„Team Start“ აქციის წესები და პირობები

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
6 min readJan 29, 2024

ნახე, თუ როგორ შეგიძლია ჯილდოებისთვის კონკურსში მონაწილეობა:

1.დარეგისტრირდი WhiteBIT ბირჟაზე და დაადასტურე შენი იდენტობა (KYC) — თუ ეს უკვე გაკეთებული გაქვს, მაშინ შენც იღებ მონაწილეობას;

2. შეავსე ეს Google-ის ფორმა;

3. მოიწვიე მეგობრები შენი რეფერალური ბმულით;

4. დარწმუნდი, რომ შენი რეფერალები დარეგისტრირდნენ და ვერიფიკაციაც გაიარეს.

მოწვევების ოდენობის მიხედვით, მიიღე 1-დან 2 USDT-მდე თითოეული მეგობრისთვის, რომელიც შენს რეფერალურ ბმულს იყენებს, რეგისტრირდება WhiteBIT ბირჟაზე და გადის იდენტიფიკაცია — ვერიფიკაციის (KYC) პროცედურას.

შეგიძლია მოიწვიო 300-მდე მეგობარი და თუ ისინი აქციის პირობებს შეასრულებენ, მიიღო 600 USDT-მდე! თუ ყველაზე მეტ მეგობარს მოიწვევ (სულ მცირე 50), რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას და იდენტიფიკაცია — ვერიფიკაციას, 10 WBT-ს მიიღებ!

რეგისტრაციისა და იდენტიფიკაცია — ვერიფიკაციისთვის, შენს რეფერალს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს 10 WBT-ს გათამაშებაში და გახდეს 10 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი ვინც 1 WBT-ს მოიგებს. ასევე, შენს მოწვეულ მეგობრებს, სულ მცირე 100 USDT ოდენობით პირველი დეპოზიტის განხორციელებითა და WhiteBIT ბირჟის სპოტ ბაზარზე ნებისმიერი წყვილით ვაჭრობით შეუძლია 10 WBT-სთვის კონკურსში მონაწილეობა, თუ სავაჭრო მოცულობა აღემატება 1000 USDT-ს.

სააქციო პერიოდი: 2024 წლის 29 იანვრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე.

იხილეთ დეტალები ქვემოთ.

აქციის ოფიციალური წესები და პირობები:

აქციის ორგანიზატორი კომპანია WhiteBIT-ია (https://whitebit.com).

სააქციო პერიოდი: 29.01.2024-ის დილის 11:00 (UTC) საათიდან 29.02.2024-ის დილის 11:00 (UTC) სათამდე.

აქციის ტერიტორია: აქცია მოქმედებს ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდა შემდეგისა: ავღანეთი, ამერიკული სამოა, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები, კანადა, გუამი, ირანი, იემენი, ლიბია, პალესტინა, პუერტო რიკო, სომალია, ჩრდილოეთი კორეა, ჩრდილოეთი მარიანას კუნძულები, აშშ, სირია, სუდანი, სამხრეთი სუდანი, „დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა“, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა”, ჩრდილოეთი კვიპროსი, დასავლეთი საჰარა, ამბაზონია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, კოსოვო, ბელარუსის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.

მონაწილეთა პასუხისმგებლობაა დარწმუნდნენ, რომ მათი მონაწილეობა არ არის აკრძალული ან შეზღუდული მათი იურისდიქციის კანონებითა თუ რეგულაციებით. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეამოწმოს მონაწილეთა შესაბამისობა აქციაში მონაწილეობის მისაღებად და შეიძლება საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მათ ბინადრობის ან ლოკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კამპანია ემსახურება WhiteBIT-ის სერვისების პოპულარიზაციას.

აქციის ორგანიზატორთან დაკავშირება შეგიძლიათ ელფოსტის მისამართზე support@whitebit.com ან ვებსაიტიდან ჩეთის მეშვეობით https://whitebit.com.

აქცია არ წარმოადგენს აზარტულ თამაშს, ლატარიას, სათამაშო ბიზნესის მომსახურებას ან კონკურსს. ეს წესები და პირობები არ წარმოადგენს დაჯილდოების საჯარო დაპირებას.

აქციის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ორგანიზატორის სარეკლამო უფლებების საფუძველზე.

აქციის მონაწილეები არიან იმ ქვეყნების ზრდასრული მოქალაქეები, რომლებიც არ შედიან აკრძალული ქვეყნების სიაში (ყველა გარდა ზემოაღნიშნულისა) ან სხვა პირები, რომლებიც ლეგალურად არიან ასეთი ქვეყნების ტერიტორიაზე და აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  1. ვებსაიტზე https://whitebit.com/ რეგისტრირდებიან პირველად ან უკვე დარეგისტრირებულები არიან და გავლილი აქვთ იდენტიფიკაცია — ვერიფიკაცია (KYC);
  2. შეავსეს Google-ის ფორმა, რომელშიც მიუთითეს თავიანთი WhiteBIT ბირჟის ზედმეტსახელი;
  3. გაუგზავნეს თავიანთი რეფერალური ბმული ახალ პოტენციურ მომხმარებლებს რათა დარეგისტრირდნენ ვებსაიტზე https://whitebit.com და გაიარონ KYC პროცედურა, ანუ გახდნენ რეფერალები.

აქციის პირობები უნდა შესრულდეს მისი მიმდინარეობის განსაზღვრულ პერიოდში.

აქციის მონაწილის ნებისმიერი პერსონალური მონაცემი მუშავდება აქციაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მარკეტინგული, სარეკლამო, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის ურთიერთობების მიზნებისთვის.

ორგანიზატორის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს ან აგენტებს და მათ ნათესავებს (პირველი და მეორე რიგის) არ აქვთ აქციაში მონაწილეობის უფლება. თუ ჯილდოს გადაცემისას დადგინდება, რომ აქციაში მონაწილე პირი, აღნიშნული წესების შესაბამისად, არ შეიძლება იყოს აქციის მონაწილე, ასეთ პირს არ შეიძლება მიეცეს ჯილდოს მიღების უფლება.

მნიშვნელოვანია! აქციაში მონაწილეობისას აკრძალულია ბირჟაზე რამდენჯერმე დარეგისტრირება (რამდენიმე ანგარიშის გამოყენება). მრავალი ანგარიშის მქონე მონაწილეები დისკვალიფიცირდებიან. თუკი სხვაგვარად არ არის წერილობით შეთანხმებული, თითოეული მონაწილე უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთხელ (ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში). არაერთი ანგარიშის გამოყენება (მრავალი ანგარიში და/ან ქვე-ანგარიშები) ან დაკავშირებულ მომხმარებლებთან და/ან მონაწილის ქვე-ანგარიშების მომხმარებლებთან თანამშრომლობა ორდერების მანიპულაციის მიზნით აკრძალულია. აღნიშნული გამოიწვევს მფლობელის თანხმობის გარეშე ყველა ანგარიშის დახურვას. მრავალი ანგარიშის შექმნის გამოვლენის შემთხვევაში, ორგანიზატორი უფლებას იტოვებს დახუროს რიგით მეორე და ნებისმიერი შემდგომ შექმნილი ანგარიში.

აქციის ძირითადი პირობების შემსრულებელი მონაწილეები ხდებიან გამარჯვებულები და იგებენ ძირითადი საპრიზო ფონდიდან ნაწილს მოგებულის მიერ მოწვეული რეფერალების ოდენობის მიხედვით, შემდეგი განაწილების მიხედვით:

1–50 რეფერალი: 1 USDT თითო რეფერალზე;

51–100 რეფერალი: 1.20 USDT თითო რეფერალზე;

101–150 რეფერალი: 1.40 USDT თითო რეფერალზე;

151–200 რეფერალი: 1.60 USDT თითო რეფერალზე;

201–250 რეფერალი: 1.80 USDT თითო რეფერალზე;

251–300 რეფერალი: 2 USDT თითო რეფერალზე.

მთავარი საპრიზო ფონდის მაქსიმალური შესაძლო რაოდენობა არ არის შეზღუდული.

რეფერალების მომწვევ წევრებს შეუძლიათ 1-დან 2 USDT-მდე ჯილდოს მიღება თითო რეფერალზე.

თითოეულ წევრს შეუძლია მაქსიმუმ 300 რეფერალის მოწვევა.

მონაწილეებს, რომლებმაც აქციის ძირითადი პირობები შეასრულეს მთავარი საპრიზო ფონდის მისაღებად და მოიწვიეს ყველაზე მეტი (სულ მცირე 50) რეფერალი, შეუძლიათ მოიგონ დამატებითი საპრიზო ფონდის ჯილდო 10 WBT- ოდენობით.

დამატებითი საპრიზო ფონდის გამარჯვებულთა მაქსიმალური რაოდენობაა 1 პირი.

რეფერალებს შეუძლიათ გახდნენ გამარჯვებულები და მოიგონ სპეციალური საპრიზო ფონდის ნაწილი, რომელიც 10 WBT- შეადგენს, კერძოდ, 1 WBT- მოგება შეუძლია თითოს.

დამატებითი საპრიზო ფონდის გამარჯვებულთა მაქსიმალური რაოდენობაა 10 პირი.

ასევე, რეფერალებს, რომლებიც შეასრულებენ აქციის სპეციალურ პირობებს, შეუძლიათ გახდნენ გამარჯვებულები და მოიგონ ცალკეული საპრიზო ფონდის ნაწილი 100 WBT- ოდენობით, 10 WBT- მოგება შეუძლია თითოს.

ცალკეული საპრიზო ფონდიდან ჯილდოს მისაღებად რეფერალებმა უნდა შეასრულონ შემდეგი პირობები:

  • WhiteBIT ბირჟაზე სულ მცირე 100 USDT-ს ეკვივალენტი ოდენობით ბალანსის შევსება;
  • WhiteBIT-ის ბირჟის სპოტ ბაზარზე 1000 USDT-ს ეკვივალენტი ან მეტი ოდენობით სავაჭრო მოცულობის ქონა სააქციო პერიოდის განმავლობაში.

აქციის შედეგების მიხედვით, 02/29/2024-დან 03/07/2024-ის ჩათვლით პერიოდში ორგანიზატორი შეადგენს მონაწილეთა 4 სიას ვინც აკმაყოფილებენ სააქციო წესებსა და პირობებს და მონაწილეობენ ძირითად, დამატებით, სპეციალურ და ცალკეულ საპრიზო ფონდებში.

დამატებითი, სპეციალური და ცალკეული საპრიზო ფონდების გამარჯვებულები გამოვლინდება 2024 წლის 12 მარტს random.org-ის მომსახურების გამოყენებით, აქციის მონაწილეებიდან, საპრიზო ფონდის შესაბამისი სიიდან. გამარჯვებულები განისაზღვრებიან რეიტინგის მიხედვით (https://www.random.org/ სერვისის ფარგლებში სიაზე ადგილის მიხედვით). თითოეული საპრიზო ფონდისთვის გამარჯვებულთა სია, გამარჯვებულთა გამოვლენის ვიდეოსთან ერთად, გამოქვეყნდება ამ სტატიაში.

ძირითადი, დამატებითი, სპეციალური და ცალკეული საპრიზო ფონდების ჯილდოები ორგანიზატორმა გამარჯვებულთა WhiteBIT-ის ბირჟის ძირითად ბალანსებზე უნდა განათავსოს მათი სიის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

ძირითადი, დამატებითი, სპეციალური და ცალკეული საპრიზო ფონდების გამარჯვებულებს ჯილდოების ჩარიცხვის თაობაზე ეცნობებათ წერილის მეშვეობით იმ ელფოსტის მისამართზე, რომელიც მიუთითეს https://whitebit.com/ ვებსაიტზე რეგისტრაციისას, WhiteBIT-ის ბირჟაზე გამარჯვებულების ძირითად ბალანსებზე ჯილდოს ჩარიცხვიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებული ჯილდოს იღებს უფასოდ. ჯილდოს ჩანაცვლება მისი მონეტარული ეკვივალენტით არ არის გათვალისწინებული. აქციის გამარჯვებულს არ აქვს უფლება ორგანიზატორისგან მოითხოვოს რაიმე სხვა სახის კომპენსაცია.

მიღებული ჯილდო არ ექვემდებარება გადაცვლას ან დაბრუნებას.

ორგანიზატორს არ ეკისრება საგარანტიო ვალდებულება ამ აქციის ფარგლებში მიღებულ პრიზთან დაკავშირებით და ამ წესებით განსაზღვრულ პირობებში.

ჯილდოს მიუღებლობის შემთხვევაში, თუ გამარჯვებულს იგი ეკუთვნოდა ან ნებისმიერი სხვა სირთულის შემთხვევაში, გამარჯვებული უნდა დაეკონტაქტოს ორგანიზატორს ვებსაიტზე support@whitebit.com 26.03.2024-ის ჩათვლით. გამარჯვებული კარგავს ჯილდოს მიღების უფლებას, თუ იგი, ჯილდოს მიუღებლობის შემთხვევაში, მითითებული თარიღამდე არ დაუკავშირდება ორგანიზატორს.

აქციის შედეგების ფარგლებში გამოვლენილ გამარჯვებულებს არ შეუძლიათ ჯილდოს მიღების უფლება გადასცენ მესამე პირებს.

აქციის გამარჯვებულს უფლება აქვს უარი თქვას ჯილდოზე.

ორგანიზატორი გამარჯვებულს არ უნაზღაურებს ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. მონაწილეთა ბინადრობის ქვეყნების მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ხდება ჯილდოს მიმღები გამარჯვებულების შემოსავლის დაბეგვრა.

აქციაში მონაწილეობით მონაწილეს ესმის და თანახმაა, რომ მათ მიერ ნებაყოფლობით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის მონაწილის პერსონალური ინფორმაცია, შესაძლოა დამუშავდეს ორგანიზატორის ან ამ უკანასკნელის მიერ აქციის გასამართად ჩართული მესამე პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ყველა საჭირო დაკავშირებულ ქმედებას (კერძოდ, მაგრამ არამხოლოდ, აქციის შედეგების თაობაზე ინფორმირება სარეკლამო და სხვა გზებით), აგრეთვე მონაწილისთვის შემდგომ შესაძლო ინფორმაციის მიწოდებას, კერძოდ, ორგანიზატორის შემდეგი ღონისძიებების/შეჯიბრების/აქციების/გათამაშებების შესახებ მონაწილისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ამ პირობების დადასტურებით, მონაწილეები თანხმობას გასცემენ ორგანიზატორის და/ან სხვა ორგანიზატორის მიერ ავტორიზებული პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და ადასტურებენ, რომ სრულად ესმით და აქვთ საჭირო ცოდნა წარდგენილი ინფორმაციის დამუშავების მიზეზებთან და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით: https://whitebit.com/ka/privacy-policy.

ამავდროულად, აქციაში მონაწილეობით, აქციის მონაწილეები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას, რომ მათი გვარები და სახელები ფინანსური ანაზღაურების გარეშე იქნას გამოყენებული, ასევე თანხმობას, რომ დაიცავენ აქციის სხვა წესებს. გამარჯვებულები ადასტურებენ თანხმობას, მისცენ სარეკლამო ინტერვი უებიაქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მასმედიაში, კერძოდ, რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე მოხდეს მათი ფოტო გადაღება გრაფიკული მასალებისთვის, რაშიც ისინი არ მიიღებენ რაიმე სახის მონეტარულ კომპენსაციას. ასეთ ინტერვიუებზე და ფოტოებზე ყველა ინკლუზიური ინტელექტუალური უფლება ეკუთვნის ორგანიზატორს.

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს აქციის წესები და პირობები. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აისახება https://whitebit.com ვებსაიტსა და ორგანიზატორის სოციალურ ქსელებში.

ორგანიზატორი არ ერევა დავებში, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ჯილდოსთან მიმართებით აქციის მონაწილეთა შორის. სიტუაციებში, რომლებიც აღნიშნული წესების და/ან ამ წესებით დაურეგულირებელი საკითხების ბუნდოვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, აქციის ორგანიზატორი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამავდროულად, აქციის ორგანიზატორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

აქციის ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი ტელეკომუნიკაცის კომპანიების, საფოსტო კომუნიკაციის, კერძოდ ელფოსტის სერვისების მუშაობაზე, ნებისმიერი საწარმოს/ინსტიტუციის/ორგანიზაციის თანამშრომლების შეცდომაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაწილეებსა და ორგანიზატორს შორის აქციის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას ან გარემოებებზე, რომელთა გამოც არ იქნა მიწოდებული საფოსტო გზავნილები, დაგვიანდა ან დაზიანდა, ან რომელთა შედეგადაც აქციის მონაწილემ ვერ მიიღო შესაბამისი ჯილდო.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/