ყველაფერი WB Network Foundation-ის შესახებ
სიხარულით გაცნობებთ რომ WB Network Foundation საგრანტო პროგრამა სულ მალე გააქტიურდება. მისი მიზანი ახალი პროექტების მოძიებაა, რომლებიც ჩვენი პლატფორმის საშუალებით განხორციელდება. შენი წვლილი ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია — შენ დაგვეხმარები ჩვენი ბირჟის გაფართოებაში, ჩვენ კი იდეის განვითარებაში. განაგრძე კითხვა და გაიგე მეტი ახალი პროგრამის შესახებ!
მოკლედ ჩვენზე და ჩვენი მისიის შესახებ
WhiteBIT ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო ბირჟაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. ჩვენთვის უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და მუდმივი განვითარება პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ბლოკჩეინი მომავლის ტექნოლოგიაა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ შევქმენით WB Network — ჩვენი ბლოკჩეინი, რომელიც ცხოვრებას ყოველდღიურად უფრო მეტად ამარტივებს და უკეთესს ხდის.
ჩვენ ვიცით, რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს ახალი ტექნოლოგიები, ამიტომაც მიზნად ვისახავთ ბარიერების მოშლას საზოგადოებასა და კრიპტო ინდუსტრიას შორის. როგორ? ჩვენ ვქმნით, როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მომხმარებლებზე მორგებულ პროდუქტს.
რა არისWB Network Foundation?
ეს არის საგრანტო პროგრამა პროექტებისთვის, რომლებიც ჩვენს მიზანს — ბლოკჩეინ და Web3 ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და განხორციელებას იზიარებენ. პროექტები უნდა იყოს გამოსადეგი, თუმცა, ჩვენ არ ვზღუდავთ მონაწილეებს ფორმატებში: ეს შეიძლება იყოს საინტერესო ინსტრუმენტი, ჩვენი პროდუქციის წარმატებული დანერგვა ბიზნესში და ა.შ. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ დეველოპერებთან, დიზაინერებთან, მეცნიერებთან, მასწავლებლებთან, საზოგადო მოღვაწეებთანა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან. პროექტი შესაძლოა განვითარების ნებისმიერ ფაზაში იყოს, თუმცა, თუკი იგი ჩვენი ბირჟის ღირებულებებს იზიარებს, სიამოვნებით ვიზრუნებთ მის განვითარებასა და განხორციელებაზე.
რა ტიპის გრანტები არსებობს?
ამ დროისთვის, WB Network Foundation-ის ფარგლებში ორი ტიპის გრანტს განვასხვავებთ:
- სტარტაპებისთვის. ეს ვარიანტი ახალ პროექტებზე, სტარტაპებსა და ინდივიდებზეა მორგებული. ამ კატეგორიაში გრანტები შედარებით მცირეა, თუმცა, განაცხადის შევსება და პროცესი ბევრად მარტივია. განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიღებიდან დაახლოებით 2–4 კვირის შუალედში შეგატყობინებთ.
- ბიზნესებისთვის. ამ ტიპის გრანტი ამბიციური და დიდი მასშტაბის პროექტებისთვისაა განკუთვნილი. ამ შემთხვევაში, ფინანსური უზრუნველყოფა არ არის შეზღუდული, თუმცა, პროექტი დეტალური შემოწმების, მასშტაბების განხილვისა და მისი სრული პოტენციალის მიღწევის შესახებ მსჯელობის პროცესებს გაივლის.
რა ეტაპების გავლა მოუწევს პროდუქტს ჩვენი გრანტის მისაღებად?
გრანტის მისაღებად ოთხი მთავარი ეტაპის გავლა მოუწევთ პროექტებს:
- განაცხადი. პირველ რიგში, ჩვენს ვებ-გვერდზე უნდა შეავსოთ ფორმა და პროექტის მიზნების, გეგმებისა და შენი მოტივაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მოგვაწოდო.
- პროექტის შეფასება. თუ შენი პროექტი ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მისი შეფასების ნაწილზე გადავალთ. შესაძლოა, ამ პროცესში, დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ან გარკვეული ცვლილებების შეტანა გთხოვოთ.
- გადაწყვეტილების მიღება. შემოთავაზების საბოლოო ნაწილზე გადასვლისას, ჩვენს შეფასებაზე დაყრდნობით, გადაწყვეტთ შენთვის გადმოსაცემ გრანტს. დალოდების დრო სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული და შესაძლოა რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.
- აქტივაცია. ამ ეტაპზე, ჩვენი მხრიდან ყველა დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს და შენ გრანტი გადმოგეცემა. შენ გეყოლება საკონტაქტო პირი, რომელიც პროექტის განვითარებაში დაგეხმარება.
თუ ფიქრობ, რომ შენი პროექტი ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გსურს გამოიყენო ახალი შესაძლებლობები, შემოგვიერთდი დღესვე!