WhiteBIT Network იცვლის სახელს Whitechain-ით და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გიზიარებთ

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
3 min readFeb 8, 2024

ჩვენმა ბლოკჩეინმა, WB Network-მა სახელი შეიცვალა და გახდა Whitechain. ახალი სახელი ასახავს ჩვენს გრძელვადიან ხედვას და ვალდებულებას dApps-ის მარტივი, გამჭვირვალე, ინოვაციური და თავსებადი ეკოსისტემის შესაქმნელად. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ახალი სახელი — ეს არის ახალი მიდგომა Web3-ის ბაზარზე პოზიციონირების, პროდუქტის განვითარების, ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სფეროში.

Whitechain-ის შესახებ

Whitechain EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინის პლატფორმაა, რომელიც აძლიერებს WhiteBIT ინფრასტრუქტურას და ასევე ჩვენს Web3 პროდუქტების ეკოსისტემას: Whitepay, white.market და WhiteSwap. გარდა ამისა, Whitechain გთავაზობთ ციფრული იდენტიფიკაციის საუკეთესო გადაწყვეტებს, რომლებიც აძლიერებენ უსაფრთხოებას და აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას.

Whitechain გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი კომპანიის განვითარების სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს ღირებულებების სამართლიანი და ღია გაცვლის კონცეფციის პოპულარიზაციას, მომხმარებლებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და ღია ბლოკჩეინის პლატფორმების გამოყენების ეფექტური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას.

Whitechain-ის მომავალი

უახლოეს თვეებში Whitechain ჩაუშვებს ახალ პროდუქტებს, ასევე ეკოსისტემის განვითარების აქტივობებს და საგანმანათლებლო ინიციატივებს. ჩვენ მალე გამოვაცხადებთ SportsFi, Web3, GameFi და კორპორაციულ სეგმენტთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ჩვენ ასევე ვემზადებით დიდი Roadmap-ის გამოქვეყნებისთვის, რომელიც ხაზს გაუსვამს Whitechain-ის განვითარების მომავალ წელს დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან ეტაპს. ქომუნითის ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, როგორიცაა ლიკვიდურობის გაზრდა, cross-chain და სტეიბლკოინების გადარიცხვის შესაძლებლობა. Whitechain გეგმავს ფუნდამენტური პროტოკოლების გაშვებას არსებული მრავალი სცენარის გამოსაყენებლად და AI-ის ინტეგრირებას ჭკვიან კონტრაქტებთან, რათა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება. კონსენსუსის დონის ინოვაცია კიდევ ერთი მაღალი პრიორიტეტია ჩვენი დეველოპერული გუნდისთვის, რომელიც ორიენტირებულია ანგარიშის აბსტრაქციაზე, უგაზო ტრანზაქციებსა და შენახვის ახალ სახეობებზე.

Whitechain ფონდი და გრანტები

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ნიჭიერ დეველოპერებს, რომლებსაც შეუძლიათ კრეატიული იდეების შემოთავაზება Whitechain-ის განვითარებისთვის. ყველა, ვინც ქმნის ინოვაციურ აპლიკაციებს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს ფონდის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა გრანტების, ტექნიკური ექსპერტიზის და WhiteBIT ეკოსისტემის ტექნოლოგიებზე წვდომის სახით, მათ შორის კრიპტო ექვაირინგზე, სავაჭრო პლატფორმებზე, სათამაშო ბაზრებზე და საგანმანათლებლო რესურსებზე.

Whitechain Telegram Wallet

Whitechain-მა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა თავისი ახალი პროდუქტი, Whitechain Telegram Wallet. ეს არის აპლიკაცია Telegram ბოტის შიგნით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მყისიერად შეიტანონ და გაიტანონ მშობლიური Whitechain მონეტა (WBT) და NFT. ამ მოსახერხებელი და უსაფრთხო საფულის წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ ტრანზაქციები Telegram-იდან გაუსვლელად.

ქვესტები ჯილდოებით

ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ აქტივობებზე გულუხვი ჯილდოებით, რათა დავაჯილდოოთ ჩვენი მომხმარებლები მათი ერთგულებისთვის. პირველი ქვესტი ძალიან მალე იწყება. ასე რომ, არ გამოგრჩეს!

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/