ონლაინ კურსი: პროექტების მენეჯმენტი არაკომერციულ/არასამთავრობო სექტორში

Mariam Gurchiani
CSD INTERNATIONAL
Published in
2 min readApr 14, 2020

ორგანიზაცია CSD International შესანიშნავ სიახლეს აანონსებს მათთვის, ვისაც სურს, რომ #დარჩისახლშის პირობებშიც კი არ შეწყვიტოს პროფესიული განვითარება.

გთავაზობთ ონლაინ კურსს: პროექტების მენეჯმენტი არაკომერციულ/არასამთავრობო სექტორში.

მსოფლიო გამოწვევებიდან გამომდინარე, ათწლეულებია ცხადი გახდა, რომ მომავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისაა. ჩვენ დღეს, ისე, როგორც არასდროს გვჭირდება მულტიკულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა, უნდა, რომ გარკვეული წვლილი შეიტანოს გლობალურ პრობლემებზე ზრუნვის, საერთაშორისო თუ ეროვნული ინტერესების დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ცხოველთა დაცვის საქმეში.

ვირტუალური კურსი განკუთვნილია თქვენთვის, ვისაც გაინტერესებთ პროექტების მენეჯმენტი და გაქვთ სურვილი მოღვაწეობა გააგრძელოთ ან დაიწყოთ არასამთავრობო/არაკომერციულ სექტორში. როგორც იცით, აქ ყოველი ნაბიჯის პროდუქტიულობა დაგეგმილი პროექტების წარმატებულად და გონივრულად განხორციელებაზეა დამოკიდებული. კურსის განმავლობაში თქვენ გაეცნობით პროექტის დაგეგმარების წარმატებულ მაგალითებს, რათა ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ პროექტების მენეჯმენტის მნიშვნელობაზე.

ტრენინგი მოიცავს ლექციებს, ვორქშოფებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სამუშაოებს თუ წასაკითხ მასალებს. ბუნებრივია, თქვენ შეისწავლით მენეჯმენტის ზოგად საფუძვლებსაც, რაც საშუალებას მოგცემთ, მიღებული ცოდნა თქვენი საქმიანობის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

პროგრამაში მონაწილეობისათვის თქვენ არ მოგეთხოვებათ არანაირი წინასწარი განათლება ან გამოცდილება მენეჯმენტის სფეროში.

კურსი არის თანადაფინანსებული და მისი მიმდინარეობისას თქვენ (აპლიკანტებს) შეგიძლიათ მოიპოვოთ 100%-იანი გრანტი.

კურსის ხანგრძლივობაა 1 თვე. ვირტუალური შეხვედრები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ.

ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

იჩქარეთ, რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd6Lqmr0IQLoFBx06AAPf_Hhmes4pVFDXvrHRZGO_Tk8_ukdA/viewform

--

--