იყავი 8X უფრო პროდუქტიული სახლიდან მუშაობისას

რა გვაჩვენა 2020 წელმა და რა ტრენდები იდგამს კიდევ უფრო მძლავრ ფესვებს 2021 წელს? ბოლო წლების განმავლობაში დავრწმუნდით რომ სახლიდან მუშაობა მეტად ეფექტური და მომგებიანია. ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ რამდენიმე პროექტზე პარალელურად, გაზარდონ შემოსავალი და ამავდროულად შექმნან თავიანთი ონლაინ ბიზნესი. თუმცა, სახლიდან მუშაობას სჭირდება სწორი დაგეგმარება, ამიტომ გთავაზობთ მეთოდებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი პროდუქტიულობა გაიზრდება დროთა განმავლობაში.

პროდუქტიულობის გაზრდა კი უფრო მეტ შემოსავალსა და თავისუფალ დროს უდრის, რაც დაგვეთანხმებით ნებისმიერის სურვილია.

1. შექმენით თქვენი საკუთარი დილის რუტინა

დილის რუტინა შესაძლოა სხვადასხვა აქტივობას მოიცავდეს და თითოეული თქვენგანის რუტინა განსხვავებული და თქვენს საჭიროებაზე მორგებული უნდა იყოს. თუმცა სამსახურისა დაწყებამდე, იქნება ეს თქვენი ბიზნესი თუ სხვისი, დილის რუტინის ქონა დაგეხმარებათ უფრო პროდუქტიული იყოთ დღის გნამავლობაში.

2. მოიწესრიგეთ თავი

თავის მოწესრიგება არ გულისხმობს საუკეთესო ტანისამოსში გამოწყობას, არამედ საკუთარ თავში კომფორტულად და თავდაჯერებულად ყოფნას.

3. მოაწყეთ კომფორტული სახლის ოფისი

გარემოს ძალიან დიდი გავლენა აქვს თქვენს პროდუქტიულობაზე. არ აქვს მნიშვნელობა სამზარეულოში, მისაღებში თუ საძინებელში, მოიწყობთ თქვენ სამუშაო ზონას, მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმას,რომ თქვენ იგრძნოთ თავი კომფორტულად და გქონდეთ შესაძლებლობა მეტად ფოკუსირდეთ თქვენს საქმიანობაზე.

სწორედ იმის გამო, რომ გარემო ამდენად მნიშვნელოვანია, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ახალი ბლოგ-პოსტების სერიების გაზიარება თქვენთვის — სახლის ოფისების შესახებ.

იკითხეთ აქ!

4. განსაზღვრეთ დღის პრიორიტეტული საქმეები

განსაზღვრეთ პრიორიტეტული საქმეები, რათა ყველაზე მეტი დრო მნიშვნელოვან აქტივობებს დაუთმოთ. დროის მართვის მატრიცა კი ნამდვილად დაგეხმარებათ ამ პროცესში.

სახლიდან მუშაობისას თუ ხშირად გჭირდებათ ონლაინ შეხვედრების დაგეგმვა, calendly ნამდვილად ყველაზე კომფორტული და მარტივი გამოსაყენებელი პლატფორმაა, რაც თქვენს დროს და ენერგიის რესურს დაზოგავს. მისი დახმარებით თქვენ სხვებს უზიარებთ თქვენს კალენდარს და თავისუფალ დროს შეუძლიათ “დაგჯავშნონ.”

5. დააჯგუფეთ მსგავსი აქტივობები

კონცეფცია მარტივია. დააჯგუფეთ მსგავსი საქმეები და გააკეთეთ ერთდროულად.

მაგალითად, შეამოწმეთ ელექტრონული მისამართი მხოლოდ 3ჯერ დღეში და უპასუხეთ ყველა შემოსულ შეტყობინებას ამ დროის მონაკვეთში.

დაგეგმეთ შეხვედრებისა და ზარების დღე და ეცადეთ შეხვედრების უმეტესობა რამოდენიმე კონკრეტულ დღეს ჩანიშნოთ.

6. მართეთ თქვენი ენერგია

ენერგია გჭირდებათ თქვენი ყოველდღიური აქტივობებისათვის. მის გარეშე რთულია იყოთ კონცენტრირებული და პროდუქტიული ნებისმიერ საქმეში.

ენერგიის ერთ-ერთი მთავარი საკვებია. სწორედ ამიტომ მეტად აკონტროლეთ თუ რას მიირთმევთ დღის განმავლობაში. ეცადეთ თქვენი საკვები ვიტამინებითა და სხვა საჭირო მინერალებით იყოს მდიდარი.

გარდა საკვები პროდუქტისა, აუცილებლად საჭიროა ენერგია სხვა აქტივოვებით მიიღოთ, მაგალითად, ისეთი აქტივობით როგორიცაა იოგა, პილატესი ან უბრალოდ ბუნებაში (სკვერში, ქუჩაში) სეირნობით.

და, რა თქმა უნდა, დალიეთ წყალი — ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა!

7. დაგეგმეთ შესვენებები

ფიქრობთ რომ შესვენება არ გჭირდებათ ან შესვენებით დროს კარგავთ? თქვენ ნამდვილად ცდებით. შესვენება არის ის ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც ადამიანის პროდუქტიულობას განსაზღვრავს. შესვენების დროის სწორად განსაზღვრა კი მოგცემთ საშუალებას იყოთ მეტად პროდუქტიული და მოტივირებული.

შესვენების დროს დაემშვიდობეთ თქვენს გაჯეტებს და გაატარეთ მეტი დრო საკუთარ თავთან.

8. გამოიყენეთ აპლიკაციები

აპლიკაციებს ნამდვილად შეუძლიათ პროდუქტიულობის გაზრდაში დახმარება. აარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი, ჩამოტვირთეთ თქვენს ტელეფონში და გამოიყენეთ სასურველ დროს. გაინტერესებთ ჩვენი საყვარელი აპლიკაციები? იხილეთ 12 საუკეთესო აპლიკაცია, რომლებიც უფრო მეტის მიღწევაში დაგეხმარებათ 2021 წელს.

იკითხეთ მეტი:

--

--