WhiteBIT VIP — ახალი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
4 min readNov 7, 2023

ჩვენი ბირჟა მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ახალ ფუნქციონალებს და მათ შორისაა VIP პროგრამაც. იგი შესაძლებლობას გაძლევთ თქვენზე მორგებული სავაჭრო პირობებით, გამორჩეული სერვისებითა და დონის ზრდასთან ერთად უფრო მეტი უპირატესობით ისარგებლოთ.

თავდაპირველად, ბირჟის თითოეულ მომხმარებელს “Basic” დონე აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ WhiteBIT-ზე ვაჭრობას 0.1%-მდე საკომისიოებით შეძლებთ. ამის შემდგომ კი საშუალება გაქვთ “Newbie” დონეზე გადახვიდეთ, რაც კიდევ უფრო მეტ უპირატესობას გპირდებათ. დონის ზრდასთან ერთად შემოთავაზებული სერვისებისა და ფუნქციონალების არეალი უფრო მეტად ფართოვდება.

VIP პროგრამის უპირატესობები

VIP პროგრამის მონაწილეებს “Newbie”-ის დონიდან უკვე შესაძლებლობა აქვთ უნიკალური პრივილეგიებით ისარგებლონ, მათ შორის:

  1. ფასდაკლებები მეიქერ და თეიქერ გადასახადებზე სპოტ ტრეიდინგისთვის — ფასდაკლება მომხმარებლის VIP სტატუსზეა დამოკიდებული, რაც სავაჭრო მოცულობისა და ბირჟაზე არსებული ბალანსის მიხედვით გამოითვლება. “Supreme” VIP დონეზე მყოფ მომხმარებელს, მეიქერის თანხის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს დაკისრებული -0.001% საკომისიოს საშუალებით. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუკი Limit ორდერით 1 000 000 USDT-ის ეკვივალენტი თანხით ივაჭრებთ, საკომისიოს გადახდა არ მოგიწევთ და მეტიც, მისი 0.001%, ე.ი. 10 USDT ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.
  2. პერსონალური მენეჯერი — ჩვენი მენეჯერი WhiteBIT-თან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებაში დაგეხმარებათ.
  3. მომხმარებლის მიერ თანხის შეტანისა და გატანის მოთხოვნა VIP სტატუსის მქონე ადამიანებისთვის პრიორიტეტულად ჩაითვლება.
  4. უნიკალური საჩუქრები და სპეციალური ივენთები VIP მომხმარებლებისთვის

როგორ ჩავერთოთ VIP პროგრამაში?

VIP სტატუსის მისაღებად ორი გზა არსებობს:

  • ბირჟის მომხმარებელს VIP სტატუსის მიღება, პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეუძლია.
  • მომხმარებელს WhiteBIT-ზე VIP სტატუსს იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუკი იგი სავაჭრო მოცულობასა და სხვა ბირჟის ბალანსზე თანხის რაოდენობას შესაბამისი განაცხადის გამოგზავნისას დაადასტურებს. ამის შემდგომ, WhiteBIT მომხმარებლის განაცხადს შეამოწმებს და მომდევნო დღეებში მას შესაბამისი VIP სტატუსი მიენიჭება.

როგორ ხდება VIP სტატუსის მინიჭება?

მომხმარებელს, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, VIP დონე დაუყოვნებლივ მიენიჭება. სტატუსისთვის განსაზღვრული მოთხოვნების ნახვას დაბლა არსებული ცხრილიდან შეძლებთ.

ნებისმიერ მომხმარებელს, შესაძლებლობა აქვს სავაჭრო მოცულობისა და ბალანსზე არსებული თანხის რაოდენობის გაზრდით უმაღლეს VIP დონეს მიაღწიოს. VIP სტატუსის გაზრდა თვის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობითაა შესაძლებელი და იგი ორი ინდიკატორით განისაზღვრება:

  • სპოტ ბაზარზე ყოველთვიური ვაჭრობის მთლიანი მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 100,000 USDT-ის ეკვივალენტი.
  • WhiteBIT ბალანსების ჯამი (დაჰოლდილი WBT-ის ჩათვლით, Earn-ის გამოკლებით) უნდა იყოს მინიმუმ 10,000 USDT-ის ეკვივალენტი.

გაითვალისწინეთ, რომ VIP სტატუსის მისაღებად, ორივე ზემოთ ხსენებულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეთ.

სად შეძლებთ თქვენი VIP დონის ნახვას?

მიმდინარე სტატუსის ნახვას VIP პროგრამის გვერდზე ან თქვენი ანგარიშის პარამეტრებიდან შეძლებთ.

VIP სტატუსი WhiteBIT-ის მომხმარებლის პროფილზე

თქვენს პროფილზე, დონის მაჩვენებელზე დაჭერით VIP პროგრამის ოფიციალურ გვერდზე გადახვალთ, სადაც თქვენი დონის შესაბამის ბარათს იხილავთ.

VIP მომხმარებლის სტატუსის ბარათი ოფიციალური პროგრამის გვერდზე

FAQs

როგორ განისაზღვრება სავაჭრო მოცულობა?

თუ შენი თვიური ტრეიდინგ მოცულობა სპოტ ბაზარზე სცილდება 100 000 USDT-ს ექვივალენტს ან მეტს, და სულ მცირე 10 000 USDT-ს ფლობ ძირითად, ტრეიდინგ ან კოლატერალურ ბალანსზე (მათ შორის მფლობელობაში არსებულ WBT-ზე), ესე იგი აკმაყოფილებ ჩვენი VIP პროგრამის 1-ლი დონის კრიტერიუმს. სხვა აქტივების სავაჭრო მოცულობა, კალკულაციის დღეს (თითოეული თვის პირველი დღე, 01:00 სთ. UTC), ბირჟის კურსის შესაბამისად, ავტომატურად კონვერტირდება USDT-ში.

როგორ განისაზღვრება საშუალო ბალანსი?

VIP პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ თქვენი საშუალო ბალანსი, სულ მცირე, 10 000 USDT იყოს (ან ჯამურად მისი ეკვივალენტი). თვის განმავლობაში საშუალო ბალანსის განსასაზღვრად, ძირითად და სავაჭრო ბალანსებზე ხელმისაწვდომ თანხას, შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ დღეს ვაფიქსირებთ. ბალანსებზე დაფიქსირებული საერთო თანხის მაჩვენებელი კი დაფიქსირებული დღეების ჯამურ რაოდენობაზე იყოფა.

რომელი VIP სტატუსი მომენიჭება თუ სხვადასხვა დონის საშუალო ბალანსი და სავაჭრო მოცულობა მაქვს?

VIP დონე ყველაზე დაბალი მაჩვენებლით განისაზღვრება. მაგალითად, თუკი მომხმარებლის საშუალო ბალანსი მე-5 დონის, ხოლო სავაჭრო მოცულობა მე-2 დონის შესაბამისია, მომხმარებელს, VIP პროგრამის ფარგლებში, მე-2 დონის შესაბამისი სტატუსი მიენიჭება.

როდის მივიღებ სავაჭრო საკომისიოებზე ფასდაკლებას?

მომხმარებელი საკომისიოებზე ფასდაკლებას მაშინვე მიიღებს, როდესაც VIP პროგრამის ცხრილში მოცემულ მინიმალურ პირობებს დააკმაყოფილებს. თუკი ტრეიდერი თვის განმავლობაში გაზრდის VIP სტატუსს, ამ შემთხვევაში, მისი შესაბამისი საკომისიოს ფასდაკლებები ცვლილებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში შევა ძალაში. თუ მომხმარებლის დონე თვის განმავლობაში შემცირდება, იგი თვის ბოლომდე შეძლებს წინა დონის შესაბამისი საკომისიოებით სარგებლობას. შემდგომი თვის პირველი დღიდან (01:00 სთ. UTC), VIP დონისთვის განკუთვნილი საკომისიოები თავიდან დაანგარიშდება.

რომელ აქტივებს ექცევათ ყურადღება VIP სტატუსის მიღებისას?

ძირითად, ტრეიდინგ და კოლატერალურ ბალანსებზე (მათ შორის მფლობელობაში არსებულ WBT-ზე) არსებული ყველა აქტივის გათვალისწინება ხდება საშუალო ბალანსის და ტრეიდინგ მოცულობის გაანგარიშებისას, გარდა ბირჟიდან ამოღებულისა, ან ამჟამად კრიპტო ლენდინგ გეგმებში გამოყენებულისა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქტივის ბირჟიდან წაშლა შუა თვის პერიოდში გადაწყდება, მასთან დაკავშირებული მონაცემები აქტივის ბირჟიდან საბოლოო წაშლამდე გამოითვლება.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/