ყველა მახასიათებელი, რომლის შესახებ შესაძლოა არ იცოდე

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
6 min readNov 20, 2023

ბოლო დროს ბევრი განახლება გვქონდა. დარწმუნდი, რომ შემოწმებული გაქვს ახალი ფუნქციები, მაგრამ ყველაფრის თვალყურის დევნება ალბათ ძნელია არა? სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ჩვენ შევკრიბეთ ყველა განახლება, რომელიც გაზრდის შენს გამოცდილებას ბირჟაზე და გახდის მას უფრო სწრაფს, უსაფრთხოს და მოსახერხებელს.

ანტი-ფიშინგი

შენ მიიღე წერილი WhiteBIT-ისგან. მართლა ჩვენი ბირჟიდანაა გამოგზავნილი? დაამატე ანტი-ფიშინგის კოდი და გაფანტე ეჭვები. ანტი-ფიშინგ ფუნქცია საშუალებას გაძლევს შენთვის სასურველი კოდი მიუთითო, რომელიც მხოლოდ შენ გეცოდინება. ის გამოჩნდება ნამდვილად WhiteBIT-ისგან გამოგზავნილ ყველა წერილში. ეს კოდი დაგეხმარება ელ.ფოსტის ფიშინგისგან დაცვაში და თაღლითური ქმედებების თავიდან აცილებაში. გაიგე მეტი ფიშინგის შესახებ სტატიაში და ჩართე ანტი-ფიშინგი ჩვენი დახმარების ცენტრის ინსტრუქციის მიხედვით.

კრიპტოვალუტის ფასების ტრეკინგის ვიჯეტი MacOS-ისთვის

ლეპტოპთან ზიხარ და გჭირდება სწრაფად შეამოწმო შენი საყვარელი კრიპტო წყვილის გაცვლითი კურსი? ამისათვის არ გჭირდება ბირჟის გახსნა — უბრალოდ დააყენე გაფართოება შენი MacBook ეკრანის შეტყობინებების ცენტრისთვის, რომელიც რეალურ დროში გაჩვენებს შერჩეული კრიპტოაქტივების ფასს.

კრიპტოვალუტის ფასების ტრეკინგის ვიჯეტი Apple Watch-ისთვის
იცოდი, რომ შეგიძლია თვალყური ადევნო ციფრული აქტივების ფასებს არა მხოლოდ macOS-ის, არამედ შენი საათის მეშვეობითაც? თუ არა, მაშინ წაიკითხე ინსტრუქცია შენს Apple Watch-ზე ვიჯეტის დაყენების შესახებ აქ.

ავტომატური გამოსვლის დროის დაყენება

თუ ბირჟას 24/7 არ იყენებ და არ გსურს სესიის მუდმივად ხელით დასრულება, ან გინდა, რომ საერთოდ დაივიწყო ამის შესახებ, დააყენე დრო, რომ ავტომატურად გამოხვიდე ანგარიშიდან 30 წუთის, 1 საათის, 8 საათის, 1 ან 7 დღის შემდეგ ან “არასდროს”, თუ საერთოდ არ გსურს შენი ანგარიშიდან გამოსვლა. ინსტრუქციები აქ არის.

AML ვერიფიკაციის გვერდი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ლეგალურ და კეთილსინდისიერ ოპერაციებს კრიპტოვალუტებით. ჩვენი AML ვერიფიკაციის გვერდი გაძლევს შესაძლებლობას სწრაფად გადაამოწმო საფულის მისამართი, რომელთანაც აპირებ ურთიერთობას. თითოეული გადამოწმება 1 USDTღირს, ხოლო გარკვეული ოდენობის WBT-ის დაჰოლდვის შემთხვევაში, გადამოწმება შეიძლება უფასო იყოს. რა არის AML, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორ შეამოწმო მისამართი ჩვენს ბირჟაზე, წაიკითხე აქ.

თეთრი სია

ფუნქცია “თეთრი სია“ საშუალებას გაძლევს შექმნა სანდო მისამართების სია შენი ტრანზაქციებისთვის, რაც უზრუნველყოფს შენი სახსრების გაძლიერებულ დაცვას, თუმცა შეზღუდავს შენს ტრანზაქციებს მხოლოდ თეთრ სიაში შეყვანილ მისამართებზე. ფუნქცია ხელმისაწვდომია “უსაფრთხოების” მენიუში, შენი ანგარიშის პარამეტრებში. წაიკითხე ჩვენს სახელმძღვანელოში, თუ როგორ დააყენო ფუნქცია „თეთრი სია“ (ქვესათაური „მისამართების მართვა“).

WhiteBIT არხის დადასტურება

არაოფიციალურ არხებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს. WhiteBIT Channel Verification ინსტრუმენტის საშუალებით შეძლებ გადაამოწმო, რომ ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური WhiteBIT მედია არხებიდან იღებ. გაიგე მეტი გადამოწმების პროცესის ყველა დეტალის შესახებ ჩვენს სტატიაში.

ნიკნეიმის შეცვლა

თუ ბირჟაზე შენი ნიკნეიმი არ მოგწონს, მისი შეცვლა ერთჯერადად შეგიძლია. როგორ და სად უნდა გააკეთო — ახსნილია აქ (ქვესათაური “ნიკნეიმი”).

ხმოვანი მხარდაჭერა

ჩატის და მხარდაჭერის მოთხოვნების საშუალებით კომუნიკაცია შეიძლება რთული იყოს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ხმოვანი მხარდაჭერაც — შეგიძლია დაგვირეკო და გვითხრა, რით შეიძლება დაგეხმაროთ ბირჟასთან ურთიერთობისას. როგორ გამოიყენო ეს ფუნქცია, წაიკითხე ამ სტატიაში.

ორდერების დათვალიერება

ეს ფუნქცია ასახავს სავაჭრო ორდერებს, რომელთა განთავსებაც ფასების დიაგრამაზე გსურს, ფუნქცია აჩვენებს ორდერის დეტალებს და მის ტიპს. ორდერების დათვალიერების ჩასართავად, დააწკაპუნე პარამეტრების სიმბოლოზე, რომელიც მდებარეობს სავაჭრო დიაგრამის პირდაპირ და მონიშნე შესაბამისი პუნქტის გვერდით მდებარე ველი.

ბირჟაზე შესვლა QR კოდით

თუ უკვე შესული ხარ ბირჟაზე მობილური აპლიკაციიდან და გჭირდება ვებ ვერსიაზე წვდომა, არ დაგჭირდება მომხმარებლის სახელის და პაროლის ხელახლა შეიყვანა. უბრალოდ, შესასვლელად დაასკანერე QR კოდი WhiteBIT მობილური აპლიკაციის გამოყენებით. მეტი ინფორმაცია ამ ფუნქციის შესახებ იპოვე აქ.

ავტორიზაცია Web3 საფულის გამოყენებით

იცოდი, რომ თუ Web3 საფულე გაქვს, ბირჟაზე მისი გამოყენებით შესვლას შეძლებ? ამისათვის უბრალოდ დააყენე ექსთენშენი ბრაუზერში და მიჰყევი ჩვენს სტატიაში მოცემულ ყველა ნაბიჯს ინსტრუქციებით.

ბალანსის შევსება Web3 საფულის გამოყენებით

Web3 საფულეების მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ ისინი არა მხოლოდ WhiteBIT-ში შესასვლელად, არამედ ბალანსის შესავსებადაც, სულ რამდენიმე დაწკაპუნებით. ინსტრუქცია იხილე აქ.

პერსონალიზებული მისამართი Unstoppable Domains-ით
ნუ დაკარგავ დროს ბლოკჩეინის საფულის გრძელი მისამართების აკრეფასა და დამახსოვრებაში; ამის ნაცვლად, გამოიყენე დომენის სახელი Unstoppable Domains-დან და მოარგე მისამართს შენი სურვილისამებრ, მაგალითად JohnW.bitcoin და სხვა. მეტის გასაგებად წაიკითხე სტატია.

რჩევები სავაჭრო გვერდის ინტერფეისის გამოყენებისას

ერთხელ გამოგრჩა ისინი და ახლა ვერ პოულობ, ან საერთოდ არ იცოდი მათ შესახებ?? ჩართე ინტერფეისის გამოყენების რჩევები სავაჭრო გვერდზე. ამისათვის ზედა მარჯვენა კუთხეში ინფორმაციის ნიშანს დააჭირე. როდესაც ეკრანზე ინფორმაციის მენიუ გამოჩნდება, “ინფორმატორების ჩვენება” აირჩიე.

WBT Owning/Holding-ში

WhiteBIT Coin (WBT) არის WB ქსელის ბლოკჩეინის მთავარი ქოინი, რომელიც ბირჟის მომხმარებლებს სხვადასხვა სარგებელს სთავაზობს. WBT-ის ფლობით, შეგიძლია ისარგებლო მნიშვნელოვანი ფასდაკლებით თეიქერისა და მეიქერის საკომისიოებზე. WBT Holding უზრუნველყოფს არა მხოლოდ საკომისიო ფასდაკლებას, არამედ ETH და ERC-20 ტოკენების უფასო დღიურ გატანას, უფასო ყოველდღიურ AML გადამოწმებებს, გაზრდილ რეფერალურ განაკვეთს, WhiteBIT Launchpad-ში მონაწილეობის შესაძლებლობას ბირჟის ახალი პროექტების ტოკენებზე ადრეული წვდომისთვის და კიდევ SoulDrop-ის მიღების შესაძლებლობას. მეტის გასაგებად ეწვიე WBT გვერდს.

ვაჭრობის ვიზუალიზაცია გვერდზე “ბაზრები”

ბაზრების გვერდზე აქტივების შესახებ ზოგადი ინფორმაციის ნახვა შეგიძლია, მათ შორის ფასის, ვაჭრობის მოცულობისა და აქტივების ფასების ზრდის ჩათვლით. გარდა ამისა, შეგიძლია აირჩიო ჩარტის ჩვენების ოფცია და ვიზუალურად ნახო აქტივების ვაჭრობის მოცულობები ერთმანეთთან მიმართებით.

შეტყობინება აქტივების დეპოზიტისა და გატანის ხელმისაწვდომობის შესახებ

როდესაც დეპოზიტისა და გატანის ღილაკები წითელია, ეს მიუთითებს, რომ თანხის შევსება და/ან გატანა ამჟამად მიუწვდომელია. ჯამური ბალანსის გვერდზე, შეგიძლია გამოიწერო შეტყობინებები ელ. ფოსტით, რათა მიიღო ინფორმაცია, როდესაც არჩეული აქტივის დეპოზიტი და გატანა ხელახლა გახდება ხელმისაწვდომი.

სავაჭრო საკომისიოები

მომგებიანი ვაჭრობა ჩვენი სპეციალობაა, რადგან საკომისიო ჩვენს ბირჟაზე 0,1%-ს არ აღემატება. დეპოზიტის, გატანისა და ვაჭრობის ყველა ხელმისაწვდომი საკომისიო იხილე აქ.

ფასის ცვლილების შეტყობინებები

შენს საქმეს აკეთებ და უცებ ბრახ! აქტივის ფასი შეიცვალა, შენ კი არაფერი იცი ამის შესახებ. სამწუხაროა… მაგრამ ასეთი სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელია ფასის ცვლილების შეტყობინების დაყენებით. სავაჭრო ტერმინალში, ინფორმაციის ცხრილის გვერდით, დააწკაპუნე ჩანართზე „შეტყობინებები“, შემდეგ ღილაკზე „დამატება“ და მიუთითე ფასი, რომლისთვისაც გინდა მიიღო შეტყობინება.

სახატავი ინსტრუმენტები სავაჭრო ჩარტისთვის

მონიშნე ყველაფერი, რაც გჭირდება სავაჭრო ჩარტის Basic ან Trading View-სთვის და მოარგე შენს საჭიროებებს. ამის გაკეთება სახატავი ინსტრუმენტების მეშვეობით შეგიძლია, რომელიც სავაჭრო ჩარტის ქვედა მარცხენა კუთხეშია.

კონვერტაციის გვერდი

ეს გვერდი ჯადოსნური ჯოხივითაა მათთვის, ვისაც სურს სწრაფად დააკონვერტიროს კრიპტოვალუტა ფიქსირებული კურსით. დახმარების ცენტრი გვერდზე გაიგებ, როგორ გამოიყენო კონვერტაციის ინსტრუმენტი .

FIO მისამართები

შექმენი ერთი პერსონალიზებული FIO მისამართი და დააკავშირე მასთან სხვადასხვა კრიპტოვალუტა, რათა მნიშვნელოვნად გაიმარტივო ცხოვრება და დაზოგო დრო. როგორ გააკეთო ეს, წაიკითხე სტატიაში.

ბოტები კრიპტოვაჭრობისთვის

გაიმარტივე ვაჭრობა ბოტებით, რომლებსაც შეუძლიათ პროცესის სრული ავტომატიზაცია. Bitsgap-თან და GoodCrypto-სთან თანამშრომლობის წყალობით, შეგიძლია ვაჭრობა ჩვენს ბირჟაზე მათი მოწინავე ბოტების გამოყენებით, ზემოთ მიმაგრებული ბმულების გამოყენებით. შეიტყვე მეტი კომპანიების, მათი ფუნქციონალობისა და ბოტთან დაკავშირების შესახებ.

ბაზრის სიღრმე

ის გიჩვენებს ყიდვა-გაყიდვის ყველა ორდერს ფასების თითოეულ დონეზე და ასახავს ორდერების მთლიან წიგნს დიაგრამის სახით. ამ კონცეფციის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღე ბლოგზე.

IOC და Post-Only ფუნქციონალი

ძირითადად Limit ორდერებს იყენებ? გააუმჯობესე შენი ვაჭრობა IOC ორდერისა და Post-Only გადამრთველის შესახებ ყველაფრის შესწავლით.

ორდერების წიგნში ორდერების ჯგუფების ჯამის გამოთვლა კურსორის ატარებისას

Market-ორდერის გამოყენებით დიდი ოდენობის აქტივის ყიდვა -გაყიდვისას, (განსაკუთრებით არაპოპულარულ აქტივებზე) ფასმა შეიძლება ჩამოიწიოს და არ შეესაბამებოდეს მითითებულ ღირებულებას. ეს ხდება იმის გამო, რომ სხვადასხვა ფასების დონეზე ორდერების რამდენიმე კლასტერის ყიდვა-გაყიდვა ერთდროულად ხდება. შენ შეგიძლია შეაფასო აქტივის ოდენობა და მისი საშუალო ფასი ორდერების წიგნში, ორდერების რამდენიმე ჯგუფში მათზე კურსორის ატარებით.

WhiteBIT კოდი

ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევს კრიპტო აქტივები ბირჟის საფულეებს შორის უფასოდ გადაიტანო. თანხები მომენტალურად, კოდის გააქტიურებისთანავე ირიცხება და კოდის დაცვა შესაძლებელია პაროლით. გამოყენების ინსტრუქცია იხილე აქ.

სწრაფი წვდომა WhiteBIT კოდების გვერდზე ბალანსის შევსების ფანჯრიდან

გააუმჯობესე შენი გამოცდილება ბირჟაზე. თუ შენ გაქვს გაუაქტიურებელი WhiteBIT კოდი, მაგრამ გინდა, ბალანსის შევსება, შეგიძლია გადახვიდე შევსების ფანჯრიდან პირდაპირ WhiteBIT კოდების ფანჯარაში და სწრაფად გაააქტიუროთ კოდი, მენიუში ამ განყოფილების ძებნის ნაცვლად.

ცნობა სახელმწიფო ვალუტების პროვაიდერების მუშაობის აღდგენის შესახებ

შენ აღარ გჭირდება იმის შემოწმება, როდის გახდება საბოლოოდ ხელმისაწვდომი ფიატის ვალუტის სასურველი პროვაიდერი თანხის ხელახლა შესატანად ან გასატანად. ჩართე შეტყობინებები შერჩეული ეროვნული ვალუტის ანაბრის ან განაღდების გვერდზე და დაელოდე ელ.წერილს. დეტალები იხილე აქ.

Push შეტყობინება ორდერის შესრულების შესახებ

აკონტროლე სიტუაცია და მიჰყევი შენი სავაჭრო გეგმების შესრულებას — ვებ ვერსიაში და აპლიკაციაში შესრულებული ორდერების შესახებ Push-შეტყობინებების დახმარებით. როგორც კი ბრძანება შესრულდება მაშინვე გეცოდინება. ყოველი შემთხვევისთვის, შეამოწმე, ჩართულია თუ არა შეტყობინებების მიღება აპში (შეტყობინებები → ზოგადი). გაითვალისწინე, რომ შეტყობინებები მოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა სრულად შესრულდა.

„მტვრის“ WBT კონვერტორი

უბრალოდ მკვლელი ფუნქციაა, რომელიც საშუალებას გაძლევს ამოისუნთქო კრიპტოვალუტის მწირი ნარჩენებისგან, რომლებიც მხოლოდ ხელს გიშლიან, მაგრამ უცვლელად ჩნდებიან შენს ბალანსზე. ამ ფუნქციის მეშვეობით ყველა 0.00452621 USDT და მსგავსი შეიძლება გარდაიქმნას WhiteBIT ქოინად. სცადე როგორ მუშაობს. ფუნქცია ხელმისაწვდომია ბირჟის სავაჭრო ბალანსზე.

მუქი თემა სავაჭრო ტერმინალისთვის

გადადი კრიპტო ვაჭრობის ბნელ მხარეს, ანუ ჩართე მუქი თემა WhiteBIT სავაჭრო ტერმინალში ვაჭრობის გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში, პარამეტრების სიმბოლოზე დაწკაპუნებით.

სისტემის მონაცემები

ცოდნა ძალაა. სისტემის მონაცემების გვერდზე ნახავ ინფორმაციას ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტების, თანხის განაღდების და დეპოზიტის სტატუსის, ბლოკის სიმაღლის, თანხის განაღდების დადასტურებების საჭირო რაოდენობაზე და სხვა.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/