Google Developer Days — Europe, Krakow 2017 (დღე 1)

Merab Tato Kutalia
eMoney Engineering
Published in
4 min readSep 6, 2017
მთავარი სცენა, დაწყებამდე

მეორე დღის სანახავად გადადით აქ

ტრადიციული Google დეველოპერების დღე ,წელს პირველად ჩატარდა ევროპაში. მიზეზი გუგლის განცხადებით არის, რომ ევროპაში უფრო მეტი დეველოპერია ვიდრე ამერიკასა და კანადაში ერთად. ძალიან სასიხარულო ამბავია ამხელა ღონისძების ევროპაში ჩატარება, რადგანაც სხვადასხვა დეველოპერ ექსპერტების და დეველოპერების თავმოყრა და ტრანსპორტირება უფრო მარტივია. მქონდა საშუალება დავსწრებოდი ამ ღონისძებას და მინდა გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები რა ხდებოდა და რა ხდება ზოგადად Google-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე.

ღონისძიება ჩატარდა კრაკოვის 4 სართულიან დიდ საკონფერენციო დარბაზში. შესვლისთანავე იგრძნობა ატმოსფერო, რომ შენზე ზრუნავენ და ყველაფერი გეგმით გაწერილად მიდის. არავინ არ არის თავისუფალი ყველას თავისი როლი აქვს და დაყოფილნი არიან ჯგუფებად. რიგითი მომსახურე პერსონალი გადამცემებით დარბის და უზრუნველყოფენ რომ ყველაფერი იყოს იდეალურად. შესვლისას გაძლევენ კუთვნილ ნიშანს(badge), რომლითაც უკვე ყველგან არის შესაძლებელი შესვლა და მაშინვე ყველაფერი შენს გარშემო იცვლება.

სარეგისტრაციო დახლი

დავიწყებ შენობის აღწერით. ნულოვან სართულზე არის სარეგისტრაციო, უფასო მაისურები, სუვენირები, მოკლედ ყველაფერი რასაც swag ჰქვია. საჭმლის და სასმელის დახლები ყოველ 10 მეტრშია ყველა სართულზე ამიტომ არც სჭირდება ამას თქმა. ყოველ 2 საათში იცვლება საჭმელიც და სასმელებიც, ამიტომ სესიიდან გამოსულს სულ სხვა წასახემსებელი გხვდება ვიდრე მანამდე იყო. აქვე არის დახლი სადაც აცნობენ ვიზიტორებს როგორია Google-ში მუშაობა და როგორ შეიძლება მოხვდნენ იქ. ესენი ცალკე არიგებენ swag-ს. ცენტრში განლაგებულია Android TV და Android Watch-ის დახლები სადაც შეგიძიათ სხვადასხვა ტექნიკა გატესტოთ.

პირველ სართულზე განლაგებულია სესიებისთვის განკუთვნილი დარბაზი, ასევე IoT(Internet of Things)-ის დახლი სადაც შეგიძლიათ ნახოთ უახლესი მოწყობილობები რომლებიც მუშაობს ანდროიდზე (Android Things). იყენებს TensorFlow-ს, მუშაობს ოფლაინ და გვთავაზობს ბევრ საინტერერსო და სახალისო გამოყენებას. მაგალითისთვის ამ ვიდეოში ეს მოწყობილობა იღებს ჩემს სურათს და შემდგომ მელნით ხატავს ,საკმაოდ საინტერესო მიდგომით.

გამოყენებულია OpenCV და ანდროიდი. მთლიანად მოწყობილობის გაკეთებაზე დახარჯულია 2 კვირა. ყველა მოწყობილობილობის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს ამიტომ დავტოვოთ ასე. ასევე აქვე დგანან Google-ს წარმომადგენლები და გაცნობენ სიახლეებს სხვადასხვა სასერტიფიკაციო პროგრამებზე, ახლად გამოშვებულ დეველოპერ ხელსაწყოებზე და გთვაზობენ იქვე ტესტირებას.

მეორე სართულზე წარმოდგენილია Community Programs, რომელიც მიზნად ისახავს სტუმრებს გააცნოს სხვადასხვა პროგრამა როგორიცაა Google Developers Group, Women Techmakers, Google Developer Experts და ასე შემდეგ. ცოტა გვერდით დგას საინტერესო გასართობი რომელიც multiplayer თამაშს სთავაზობს სტუმრებს, მაქსიმუმ 4 კაცი. მიზანი არის რომ შეთანხმებული თამაშით აიღონ მაქსიმაური ქულა. ტექნოლოგია იყენებს firebase realtime api-ს და არის მთლიანად serveless. ასევე აქაც გვხვდება სხვა უფრო პატარა გასართობები. აღსანიშნავია რომ ყველა დახლს აქვს თავისი swag -ის განყოფილება, ამიტომ ზოგიერთ დახლთან მისული, საინტერესო კთხვაზე შეიძლება დასაჩუქრდე დამატებით კეპით, ან საწერი კალმებით და სტიკერებით.

მესამე სართული მთლიანად დათმობილია სესიების და codelab ოთახებისთვის. ზოგიერთ codelab -ზე შესვლაც კი შეულებელი იყო იმიტომ რომ იატაკზე დასაჯდომი ადგილებიც კი შეივსო. მე ბედმა გამიღიმა და შევძელი იატაკზე მოკალათება. ძალიან ბევრი დეტალი და ნივთები არის ზოგადად, ამიტომ შეიძლება რამე გამოვტოვე. ზოგიერთი codelab ეხებოდა Android Things -ამიტომ დაარიგეს ვაუჩერები ყველა სტუმრისთვის და საჩუქრად გადმოგვეცა Pico Pro Maker Kit რომელიც შიცავს დასაპროგრამებელ ბორდს, კამერის მოდულს, მულტი-თაჩ ეკრანს, wifi ანტენას და კაბელებს. ამას დამატებული $200 ავანსი Google Cloud IoT Platform -ზე. თუ აქამდე არ გქონდათ Google Cloud Console -ს ანგარიში , საჩუქარად ასევე გეძლევათ $300 ავანსად ანგარიშზე. ასე რომ 1 დღეში $500 ანგარიშზე და შეგიძლიათ ნებისმიერი Google Cloud API -ს გამაოყენება გაითვალისწინეთ რომ ლიმიტები უბრალოდ დეველოპერისთვის რომელსაც მხოლოდ ტესტირება და თამაში უნდა მოწყობილობასთან იმ ლიმიტის მიღწევაც კი რთულია რომელზეც შემდგომ უკვე ფული იწერება.

Pico Pro Maker Kit

მივედით გახნის ცერემონიაზე. უზარმაზარ დარბაზში დაიწყო ზუსტად 10:00 საათზე keynote.

1 საათის განმავლობაში მიმოხილვა გააკეთეს კონფერენციის და ასევე ის რაც იყო Google I/O -ზე მაისში.

დამსწრე საზოგადოება

მქონდა საშუალება რამოდენიმე Google Developer Expert-ს გავსაუბრებოდი და ერთ-ერთ მადგანთან მოკლე პოდკასტიც ჩამეწერა. პოდკასტისთვის გმაოყოფილი იყო ცალკე ოთახი ტექნიკურ პერსონალთან და აღწურვილობასთან ერთად, ჩაწერის შემდგომ გადმომეცა მეხსიერების ბარათი გუგლის ლოგოთი, ზედ ჩაწერილი ხმით.

პოდკასტის ოთახის შესასვლელი

ზოგადად რომ მაქსიმალურ კომფორტზე იყო გათვლილი სიტუაცია ასახავს ის ფაქტებიც რომ იყო ყველგან გზის მაჩვენებელი, ათობით პერსონალის თანამშრომელი დარბოდა შენს ირგლივ რომ დაგხმარებოდა საჭიროების შემთხვევაში. თვითონ ტუალეტებიც კი კლასიფიცირებული იყო შემდეგნაირად. Men/Women/Gender Neutral. საპირფარეშოს შიგნით უშუალოდ იყო ყველაფერი თმის შესაკრავებისა და საღეჭი რეზინის შეკვრის ჩათვლით.

დეველოპერების რაოდენობა არ ვიცი რამდენი ესწრებოდა თუმცა ვიტყვი რომ მარტო swag-ის ასაღებად 200 კაცი იდგა დიდ, გრძელ რიგში, მთელი დღის განმავლობაში რიგი არ შემცირებულა. იგივე ხდებოდა codelab-ებზე რომელიც ზემოთაც ვახსენე.

იწყება Kotlin codelab. ოთახში ლიმიტირებული ტექნიკაა

დღე ოფიციალურად დაიხურა 17:15 -ზე თუმცა ოპერატიულად მომსახურე პერსონალმა მოიტანა სათამაშო მაგიდები, გოლფის მოედნები, სათამაშო დანადგარები, DJ , სცენა, განათება, საქსაფონისტი, სასმელი და ახალი საჭმელი უზომო რაოდენობით და ნებისმიერი ვარიაციით. იწყება After Party. ეს ყველაფერი ხდება ისევ სამივე სართულზე, ანუ სასმელი შეგიძლიათ და გართობა ნებისმიერ სართულზე და ყველაფერი რამდენიც გინდათ იმდენია. საკმაოდ კარგია ახლი ურთიერთობებისთვის და გონების გადასართავად ყოველდღიური დატვირთული რუტინიდან. ჩუმად ვიტყვი და ვისკსა და კოქტეილებს გეახელით. 😀

ასეთი იყო პირველი დღე. ხვალ უფრო მოკლე დღე იქნება მაგრამ ასევე საინტერესო საუბრებით და სესიებით. ასე რომ ველოდები ხვალინდელ დღეს. ვეცადე მომეყოალ რა სიტუაცია და ატმოსფერო ტრიალებს, სპეციალურად არ ვახსენებ სესიების შინაარს და მნიშვნელობას მითუმეტეს რადგან ეს ყველაფერი შესაძლებელია საიტზე და ზოგიერთ ვიდეოშიც რომ ნახოთ.

ყველა ვიდეო GDD Europe 2017

--

--