თქვენ არ ხართ მარტო — 5 წუთიანი თავისმოვლის საშუალებები მენტალური ჯანმრთელობისთვის

“იზოლაცია და მარტოობა დეპრესიისა და სასოწარკვეთის მთავარი მიზეზია”— ბელ ჰუკსი

იზოლაცია არის სხვებისგან განცალკევება სხვადასხვა მიზეზის გამო. ‘Good Therapy’ -ის თანახმად, იზოლირებულ ადამიანმა შესაძლებელია იგრძნოს თავი მარტოსულად და მისი თვითშეფასება დრამატულად დაეცეს, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ინდივიდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

კორონა ვირუსის გამო, ბოლო თვეების განმავლობაში, ადამიანები განიცდიან სოციალურ იზოლაციას მთელ მსოფლიოში. სოციალური იზოლაცია არის სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა. ახალი სახელმწიფოებრივი შეზღუდვები, მათ შორის თვითიზოლაცია, საკარანტინო მდგომარეობა და საზოგადოებრივი ადგილების დახურვა ხალხის ფსიქიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ რეგულაციების გარეშე, ჩვენ ვერ მოვუგებთ ‘ომს’ ვირუსს.

ცხოვრების წესის შეცვლა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქტიური ადამიანი ხარ. ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის (APA) თანახმად, მრავალი ადამიანი განიცდის მარტოობასs და დეპრესიას იზოლაციისა და კარანტინის დროს.

ლუიზა ჰოკლმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის NORC- ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელმა, აღნიშნა, რომ მარტოობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ინდივიდის ფიზიკური, გონებრივი და შემეცნებითი ჯანმრთელობაზე.

ჰოკლეი მიუთითებს იმის მტკიცებულებებზე, რომლებიც სოციალურ იზოლაციებს უკავშირდება ჯანმრთელობის უარყოფით შედეგებთან, მათ შორის დეპრესიასზე, ძილის ცუდ ხარისხსა და ფუნქციურ დარღვევებზე.

და მაინც როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ დეპრესიასა და მარტოობას და როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ამ დროის განმავლობაში?

გიზიარებთ 5 წუთიანი აქტივობებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია თქვენი ემოციების უმეტესწილად კონტროლი.

  1. ყოველდღე დაწერეთ 3 სასიამოვნო რამ თქვენს შესახებ — ის აამაღლებს თქვენს თვითშეფასებას და უფრო მოტივირებულს გაგხდით.
  2. დალიეთ წყალი — ეს გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და ასევე დაგეხმარებათ აზრების გაფილტვრაში
  3. დაიწყეთ მედიტაცია — გააკეთეთ მოკლე სუნთქვითი ვარჯიშები.
  4. გაანიავეთ ოთახი და ჩაისუნთქეთ ღრმად ❤

5. დაიწყეთ თქვენი ყოველდღიური დღიურის წარმოება— აღწერეთ თქვენი ემოციები.

6. წაიკითხეთ წიგნები, სტატიები, ბლოგები — ის რაც გსიამოვნებთ ❤

7. მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც სიამოვნეს განიჭებთ

8. დაიწყეთ მოკლე ვარჯიშები — გახდით მეტად ფიზიკურად აქტიურები.

9. იცეკვეთ, იცეკვეთ და იცეკვეთ ❤

10. და გიყვარდეთ საკუთარი თავი!!!

ყველაფერი კარგად იქნება ❤ ❤

For English: https://medium.com/csd-international/5-minutes-self-care-180d724e9c2e?source=collection_home---4------2-----------------------

--

--