ და მოტივირებულ 10 (ათი) მომხმარებელს, გადაეცემა კრიპტო ბაზრის ივენთზე დასასწრები თითო ბილეთი.

აქციაში გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. აქციის მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული სიმარჯვის, მოხერხებულობის, საუკეთესო მოტივაციის მქონე მონაწილეების შერჩევა და მათი სტიმულირება.

სტიმულირების აქციაში მონაწილე პირებს წარმოადგენენ WhiteBIT საქართველოს მომხმარებლები 18 წლის ასაკიდან რომლებიც 2023 წლის 10 მაისის 10:00 საათიდან (UTC სასაათო სარტყელი) და 2023 წლის 14 მაისის 00:00 საათამდე (UTC სასაათო სარტყელი) დააკმაყოფილებენ მონაწილეობის შემდეგ კრიტერიუმებს:

  • პირველად დარეგისტრირდებიან WhiteBIT საქართველოს საიტზე ან მიუხედავად ზემოთ მოცემული თარიღისა და დროისა უკვე წარმოადგენენ WhiteBIT საქართველოს მომხმარებლებს და გავლილი აქვთ ვერიფიკაცია;
  • გამოიწერენ/მოიწონებენ სოციალური ქსელის WhiteBIT საქართველოს გვერდს — https://www.facebook.com/WhiteBitGeorgia/
  • გამოიწერენ ერთ-ერთი სოციალური მედიის WhiteBIT საქართველოს არხს, არჩევანის შესაბამისად (ტელეგრამი ან ინსტაგრამი);
  • შეავსებენ Google-ის ფორმაში არსებულ 5 ან მეტ შეკითხვას და წარმოადგენენ მოტივაციას თუ რატომ სურთ ბილეთის მიღება და ივენთზე გამგზავრება.

იმისათვის რომ WhiteBIT საქართველოს მიერ შეფასდეს თუ რომელი მონაწილეა ყველაზე მოხერხებული და მოტივირებული , რომელმაც ქვემოთ მოცემულ ყველა მოთხოვნა ჯეროვნად დააკმაყოფილა და წარმოადგინა საუკეთესო და შთამბეჭდავი მოტივაცია, დადგენილია შემდეგი შეფასების კრიტერიუმები:

  • ტექსტი დაწერილია გამართულად, დასაბუთებულია მომხმარებლის სურვილი, დაესწროს ივენთს.
  • ტექსტი დაწერილია ქართულად და მარტივად კითხვადია.
  • მომხმარებლის მოტივაცია და ინტერესი არის ნათლად ჩამოყალიბებული , და მათ შორის ლოგიკური დასაბუთებით ცალსახად იკვეთება ივენთზე დასწრების , კრიპტო-განათლებაზე წვდომის, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კრიპტოვალუტის შესახებ ცოდნის მიღებისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება.
  • არგუმენტაცია,თუ რაში გამოიყენებს მიღებულ ცოდნას.

ყველაზე მოხერხებულები და მოტივირებული მონაწილეები დასახელდებიან 2023 წლის 15 მაისს, Crypto Bazari-ის გადაცემაში. სია გამოქვეყნდება WhiteBIT საქართველოს ოფიციალურ ტელეგრამის არხზე და მათთან დაკავშირება განხორციელდება სოციალური ქსელის მეშვეობით, ოფიციალური Facebook გვერდიდან. https://www.facebook.com/WhiteBitGeorgia/,

თითო გამოვლენილ მონაწილეს ერთი ბილეთის მიღების შესაძლებლობა აქვს.

WhiteBit საქართველო–ში დასაქმებულებს, წარმომადგენლებსა და მათ ნათესავებს არ აქვთ სტიმულირების აქციაში მონაწილეობის უფლება. თუკი, აქციის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს დადგინდა, რომ აქციის მონაწილე პირს არ ჰქონდა აქციაში მონაწილეობის უფლება ზემოთ ხსენებული წესების შესაბამისად, ასეთ პირს არ აქვს ბილეთის მიღების უფლება.

WhiteBit საქართველოაქციის ყველაზე მოხერხებულ და მოტივირებულ მონაწილეებს 2023 წლის 15 მაისს, სოციალური ქსელი საშუალებით დაუკავშირდება. აღნიშნულმა მონაწილეებმა 2 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დაადასტურონ ბილეთების მიღება, თანხმობის სახით. წინააღმდეგობის შემთხვევაში , იგი ავტომატურად დაკარგავს შესაძლებლობას — მიიღოს ბილეთი.

აქციის ყველაზე მოხერხებულ და მოტივირებული მონაწილეები ბილეთებს მიიღებენ უფასოდ. ბილეთის ჩანაცვლება შეუძლებელია. მონაწილეს არ აქვს უფლებაბილეთის სხვა სახით კომპენსაცია მოითხოვოს. WhiteBIT საქართველოს არ ეკისრება რაიმე სახის საგარანტიო ვალდებულება აქციის ფარგლებში გაცემულ/გასაცემ ბილეთზე და არსებული წესებით განსაზღვრულ პირობებზე.

აქციის ყველაზე მოხერხებული და მოტივირებული მონაწილეები ბილეთის მიუღებლობის ან რაიმე სირთულის წარმოშობის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენს ონლაინ მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისს — https://whitebit.ge — ზე. თუკი მონაწილე19.05-მდე 12:00 UTC საათამდე შექმნილ სირთულეებზე არ დაუკავშირდება WhiteBIT საქართველოს გუნდს მომხმარებელი ბილეთის მიღების უფლებას კარგავს.

აქციის ყველაზე მოხერხებულ და მოტივირებულ მონაწილეებს არ აქვთ უფლება, რომ თავიანთი პრიზი მესამე პირს გადასცენ.

მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას პრიზზე.

WhiteBIT საქართველო არ იღებს ბილეთის გადაცემასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების კომპენსიაციაზე პასუხისმგებლობას. ყოველგვარი გადასახადი, რომელიც ბილეთის გადაცემასთანაა დაკავშირებული, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

WhiteBIT საქართველო იტოვებს უფლებას, რომ შეცვალოს წინამდებარე აქციის ნებისმიერი პირობა. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაციის ნახვა შესაძლებელი იქნება WhiteBIT საქართველოს ვებსაიტზე ან WhiteBIT საქართველოს სოციალურ ქსელებში.

WhiteBIT საქართველო არ ერევა, და არ იღებს პასუხისმგებლობას იმ გაურკვევლობასა და წინააღმდეგობაში, რაც, შესაძლოა, მონაწილეებს შორის წარმოიშვას. იმ შემთხვევებში, თუკი წინამდებარე პირობები ორაზროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა ან/და ამ პირობებით დაურეგულირებელ საკითხებს შეეხება, WhiteBIT საქართველო იტოვებს უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შებსამისად. ამავდროულად, WhiteBIT საქართველოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

WhiteBIT საქართველო არ არის პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირის მათ შორის სატელეკომუნიკაციო კომპანიების, საფოსტო სერვისების, კერძოდ, ელექტრონული ფოსტის, ნებისმიერი დაწესებულების/ორგანიზაციის თანამშრომლების შეცდომებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლას მონაწილეებს შორის. ასევე WhiteBIT საქართველო სხვა კომპანიებისა ან და უფლებამოსილი პირის სერვისების გაუმართაობიდან და მათთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე, არ იღებს პასუხისმგებლობას,მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, ყველაზე მოტივირებულმა და მოხერხებულმა რომელიმე მონაწილემ ვერ მიიღოს შეტყობინება ბილეთის გადაცემასთან დაკავშირებით.

მომხმარებელთა პერსონალური და სხვა მონაცემების დამუშავება

აქციაში მონაწილეთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება ყველაზე მოტივირებული და მოხერხებული კლიენტების იდენტიფიცირების სტიმულირების, მარკეტინგული, სარეკლამო, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნით, და მოიცავს შემდეგ მონაცემებს: მომხმარებლის სახელი გვარი, სოციალური ქსელის მისამართი, ვებსაიტზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი.

აქციაში მონაწილეობით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი და ელ ფოსტა მათ შორის მონაწილეობის კრიტერიუმების თანახმად მომხმარებლის შესახებ და მომხმარებლისგან მიღებული შემდეგი ინფომაცია: დარეგისტრირების დრო,ინფორმაცია ვერიფიკაციის შესახებ, დრო როდესაც მოიწონებენ WhiteBit საქართველოს გვერდს https://www.facebook.com/WhiteBitGeorgia/,

ასევე დრო როდესაც გამოიწერენ სოციალური მედიის რომელიმე არხს რაც მოცემულია მონაწილეობის კრიტერიუმებში, GOOGLE ფორმატში შევსებულ შეკითხვები და მოტივაცია.

დამუშავდება მონაცემთა დამმუშავებლის WhiteBIT საქართველოს ან მის მიერ ჩართული უფლებამოსილი პირის მიერ. აქციის ჯეროვნად განხორციელებისათვის შემდეგი მიზნით: მონაწილე მომხმარებელთა იდენტიფიცირება, ყველაზე მოტივირებული და მოხერეხებული მონაწილეების იდენტიფიცირება, მათთან დაკავშირება (მათ შორის ალტერნატიულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან სმს საშუალებით) და ბილეთების გადაცემა..

მომხმარებლები წინამდებარე აქციაში მონაწილეობით თანხმობას აცხადებენ, რომ გაეცნენ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების მიზნებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას რაც განტავსებულია შემდეგ ლინკზე: https://whitebit.com/ru/privacy-policy.

გარდა ზემოთ არნიშნულისა ყველაზე მოტივირებული და მოხერხებული მონაწილებილეთის მიღებით თანხმობას აცხადებს, რომ მისი მონაცემები, როგორც ზემოთ მოცემული აქციის ფარგლებში გამოვლენილი პირისა შესაძლოა პერიოდულად დამუშავდეს სეგმენტირებულად, ამასთანავე მისი– სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ ფოსტა დამუშავდება, პირდაპირი მარკეტინგის მიზნითაც, როგორიც არის სარეკლამო ხასიათის, WhiteBit საქართველოს მიერ დაანონსებული სხვადასხვა ივენთების შესახებ შეტყობინებების დაგზავნა.

ყველაზე მოტივირებული და მოხერხებული მონაწილეები ასევე აცხადებენ თანხმობას, WhiteBIT საქართველოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყონ სარეკლამო ინტერვიუების აქციაში მონაწილეობის შესახებ მედიაში, განსაკუთრებით რადიოსა და ტელევიზიაში. ასევე, ადასტურებენ, რომ ყოველგვარი დამატებითი ფულადი ანაზღაურების/ჰონორარის გარეშე საჭიროების შემთხვევაში, გადაუღონ ფოტოსურათი (ფულადი ანაზღაურების გარეშე) გრაფიკული მასალების შექმნისთვის და სოციალურ ქსელებში, ვებ გვერდზე, სარეკლამო მარკეტინგულ მასალებზე განსათასებლად. ყველა ექსკლუზიური ინტელექტუალური საკუთრების უფლება ასეთ ინტერვიუებსა და ფოტოებზე ეკუთვნის WhiteBIT საქართველოს.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/