WhiteBIT ბარათების ახალ დომენზე გადატანა: დეტალური ინსტრუქციები და დამატებითი ინფორმაცია

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
2 min readJun 27, 2024

WhiteBIT ბარათის ფუნქციონალი გადადის whitebit.ge დომენზე, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია პროდუქტის განვითარებაში. WhiteBIT ბარათით შეუფერხებლად სარგებლობისთვის, ყველა მფლობელმა თავისი ბარათის არსებული მონაცემები ახალ დომენზე უნდა გადაიტანოს 2024 წლის 1 ივლისამდე. ამ ბლოგში მოცემულია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს გადასვლა აუცილებელი და აღწერილია ყველა ნაბიჯი ბარათის წარმატებულად გადატანისთვის.

რატომ არის აუცილებელი ბარათის ახალ დომენზე გადატანა?

WhiteBIT ბარათების Whitebit.com-დან Whitebit.ge-ზე გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერვისზე შეუფერხებლად წვდომისთვის. შენი ყველა მონაცემი Whitebit.com-ზე უცვლელად დარჩება. გადასვლის პროცესი საჭიროა მხოლოდ შენი WhiteBIT ბარათის განახლებისთვის.

გადასვლის პროცესის ინსტრუქცია

გადასვლის პროცესის დაწყება

1.დააჭირე ღილაკს „დაიწყე ახლავე“ და გადადი პაროლის აღდგენის გვერდზე. გამოიყენე ელექტრონული ფოსტა, რომლითაც რეგისტრირებული ხარ whitebit.com დომენზე, რათა მიიღო შენი ანგარიშის პაროლი whitebit.ge-სთვის.

2.დაეთანხმე გადასვლის პირობებს და დაადასტურე პროცესი 2FA კოდით;

3.„ელ.ფოსტის“ ველში შეიყვანე იმ ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც რეგისტრირებული ხარ whitebit.com-ზე, რათა მიიღო ახალი მონაცემები whitebit.ge ანგარიშზე წვდომისთვის.

KYC ვერიფიკაცია

Whitebit.ge-ზე KYC ვერიფიკაციის გასავლელად, საჭიროა გქონდეს PayUnicard-ის ვერიფიცირებული ანგარიში. შენს whitebit.ge ანგარიშზე დააჭირე ღილაკს „ვერიფიკაცია“ და აირჩიე ორი ვარიანტიდან ერთი: შედი PayUnicard-ის ანგარიშზე და გააზიარე შენი KYC სტატუსი, ან შექმენი PayUnicard-ის ახალი ანგარიში და გაიარე KYC.

Whitebit.ge-ზე ანგარიშის ვერიფიკაციის შემდეგ, შენი WB ბარათი ავტომატურად გადავა.

თანხის გადარიცხვა

გაითვალისწინე, რომ თანხის გადარიცხვა არ არის სავალდებულო და ეხება მხოლოდ იმ აქტივებს, რომელთა გადატანაც გსურს შენს WhiteBIT ბარათზე.

1.შენი აქტივების გადასარიცხად შექმენი WhiteBIT კოდი. Whitebit.ge-ზე ხელმისაწვდომი აქტივებია: BTC, ETH, USDT, XLM, XRP, DOGE, BCH, LTC, LINK, USDC, MATIC, TRX, ADA ან WBT. გაააქტიურე WhiteBIT კოდი whitebit.ge-ზე.

2. შენს WhiteBIT ბარათზე თანხის გადასატანად, დააკონვერტირე თანხა WBGEL-ში.

შეგახსენებთ, რომ WhiteBIT ბარათის გამოსაყენებლად 10 WBT-ს უნდა ჰოლდავდე, თუმცა, გადატანის პროცესში არაა საჭირო WBT-ის გადარიცხვა whitebit.com-დან whitebit.ge-ზე.

საყურადღებო შენიშვნები

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ whitebit.ge-ზე ახალ ანგარიშს შექმნით გადასვლის პროცედურის გათვალისწინების გარეშე, მაშინ ბარათის გადატანა არ მოხდება.შენს მოქმედ WhiteBIT ბარათთან დაკავშირებული ყველა მონაცემის შესანარჩუნებლად, უნდა მიჰყვე გადატანის ზემოთ აღწერილ პროცესს.
  • WhiteBIT ბარათებთან დაკავშირებული ყველა მონაცემი წაიშლება შენი whitebit.com.-ის ანგარიშიდან, თუმცა, ეს არ იმოქმედებს შენი ანგარიშის სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.
  • გადასვლის ინიცირებით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს გახდეს WhitebiT Georgia-ს (საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული იურიდიული პირი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: 405520217) მომხმარებელი. გადასვლის განუხორციელებლობისას , მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ბარათი შეიძლება გაუქმდეს 2024 წლის 1 ივლისისთვის

თუ რაიმე დამატებითი შეკითხვა გაქვს ან დახმარება გჭირდება, გთხოვ, დაუკავშირდე ჩვენს მხარდაჭერის სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/