მცირე ბიზნესი, 1% გადასახადი დისტანციურად მუშაობისას

დისტანციურად მუშაობა უფრო და უფრო შესაძლებელი ხდება, მათ შორის მათთვის ვინც საქართელოში ცხოვრობს. უცხოური კომპანიების უმეტესობას სურს არა შრომითი შეთანხმება დადოს თქვენთან, არამედ კონტრაქტი როგორც დამოუკიდებელ ბიზნესთან.

ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ მცირე ბიზნესის სტატუსი და გადაიხადოთ თქვენი შემოსავლის მხოლოდ 1%.

რა საჭიროა რაიმე ბიზნესის რეგისტრაცია დისტანციურად მუშაობისას?

უცოური კომპანიების უმეტესობა მიიჩნევს(თუმცა, რა თქმა უნდა დამოკიდებულია კომპანიაზე) რომ თქვენ თავად გადაიხდით თქვენს გადასახადებს. ამასთანავე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, როდესაც თქვენ აწვდით სერვისს, ამ შემთხვევაში კი სხვადასხვა მომსახურებას საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად, გაქვთ ვალდებულება იყოთ რეგისტრირებული და გადაიხადოთ შესაბამისი გადასახადები.

რა არის მცირე ბიზნესის სტატუსი?

მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ ინდ მეწარმეებს. მას შემდეგ რაც სტატუსს მიიღებთ, თქვენ მოგიწევთ თვიური შემოსავლის 1%-ის გადახდა.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ სტატუსი რომ მიიღოთ.

  1. თქვენი შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს წლიურად (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით)
  2. თქვენი საქმიანობა უნდა იყოს დასაშვები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის.

ხშირად დასმული კითვხები:

დღგს გადახდა მომიწევს?

შემთხვევების უმეტესობაში თუ თქვენ სერვისს საქართველოს ფარგლებს გარეთ აწვდით, არ მოგიწევთ დღგ-ს გადახდა, იმ შემთხვევაშიც კი თ თქვენი ბრუნვა 100 000 ლარს აღემატება ბოლო 12 თვის განმავლობაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ასეთი შემოსავალი დღგ არადასაბეგრია.

შემიძლია მყავდეს თანამშრომლები როგორც მცირე ბიზნესს?

როგორც მცირე ბიზნესს, თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თანამშრომლები, თუმცა 20% ის გადახდა მოგიწევთ, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს.

--

--