10 გზა, თუ როგორ გამოიმუშაოთ ფული დისტანციურად

გაიგეთ მეტი შემოსავლის მიღების სხვადასხვა ხერხებზე. თქვენი რესურსი ფინანსური თავისუფლებისაკენ.

ფულის დისტანციურად გამომუშავების გზებს შორის გაგაცნობთ 10 ტოპ ხერხს, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გამოიყენოს წარმატებით.

გახდით Affiliate მარკეტერი

Affiliate მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც სხვა ბიზნესს პროდუქტის გაყიდვაში ეხმარება ონლაინ, ინტერნეტის დახმარებით. პროდუქტს არჩევს თავად მარკეტერი და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი ან მომსახურება.

რაც უფრო მეტს იყიდის მომხმარებელი თქვენთვის შექმნილი ბმულიდან ინტერნეტში, მით უფრო მეტ თანხას შეაგროვებთ თქვენ.

დაწერეთ საგრანტო აპლიკაციები არაკომერციული კომპანიებისათვის

უამრავი არაკომერციული კომპანია (მაგალითად CSD International) ეძებს ადამიანებს, რომლებიც გრანტებისათვის პროექტებსა და აპლიკაციებს დაწერენ. გამოცდილების მიღება პატარა პროექტებიდან შეგიძლიათ.

Etsy Store

შექმენით Etsy მაღაზია და დაიწყეთ პროდუქტების გაყიდვა. ძალიან კარგი ქართული ჯგუფი, რომელიც დაგეხმარებათ გაიცნოთ სხვები ამ სფეროში და იხილოთ მათი გამოცდილება, იხილეთ აქ.

იმუშავეთ როგორც “Freelancer”

იმუშავეთ ისეთ პლატფორმებზე როგორებიცაა Upwork, Fiverr, Toptal. გამოიყენეთ თქვენი უნარ-ჩვევები და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდეთ სერვისები.

შექმენით ონლაინ კურსი და ასწავლეთ სხვებს

თუ მიიჩნევთ რომ გაქვთ ცოდნა, რომელიც შესაძლოა სხვასაც აინტერესებდეს, შექმენით ონლაინ კურსები სახლიდან გაუსვლელად და ატვირთეთ ონლაინ პლატფორმებზე მაგალითად Skillshare.

გაყიდეთ ფოტო და ვიდეობი

შექმენით მაისურის დიზაინები

თუ გაქვთ საინტერესო დიზაინის იდეები და ცოტა ხატვისა და გრაფიკული დიზაინის უნარ-ჩვევები, შეგიძლიათ გაყიდოთ მაისურები, ტელეფონის ჩასადებები და სხვა აქსესუარები თქვენი დიზაინით. თქვე უბრალოდ ტვირთავთ თქვენს დიზაინს პლატფორმაზე და და ზრუნავთ მის გაყიდვაზე, პროდუქტს კი სწორედ ეს პლატფორმა ამზადებს.

დაიწყეთ Youtube არხი

დასამალი არაა, რომ Youtube შემოსავლის ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს, თუ თქვენს ვიდეოებს ბევრი მნხაველი ეყოლება. აუცილებელი არაა არხი თქვენს შესახებ იყოს, არამედ ნებისმიერი თემა შეგიძლიათ აირჩიოთ.

იპოვეთ დისტანციური სამსახური LinkedIn ზე.

LinkedIn ზე უამრავ საინტერესო პროექტსა და პოზიციას ნახავთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. კორონა ვირუსის ამბების გამო კი პლატფორმამ დისტანციური სამსახურებისათვის ცალკე ფილტრი შექმნა, რისი დახმარებითაც მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ მოძებნოთ დისტანციური სამსახურები.

შექმენით ვებსაიტები მარტივად კლიენტებისათვის

შექმენით ვებსაიტები კოდის გარეშე თქვენი კლიენტებისათვის. ონლაინ სივრცეში ყოფნა და ვებსაიტი ყველა ახალ ბიზნესს ჭირდება.

--

--