Google Developer Days — Europe, Krakow 2017 (დღე 2)

Merab Tato Kutalia
eMoney Engineering
Published in
3 min readSep 6, 2017

დადგა მეორე დღეც. პირველი დღე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დილით 8 საათზე მისვლა აღარ იყო საჭირო, თუმცა უგემრიელესი საუზმე მელოდა. მეორე დღის პირველი წერტილი ისევ keynote იყო. Keynote-ის საწყისი ვიდეო ოდნავ სხვანაირი იყო, მაგრამ არ გადამიღია, ვიფიქრე ისევ იგივე იქნებათქო 😂. ამჯერად ყურადღება გამახვილებული იყო მთლიანად Google Cloud Platform-ზე, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე რომელიც პოლონეთში მზადდებოდა. მოგეხსენებათ (თუ არ იცით აგერ გაიგეთ), Google -ს ევროპის 10-მდე ქალაქში აქვს საკუთარი ოფისი სადაც ჯგუფები ორიენტირებულები არიან სხვადასხვა მიმართულებით როგორიცაა Chrome, Android, Cloud Platform, Play Store და ა.შ. სწორედ პოლონური ჯგუფი მუშაობს Cloud Platform-ზე და ასევე შიდა დეველოპმენტ ხელსაწყოებზეც რომელიც Google-მ ღიად გამოაქვეყნა. მაგალითად Google Bazel, რომელიც განკუთვნილი განსაკუთრებით დიდი კოდ-ბაზის სამართავად. Cloud Platform თავიდან იყო Google-ს შიდა პროდუქტი, რომელიც გადაწყვიტეს რომ სერვისად გაეშვათ და ახლა მთელი ძალ-ღონით არეკლამებენ. GCP საშუალებას გვაძლევს დაწყებული vps -იდან დამთავრებული cloud function-ებით ყველაფერი 1 სივრცეში გვქონდეს მოთავსებული და გავაკეთოთ რამოდენიმე მაუსის კლიკით. აჩვენეს live demo რამოდენიმე ფუნქციის და მართლა მიმზიდველია. აქამდე GCP-სთან მხოლოდ Cloud Vision -ის გამო მქონდა შეხება. Cloud Platform -ის სიდიდის აღსანიშნავად შედარება იყო მოყვანილი Linux -ის ბოლო კერნელთან 4.13-თან სადაც დაახლოებით 40 მილიონი ხაზი კოდია. ქვემოთ სურათში კი ნაჩვენებია რა ხდება Google Cloud Platform-ზე.

ცუდი ხარისხის ფოტო.

ამ კომიტებში ავტომატური კომიტებიც არის ნაგულისხმები რომლებსაც ბოტები აკეთებენ. აქ შემოვიდა სწორედ Google Bazel სცენაზე, ქებაი და დიდებაი. დიდი ხანი ვერ მოვახერხე keynote-ზე დარჩენა რადგანაც მესამე სართულზე იწყებოდა ტრენინგები. როგორც უკვე ვთქვი წინა ნაწილში, პირველი დღის გამოცდილებით ადგილები ძალიან რთული მოსაპოვებელია. ამიტომ 40 წუთით ადრე ავედი და დავიჭირე პირველი რიგები თუმცა უკვე 30% ადუიტორიის სავსე იყო.

პირველი ტრენინგი იყო, დიზაინის დეველოპერ ადვოკატებისგან გუგლში, როგორი ნავიგაციის ტიპები არსებობს და როდის რა უნდა გამოვიყენოთ. განხილული იყო გუგლის ყველა ძირითადი აპლიკაცია, ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა დავალების სახით გაგვეკეთებინა მონახაზები სხვადასხვა ეკრანი როგორ გადავიდოდა ერთმანეთში. აქვე აუცილებლად წასაკითხი პოსტი Liam Spradlin-ისგან, სურათზე მარჯვნივ სწორედ ის არის. https://medium.com/google-design/a-primer-on-android-navigation-75e57d9d63fe

დამთავრდა ეს ტრენინგიც და არც მიფიქრია ადგილის დატოვება რადგანაც იწყებოდა ნანატრი ტრენინგი. Deep dive into Constraint Layout — Dan Galpin. როგორც ჩანს ძალიან ბევრი ფიქრობდა ასე, შესასვენებლად 2 წუთით გავედი გარეთ, რათქმაუნდა მთელი ტექნიკა მაგიდაზე დავტოვე რომ არავინ დამჯდარიყო. რიგი იყო დერეფნის ბოლომდე რაც დაახლოებით 30 მეტრია. აი წინა სტატიის Kotlin -ის რიგი მონაგონი იყო, სამწუხაროდ სურათი არ გადამიღია მობილური მაგიდაზე იდო :(. ვინც ანდროიდ სამყაროშია და თვალს ადევნებს სიახლეებს ეცოდინება ვინც არის. მოკლედ შემოაბიჯა ოთახში და იქუხა ტაშმა.

Deep dive into Constraint Layout — Dan Galpin

ამ ტრენინგის მოწოდება იყო რომ უკეთ შეგვესწავლა ConstraintLayout, იმათაც კი ვინც უკვე იცოდა, 1 ხაზი კოდის გარეშე. წარმატებით გამოუვიდა. იდეაში ყველა Codelab ხელმისაწვდომია ამ ბმულზე https://codelabs.developers.google.com/gdd17, მაგრამ არაფერი არ შეედრება როდესაც პირდაპირ გიხსნიან ის ადამიანები ვინც ეს გააკეთა, გაჩვენებენ დეველოპმენტის დროინდელ პირველად მონახაზებს და მზად არიან ყველა კითხვას უპასუხონ.

გარეთ გამოვედი ამ ტრენინგის მერე და მიმდინარეობდა პარალელური სესია, კომპიუტერის ძველი ნაწილებისგან საყურეების და ყელსაბამების კეთება.

და ბოლოს ვინც იცნობთ Mike Evans ანდროიდიდან მოვახერხე მასთნ სელფის გადაღება და podcast -ზეც დავითანხმე სამომავლოდ. ასე რომ კაი სიახლეები გველის

ახლა კი ვზივარ და ველოდები ჭიშკრის გახსნას აეროპორტში.

ასეთი იყო Google Developer Days 2017 კრაკოვში. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დამეხმარა აქ ჩამოსვლასა და ამის მიღწევაში.

პირველი დღე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

--

--