BBO (Best-Bid-Offer) WhiteBIT-ზე : საუკეთესო ფასის ძიება შენი ორდერისთვის

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
3 min readMay 13, 2024

მთავარი:

  • BBO (Best-Bid-Offer) არის სავაჭრო ფუნქცია, რომელიც ორდერების წიგნში ავტომატურად განსაზღვრავს საუკეთესო ფასს გამყიდველისთვის (Ask) და მყიდველისთვის ( Bid ) და საშუალებას გაძლევს სწრაფად განახორციელო ვაჭრობა მოცემული მომენტისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.
  • ფუნქცია BBO WhiteBIT-ზე გთავაზობთ ორ მეთოდს საუკეთესო ფასის დასადგენად: ესენია „კონტრაგენტი“ და „რიგი“.

როგორ განვათავსოთ BBO ორდერი? — წაიკითხე სტატია დახმარების ცენტრში.

რა არის Best-Bid-Offer (BBO) და მისი მახასიათებლები?

Best-Bid-Offer (BBO) სავაჭრო ფუნქცია, რომელიც მიუთითებს ყველაზე მაღალ ფასზე, რომლითაც ვინმეს სურს შეიძინოს აქტივი და ყველაზე დაბალ ფასზე, რომლითაც ვინმეს სურს გაყიდოს აქტივი.

მოდით განვიხილოთ ორი ძირითადი კომპონენტი, რომლებსაც BBO ეყრდნობა:

1. საუკეთესო შესყიდვის ფასი (Best Bid) არის უმაღლესი ფასი, რომელიც მყიდველს სურს გადაიხადოს აქტივისთვის.

2. საუკეთესო გასაყიდი ფასი ( Best Ask/Best Offer) არის ყველაზე დაბალი ფასი, რომლითაც გამყიდველი მზად არის გაყიდოს აქტივი.

მაგალითად:

Best Bid: $51,800 USDT — არის ყველაზე მაღალი ფასი, რომლითაც მყიდველი მზადაა იყიდოს ბიტკოინი მოცემულ მომენტში.

Best Ask: $51,850 USDT — არის ყველაზე დაბალი ფასი, რომლითაც გამყიდველი მზადაა გაყიდოს ბიტკოინი მოცემულ მომენტში.

ეს ორი ფასი განსაზღვრავს საუკეთესო ყიდვა-გაყიდვის შეთავაზებას ბიტკოინის ბაზარზე ამ მომენტისთვის და მათ შორის სხვაობა, რომელიც ცნობილია როგორც „სპრედი“, არის $50.

BBO ოფციის გააქტიურებით ორდერების განთავსებისას, სისტემა ავტომატურად ირჩევს შესასრულებლად საუკეთესო საბაზრო ფასებს. ეს ფუნქცია მოსახერხებელია დინამიკური ბაზრის პირობებში, სადაც ფასები სწრაფად იცვლება. BBO-ს საშუალებით ტრეიდერებს შეუძლიათ მიიღონ ყველაზე ხელსაყრელი საბაზრო ფასები ორდერების წიგნის მუდმივი მონიტორინგისა და დროის დახარჯვის გარეშე.

როგორ მუშაობს ორდერები BBO ოფციით WhiteBIT-ზე?

BBO მეთოდით ორდერის განთავსებისას, ტრეიდერი ავალებს სისტემას შეასრულოს თავისი ორდერი იმ მომენტში ბაზარზე არსებული საუკეთესო (უფრო სწორად, ყველაზე მომგებიანი) ფასით ორი განსხვავებული მეთოდის გამოყენებით: „კონტრაგენტი“ და „რიგი“.

კონტრაგენტის მეთოდი (ორდერების წიგნის საპირისპირო ფასი): სისტემა ადგენს ორდერი ფასს საუკეთესო ხელმისაწვდომი საბაზრო ფასის დონეზე ორდერის წიგნის საპირისპირო მიმართულებით.

მაგალითად: თუ ტრეიდერი განათავსებს ყიდვის ორდერს, მისი ფასი დაწესდება ორდერის წიგნის ყველაზე დაბალ მიმდინარე ფასზე (ask). გაყიდვის ორდერის შემთხვევაში, მისი ფასი დაწესდება ორდერის წიგნის ყველაზე მაღალ შესყიდვის ფასზე (Bid).

● რიგის მეთოდი (ფასი ორდერების წიგნის მხარეს): სისტემა ადგენს ორდერის ფასს საუკეთესო ხელმისაწვდომი საბაზრო ფასის საფუძველზე ორდერის წიგნის იმავე მხარეს, საითაც თავად ორდერია.

მაგალითი: თუ ეს არის ყიდვის ორდერი, შეკვეთის ფასი დაწესდება ორდერის წიგნის უმაღლეს მიმდინარე შესყიდვის ფასზე (Bid). გაყიდვის ორდერისთვის კი მისი ფასი დაწესდება ორდერის წიგნში ყველაზე დაბალ გასაყიდ ფასზე (Ask).

რა განსხვავებაა ლიმიტ ორდერებს შორის BBO-სთან და მის გარეშე?

„ლიმიტ ორდერი BBO-სთან ერთად“ ნიშნავს, რომ ორდერი ავტომატურად დაარეგულირებს თავის ფასს Best Bid-Offer-ის მიხედვით. მეორეს მხრივ, „ლიმიტ ორდერში BBO-ს გარეშე“, შენ ხელით უნდა მიუთითო სასურველი ფასი, რომლითაც გსურს შეიძინოთ ან გაყიდო აქტივი, მიუხედავად მიმდინარე საბაზრო ფასებისა.

ორდერების უპირატესობები ВВО-სთან

BBO-ს გარეშე ლიმიტ ორდერის განთავსებისას, შენ დააწესებ ფასს, რომლითაც თავად გსურს ორდერის შესრულება. ეს ორდერი შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მითითებული ფასი ემთხვევა ბაზრის მიერ შეთავაზებულ ფასს.

ხოლო თუ ორდერის გაფორმებისას გაააქტიურებ BBO ფუნქციას, ორდერი შესრულდება არა მხოლოდ უფრო სწრაფად, არამედ ყველაზე ხელსაყრელი პირობებით. ეს არის BBO-ს მაგია. ეს ფუნქცია ტრეიდერებს საშუალებას აძლევს გააერთიანონ საბაზრო ორდერების სისწრაფე და ლიმიტ ორდერების ფასის კონტროლის დონე, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად მოერგონ ბაზრის ცვლილებებს და განახორციელონ ვაჭრობა ოპტიმალურ ფასებში.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/