Whitepay: ინვოისების შექმნა კრიპტო გადახდებისთვის, მორგებული რეპორტები და ბიზნესის მენეჯმენტი ერთ პლატფორმაზე

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
4 min readMay 16, 2024

საკუთარი ბიზნესის დაწყება მარტივია, თუმცა მისი წარმატებით მართვა ძალისხმევას მოითხოვს. მოქნილად გამოიყენე შენი დრო და მართე ბიზნესი ეფექტურად Whitepay-ის მეშვეობით. შექმენი ბრენდირებული ინვოისები, აკონტროლე კრიპტო გადახდები, შექმენი დეტალური რეპორტები და მიიღე წვდომა კრიპტობანკზე — ყველაფერი ერთი ინტერფეისით.

კონცენტრირდი იდეების შექმნაზე და რუტინული ამოცანები ფუნქციურ პლატფორმას მიანდე.

Whitepay-ის ყველა უპირატესობა თქვენი ბიზნესისთვის

პირველი — შეინარჩუნე წვდომა ყველა აუცილებელ რეპორტსა და ტრანზაქციაზე ერთ პლატფორმაზე — აღარ დაკარგო დრო რუტინულ რეპორტინგსა და მართვაზე. მეორე — შეცვალე შენი დოკუმენტების მართვისა და გადახდის პროცესები მარტივი და ხელმისაწვდომი ინტერფეისით. რა უპირატესობები აქვს?

1. გამარტივებული რეგისტრაცია, რის შემდეგაც შეგიძლია მიიღო წვდომა დემო ანგარიშზე. ეს საშუალებას გაძლევს შეამოწმო Whitepay-ის ფუნქციონალი შენ მიერ მისი გამოყენების შემთხვევაში და გაიგო პროდუქტის შესაძლებლობები.

2. ბრენდირებული ინვოისები, რომლებიც ხელს უწყობენ შენი ბრენდის იდენტობის ხაზგასმას და პროფესიონალურ იმიჯს. ყოველთვიურად შექმენი ინვოისები შეუზღუდავი რაოდენობით, თითოეული1000 ევრომდე ლიმიტით, ხოლო 40000 ევრომდე თვის ლიმიტით.

3. მიიღე ტრანზაქციები 140-ზე მეტ კრიპტოვალუტაში, რაც შენს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აირჩიონ მათთვის სასურველი ციფრული აქტივი, გადახდებისთვის.

4. შექმენი გადახდის რამდენიმე გვერდი და დააკონფიგურირე თითოეული, რათა გაამარტივო გადახდის პროცესი მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის ან პროდუქტისთვის. შეცვალე ენა, დაამატე ლოგოები და დაადგინე ინიციალიზაციის დრო თითოეული ინვოისისთვის, ანუ, როდესაც მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს ვალუტა და მიიღოს გადახდის დეტალები.

5. მართე ყველა inflow ფუნქციური CRM სისტემის მეშვეობით და:

● იხილე ჯამური ბალანსი და ყველა ტრანზაქცია, ინვოისები და ანგარიშები, რომელთა მოხერხებულად დალაგება შესაძლებელია თარიღის, ტიპის, ვალუტის, გადახდის მეთოდის, სტატუსისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. დააწკაპუნე ტრანზაქციაზე, თუ გსურს ნახო მისი ყველა დეტალი და პირდაპირ გადახვიდე ინვოისის სრულ ინფორმაციაზე;

● ისარგებლე მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გატანის ინტერფეისით და გადაიტანე აქტივები ნებისმიერ გარე საფულეზე ძალისხმევის გარეშე;

● შექმენი რეგულარული და გადავადებული რეპორტები, რომლებიც დაგენერირდება არჩეული გრაფიკის მიხედვით. რეპორტში ჩართე საჭირო მონაცემები, როგორიცაა ინვოისის ტიპი, გადახდის მეთოდი, ინვოისის სტატუსი, ანგარიშის ვალუტა, დეპოზიტის ვალუტა, თარიღი ან განრიგი, ფაილის ფორმატი და გარე ID, და დააყენე გენერირებული ინვოისის ელფოსტით გაგზავნის ოფცია, რომ მიიღოთ ყველაზე სასარგებლო ინფორმაცია;

● სწრაფად შექმენი შეუზღუდავი კრიპტო ქილები და ვიჯეტები და მართე ყველა კრიპტო ქილა ერთ ადგილას. მიუთითე ისეთი პარამეტრები, როგორიცაა დანიშნულება, სახელი, ვალუტა, აღწერა და ლოგო, და შენ სულ რაღაც წუთში მზად გექნება შეუცვლელი ინსტრუმენტი კრიპტო ფონდების მოზიდვისა და დონაციისთვის. გამოიყენე ვიჯეტები, თუ შენი სტრიმინგებისთვის ბანკის ბმულის მიმაგრება გჭირდება.

6. დაამატე სხვადასხვა როლები და შეარჩიე მათი უფლებამოსილებები სისტემაში წვდომისა და მომხმარებლის ქმედებების ეფექტური კონტროლისთვის. გამოიყენე რედაქტირების და წაშლის ფუნქციები, როდესაც როლი იცვლება ან ხდება არასაჭირო.

განავითარე შენი ბიზნესი და იდეები, სანამ Whitepay ზრუნავს ოპერაციულ ასპექტებზე!

როგორ დავიწყო კრიპტო ეკვაირინგის გამოყენება Whitepay-დან?

WhiteBIT-ის ყველა ვერიფიცირებულ მომხმარებელს, რომელსაც გააქტიურებული აქვს 2FA, შეუძლია სწრაფად დარეგისტრირდეს Whitepay-ზე. უბრალოდ აირჩიე ოფცია “რეგისტრაცია WhiteBIT-ის მეშვეობით”, რეგისტრაციის გვერდზე და დაადასტურე Whitepay-ის წვდომა ბირჟის შენს მონაცემებზე, ამის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღებ წვდომას დემო ანგარიშზე, რათა გაეცნო პლატფორმას, ხოლო სრული ფუნქციონალი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.

პროცესის დასრულების შემდეგ, მიიღებ ელ.წერილს ინსტრუქციებით და შენი აქტიური პირადი ანგარიშის ბმულით.

რატომ უნდა აირჩიო Whitepay-ის კრიპტო ეკვაირინგი?

Whitepay არის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, WhiteBIT-ის ეკოსისტემის ნაწილი. ის მომსახურებას უწევს კომპანიებს, რომლებსაც სურთ კრიპტოვალუტის გადახდების ინტეგრირება და არის ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი. მისი კრიპტო ეკვაირინგის გადაწყვეტილებები უკვე გამოიყენება 200-ზე მეტი კლიენტის მიერ ყოველდღიურად, ათასობით ტრანზაქციაში. მის უპირატესობებს შორისაა:

  1. მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებისგან გადახდების სწრაფად და მოხერხებულად მიღების შესაძლებლობა;
  2. ეფექტური და ინფორმაციული CRM სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა აკონტროლო ყველა კრიპტოვალუტის დეპოზიტი და გატანა, ხელს უწყობს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და გამარტივებას;
  3. ფიქსირებული გაცვლითი კურსი და ყველა გადახდის სრულად მიღების გარანტია;
  4. ნებისმიერი საფულის და 140-ზე მეტი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა მოსახერხებელი ტრანზაქციებისთვის;
  5. ტრანზაქციის შემოწმება Chainalysis-ის მეშვეობით;
  6. მოხერხებული გადახდები ქსელის საფასურის გარეშე WhiteBIT აპლიკაციის საშუალებით.

როგორ ვისარგებლო კრიპტო ეკვაირინგის სრული ფუნქციონალით?

Whitepay იცავს AML & CFT (ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა) სტანდარტებს. ამიტომ, კრიპტო ეკვაირინგში სრულ ფუნქციონალზე წვდომისთვის შენ უნდა დაასრულო KYB (იცოდე შენი ბიზნესი) პროცედურა. ამის შემდეგ, Whitepay API-სთან ინტეგრაცია ხელმისაწვდომი გახდება, რაც ასევე საშუალებას მოგცემს იმუშაო პლატფორმებთან ვებსაიტებზე, როგორიცაა OpenCart, Magento 2 და WooCommerce, რისი მეშვეობითაც შეძლებ გააერთიანო Whitepay-ის ფუნქციები პირდაპირ შენს ვებსაიტზე, გადახდის ყველა დეტალით, რომელიც ავტომატურად სინქრონიზდება შენს CRM სისტემასთან.

KYB-ის გავლა იცავს შენს ინტერესებს და ამცირებს პოტენციურად საეჭვო კომპანიებთან ურთიერთქმედებას. თავის მხრივ, Whitepay ინარჩუნებს მუდმივად მაღალ საიმედოობას და უსაფრთხოების დონეს შენი ტრანზაქციებისა და კლიენტებისთვის.

Whitepay-ის ფუნქციონალის გამოყენება კრიპტოვალუტის შესყიდვისთვის ხსნის უამრავ შესაძლებლობას ბიზნესის განვითარებისა და უსაფრთხო, მაგრამ მარტივი კრიპტო ტრანზაქციებისთვის. ძლიერი ხელსაწყოებით, როგორიცაა ბრენდირებული ინვოისები, მართვის პანელი, ანგარიშები და სხვა, Whitepay ხდება შენი საიმედო პარტნიორი ციფრულ სამყაროში. დარეგისტრირდი დღესვე და მიიღე კრიპტო ეკვაირინგის ყველა შესაძლებლობა, რათა შეუერთდე ხვალინდელ ციფრულ ეკონომიკას!

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/